ჩოგბურთი. ავსტრალიის ღია პირველობა
ავსტრალიის ღია პირველობაზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო, სადაც რიგით მატჩებს იშვიათად ვხედავთ, მაგრამ ამ ეტაპზეც გაგრძელდა ტურნირის პირველი კვირის ტენდენცია - ფავორიტებს კვლავ იოლი გასეირნება გამოუვიდათ.

ქალების ბადეში ერთადერთი მატჩი, სადაც ნამდვილად დრამატული ბრძოლა გაჩაღდა, შარშანდელი ფინალისტების - ბელგიელი კიმ კლაისტერსისა და ჩინელი ნა ლის დაპირისპირება იყო. მოქმედმა ჩემპიონმა კლაისტერსმა რამდენიმე რთული მომენტი გადაიტანა და პრაქტიკულად წაგებული მატჩი გადაარჩინა.

პირველი კრიტიკული მომენტი ბელგიელს პირველ სეტში ჰქონდა, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში ფეხი გადაიბრუნა და ექიმის გამოძახება მოუწია. ამ ტრავმამდე თანაბარი თამაში მიდიოდა, შემდეგ კი ჩინელის უპირატესობა გამოიკვეთა და ლიმ სეტი 6:4 მოიგო.

მუდმივად ერთი ნაბიჯით იყო წინ ნა ლი მეორე სეტში, მაგრამ კლაისტერსმა მოახერხა პარტიის ტაი-ბრეიკზე გადაყვანა, სადაც ნამდვილი სასწაული მოახდინა, როცა ოთხი მატჩბოლი მოიგერია და შემოკლებული გეიმში გამარჯვება გამოსტაცა მეტოქეს - 8:6.

მესამე პარტიაში კლაისტერსმა თავიდანვე მოიპოვა ბრეიკი და 2:0 დაწინაურდა. მესამე გეიმში კიდევ ერთმა ბრეიკმა პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის ბედი. მართალია, 1:5-დან ლიმ მინიმუმამდე დაიყვანა ჩამორჩენა, მაგრამ მეორე ბრეიკის დაბრუნება ვერ შეძლო და 4:6 დამარცხდა.

შეხვედრა 2 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. ორივე ჩოგბურთელმა ხუთ-ხუთი ბრეიკი, ოთხ-ოთხი ეისი და ექვს-ექვსი ორმაგი შეცდომა დააგროვა. "ვინერსების" რაოდენობით კი დიდი უპირატესობა ჩინელს ჰქონდა - 39:20.

დანარჩენ სამ მატჩში ბრძოლა არ ყოფილა. ვიქტორია აზარენკამ საათსა და 17 წუთში თითო სეტში ორი ბრეიკი გააკეთა ჩეხ ივეტა ბენეშოვას წინააღმდეგ და 6:2, 6:2 გაიმარჯვა. ბელარუსის მეტოქე კიდევ უფრო ხანმოკლე შეხვედრაში გაირკვა. 54 წუთი დასჭირდა პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას გერმანელი იულია გორგესის დასამარცხებლად. პოლონელმა ექვსი ბრეიკი გააკეთა, თავად ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება და 6:1, 6:1 მოიგო.

დღის ბოლოს ირკვეოდა მეოთხედფინალში კიმ კლაისტერსის მეტოქე. კაროლინ ვოზნიაცკისა და ელენა იანკოვიჩის შეხვედრა დაახლოებით ჰგავდა მატჩს, რომელიც დანიელმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში ჩაატარა ქართველი ანა ტატიშვილის წინააღმდეგ. პირველი სეტი ვოზნიაცკიმ 6:0 მოიგო და მეორეში კი მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა. თუმცა აქაც შეეძლო დანიელს იოლი გამარჯვება, მაგრამ მეტოქეს 1:4-დან ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. ანგარიში 5:5 გახდა, თუმცა მანამდე სერბს ერთი მატჩბოლის მოგერიება მოუწია. ნერვული დასასრული უკეთ ვოზნიაცკის გამოუვიდა, რომელმაც ზედიზედ ორი გეიმი მოიგო და მეორე სეტში 7:5 გაიმარჯვა.

პრაქტიკულად ანალოგიური სიტუაცია იყო მამაკაცების მერვედფინალებში. სამზე მეტი სეტი ჩეხი ტომაშ ბერდიხისა და ესპანელი ნიკოლას ალმაგროს შეხვედრაში გათამაშდა. პირველ სეტში ალმაგრომ ერთი ბრეიკის წყალობით გაიმარჯვა - 6:4. შემდეგ სამ სეტში კი სამი ტაი-ბრეიკი გათამაშდა და სამივეში პირველობა ბერდიხს დარჩა. ამასთან, ყოველ შემოკლებულ გეიმში ესპანელი თამაშს უკლებდა - მეორეში 5 ქულა აიღო, მესამეში - სამი და მეოთხეში ორი.

თამაში 3 საათი და 54 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ჩეხმა 28 ეისი ჩააწოდა. მატჩი სკანდალით დასრულდა. თამაშის დასრულების შემდეგ ბერდიხმა ხელი არ ჩამოართვა მეტოქეს და ეს იმით ახსნა, რომ ერთ-ერთი გათამაშების დროს ალმაგრომ სპეციალურად გაარტყა ბურთი, არადა, კორტი პრაქტიკულად ცარიელი იყო.

"ვფიქრობ, ვისაც ჩოგბურთი უთამაშია, შესანიშნავად იცის, რომ კორტი საკმარისად დიდია და ყოველთვის მოიძებნება თავისუფალი ადგილი, სადაც შეიძლება ბურთი გაგზავნო. მან კი სამი-ოთხი მეტრიდან პირდაპირ სახეში დამიმიზნა. გამიმართლა, რომ აცილება შევძელი, თუმცა ბურთი ხელში მაინც მომხვდა. ეს ჩოგბურთი არ არის", - განაცხადა ბერდიხმა, რომელიც მაყურებელმა სტვენით გააცილა კორტიდან.

ბერდიხის მეტოქე რაფაელ ნადალისა და ფელისიანო ლოპესის შეხვედრაში ირკვეოდა. ტრადიციული მოწინააღმდეგეების მორიგი შეხვედრა ტრადიციული შედეგით დასრულდა - ნადალმა 2 საათსა და 25 წუთში გაიმარჯვა - 6:4, 6:4, 6:2. ლოპესმა მხოლოდ მეორე სეტში შეძლო ერთადერთი ბრეიკის აღება, მაგრამ თავად ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. დანარჩენ ორ სეტში რაფამ კიდევ სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და იოლად გავიდა მეოთხედფინალში.

გუშინვე დაკომპლექტდა სუპერწყვილი. სავარაუდოდ, მეოთხედფინალში როჯერ ფედერერისა და ხუან მარტინ დელ პოტროს დაპირისპირება ცენტრალური იქნება. მერვედფინალში შვეიცარიელმა და არგენტინელმა თითქმის ერთნაირი ანგარიშით მოიგეს საკუთარი მატჩები. ავსტრალიური პუბლიკისთვის სამწუხაროდ, 19 წლის ბერნარდ ტომიჩს ჯერ ბევრი უკლია როჯერის დონემდე. ფედერერმა ნამდვილი საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა ავსტრალიელ ვუნდერკინდს და პრაქტიკულად ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე. ტომიჩს არ წაუვიდა მოწოდება - არც ერთი ეისი არ ჩაუწოდებია (ფედერერს 12 ეისი ჰქონდა) და ექვსჯერ წააგო საკუთარი გეიმი - 4:6, 2:6, 2:6. როჯერმა საათსა და 44 წუთში მოამთავრა საქმე.

რაც შეეხება დელ პოტროს, მან ერთი გეიმით ნაკლები, მაგრამ 22 წუთით მეტი მოანდომა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის დამარცხებას - 6:4, 6:2, 6:1. ეს ჩოგბურთელები მეექვსედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და არგენტინელმა მეხუთედ დაამარცხა გერმანელი.

კაცები

1/16 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:0, 6:1, 6:1; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-მილოშ რაონიჩი (კან, 23) 4:6, 6:3, 7:6(5), 6:3; რიშარ გასკე (საფ, 17)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 9) 6:3, 6:3, 6:1; დავიდ ფერერი (ესპ, 5)-ხუან-იგნასიო ჩელა (არგ, 27) 7:5, 6:2, 6:1; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-მიკაელ ლოდრა (საფ) 6:4, 6:2, 6:0; მიხაილ კუკუშკინი (ყაზ)-გაელ მონფილსი (საფ, 14) 6:2, 7:5, 5:7, 1:6, 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ, 24)-ჟულიან ბენეტო (საფ) 4:6, 7:6(3), 7:6(4), 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-ფრედერიკო ჟილი (პორ) 6:2, 6:2, 6:2.

1/8 ფინალი

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 11)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 6:4, 6:2, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:4, 6:2, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10) 4:6, 7:6(5), 7:6(3), 7:6(2); რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18) 6:4, 6:4, 6:2.

ქალები

1/16 ფინალი

ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ვერა ზვონარევა (რუს, 7) 7:6(7), 6:1; სერენა უილიამსი (აშშ, 12)-გრეტა არნი (უნგ) 6:1, 6:1; საბინ ლისიცკი (გერ, 14)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 18) 2:6, 6:4, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 4)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 30) 6:1, 6:2; სარა ერანი (იტა)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:7(6), 6:0, 6:2; ჟიე ჟენგი (ჩინ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 9) 6:3, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 21)-ვანია კინგი (აშშ) 6:3, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 2)-მარია კირილენკო (რუს, 27) 6:0, 1:0.

1/8 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 13) 6:0. 7:5; კიმ კლაისტერსი (ბელ, 11)-ნა ლი (ჩინ, 5) 4:6, 7:6(6), 6:4; ვიქტორა აზარენკა (ბლრ, 3)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:2, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 8)-ჯულია გორგესი (გერ, 22) 6:1, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად