რიკო რამოსი მეორე უმჩატეს წონაში WBA-ის ტიტულს პროფესიული კრივის ამომავალი ვარსკვლავის, გილერმო რიგონდოს წინააღმდეგ იცავდა
გასული უქმეების მთავარი საკრივო ორთაბრძოლა ლას ვეგასის Palms Casino Resort-ში გაიმართა. ამერიკელი რიკო რამოსი (20-0, KO11) მეორე უმჩატეს წონაში იცავდა WBA-ის ტიტულს პროფესიული კრივის ამომავალი ვარსკვლავის, კუბელი გილერმო რიგონდოს (8-0, KO6) წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ კუბელს პროფესიულ რინგზე მხოლოდ რვა ბრძოლა ჰქონდა გამართული, ფავორიტად სწორედ მას ასახელებდნენ. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან პროფესიონალებში გადასვლამდე (2009 წელს), რიგონდოს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა მოყვარულებში. გილერმომ ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები (2000 და 2004 წლებში), ასევე ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ამ ტიტულების გამო მას XXI საუკუნეში სამოყვარულო კრივის საუკეთესო მებრძოლს უწოდებდნენ.

პროფესიულ რინგზე კუბელმა უკვე მოასწრო WBA-ის დროებითი ტიტულის მოპოვება და მისი ერთხელ დაცვა. რაც შეეხება რიკო რამოსს, ეს მისი პირველი ბრძოლა იყო ჩემპიონის რანგში. ტიტული მან გასული წლის 9 ივლისს, იაპონელი ჩემპიონის აკიფუმი შიმოდუს დამარცხების შემდეგ მოიპოვა.

გუშინ კუბელმა დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი, თანაც ეს ძალიან იოლად, ძალების ყოველგვარი დაძაბვის გარეშე გააკეთა. უკვე პირველივე რაუნდში საჩემპიონო ქამრის მფლობელი ნოკდაუნში აღმოჩნდა. გილერმომ გააგრძელა საწყისი შტურმი, მაგრამ რამოსი გონგმა გადაარჩინა.

ნოკდაუნით შეშინებულმა ჩემპიონმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და ყოველგვარი რისკი გამორიცხა. არც რიგონდო აპირებდა გადამწყვეტ იერიშებზე გადასვლას, რამაც პუბლიკის უკმაყოფილება გამოიწვია.

აქტიური მოქმედებისკენ მაყურებელთა მოწოდებამ მეექვსე რაუნდში გაჭრა. ერთ-ერთი შეტევის დროს რიგონდომ მეტოქეს ჯერ მუცლის ქვემოთ მოარტყა, შემდეგ კი ძლიერი აპერკოტი გამოუვიდა, რის გამოც გაფრთხილება მიიღო. ბრძოლის განხლებისთანავე ის მხეცივით ეტაკა რამოსს, თირკმლის არეში უძლიერესი დარტყმა შეასრულა და ამერიკელი ნოკაუტში გაგზავნა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ისეთ შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ რიგონდოს უფრო ადრე შეეძლო ბრძოლის დასრულება, უბრალოდ, მან ზედმეტი რისკი აიცილა თავიდან.

საინტერესო იქნება ამ ნიჭიერი მოკრივის კარიერისთვის თვალის მიდევნება. რაც შეეხება 24 წლის რამოსს, მასაც ყველაფერი წინ აქვს, მით უმეტეს, რომ ის აქამდე ასევე დაუმარცხებელი იყო პროფესიულ რინგზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად