ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საიდან ამდენი ფული, ჰერ მაგათ?!

საიდან ამდენი ფული, ჰერ მაგათ?!

მოსალოდნელიც იყო, რომ "შალკე" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ძალიან იაქტიურებდა, რადგან გელზენკირხენული კლუბის...

მოსალოდნელიც იყო, რომ "შალკე" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ძალიან იაქტიურებდა, რადგან გელზენკირხენული კლუბის მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი წინა სეზონის დასრულებიდან აგვისტოს ბოლომდე გაიძახოდა, არსებული კონტიგენტით ნამდვილად ვერ გავფრინდებით, ჩვენ კი სწორედ გაფრენა გვინდაო. მაგრამ მაინც არავინ ელოდა იმას, რომ "შალკე" ამდენ ფეხბურთელს დაიმატებდა. სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს "ხუმარებმა" რბილად რომ ვთქვათ, თავი გაიგიჟეს და სამი ახალი მოთამაშე დაიმატეს, აქედან ორი მაღალი დონის ვარსკვლავია: კლაას იან ჰუნტელაარი და ხოსე მანუელ ხურადო.

ვერ ვიტყვით, რომ "შალკემ" წარმოუდგენლად ბევრი ფული დახარჯა, მაგრამ ლევან ყენიას გუნდის მხარჯველუნარიანობა მაინც გასაკვირია, რადგან გასული სეზონის დასრულების შემდეგ, "შალკეს" ვალი 250 მილიონ ევროს შეადგენდა. ჯერ კიდევ სეზონის წინ მაგათი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კლემენს ტიონისს დაუპირისპირდა - ფელიქსს სურდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისთვის ტრანსფერებისთვის 30 მილიონი ევრო გამოეყო. ტიონისი კი მხოლოდ იმაზე იყო თანახმა, რომ მაგათისთვის 10 მილიონი მიეცა და ფელიქსს უთხრა, დანარჩენი ფეხბურთელების გაყიდვით უნდა იშოვოო. ფელიქსი და კლემენსი საბოლოოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ მაგათმა კლუბისგან 25 მილიონი მიიღო.

უპირველესი მიზეზი, რის გამოც "შალკემ" თავს ამდენი ფულის ხარჯვის უფლება მისცა, ის არის, რომ კლუბმა გასულ სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგაში კი კლუბები ისედაც დიდ ფულს შოულობენ და თუ წარმატებებსაც მიაღწიეს, შემოსავლები კიდევ უფრო მეტად ეზრდებათ ხოლმე. მაგალითად, მიუნხენის "ბაიერნმა", წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ გავიდა, უეფასგან საერთო ჯამში 45 მილიონი ევრო მიიღო. მაგათი ფულს იმიტომაც ითხოვდა, რომ რომ "შალკეს" ჩემპიონთა ლიგაში თავის დამკვიდრების შანსი ჰქონდეს. ფელიქსი ამბობდა, ინვესტიციების გარეშე შანსი არ გვაქვს, რომ პროგრესი განვიცადოთო. თანაც, "ხუმარებმა" ძალიან ცუდად, ორი წაგებით დაიწყეს და ფელიქსი მიხვდა, რომ სასწრაფოდ გადამწყვეტი ზომების მიღება იყო საჭირო.

"შალკეს" სატრანსფერო ბალანსი საბოლოოდ ასე გამოიყურება: მაგათმა ფეხბურთელების გაყიდვით (ვესტერმანი, რაფინია და ა.შ.) 17.1 მილიონი ევრო მიიღო, ახალ ფეხბურთელებში კი 34.6 მილიონი დახარჯა. ეს კი მინუს 17.5 მილიონია. თუ ამას ხელფასებისა და ჯიბის ფულების ჯამს მივუმატებთ, 25 მილიონამდე ავალთ. გამოდის, რომ მაგათმა ზუსტად იმდენი ფული დახარჯა, რამდენიც სეზონის ტიონისისგან მიიღო.

ფაქტია ისიც, რომ თავდასხმაში ჰუნტელაარ-რაულის დუეტითა და მათ უკან გასამწესებელი ხურადოთი, მაგათი უბრალოდ ვალდებულია, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლიოს და მინიმუმ მერვედფინალში გავიდეს...

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს

ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი

"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა