"გაგრას" 18 წლის ახალგაზრდა მარცხენა მცველი თავის წარსულსა და გუნდის მიზნებზე საუბრობს
ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და მასზე საქებარი სიტყვების გარდა არაფერი გვესმის. მითხარით, რომელი ფეხბურთელისთვის იქნება ადვილი უმაღლეს ლიგაში ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში, სადებიუტო შეხვედრა რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ ჩაატარო და უშეცდომო იყო?

კარგად მახსოვს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე ირწმუნებოდა, ამ ბიჭს ახლა ძირითად შემადგენლობაში ვათამაშებ და ყველა დარწმუნდებით, თუ როგორი ნიჭიერი და დიდი ტალანტის მქონეაო…

მისი სიტყვები ახდა. გიორგიმ დარჩენილი ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა მარცხენა მცველის პოზიციაზე და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

არ შეიძლება არ ვთქვათ, ეს ფეხბურთელი "გაგრას" წევრი რომ გახდა, გუნდის სელექციონერის ლერი გაბესკირიას დამსახურებაა. მან ნახა სულაქველიძის აკადემიაში და "თვალი დაადგა". გუნდში მოიყვანა და მალე გიორგის დროც დადგა…

მგონი ურიგო არ უნდა იყოს, თუ ამ ბიჭის შესახებ უფრო ვრცლად დავწერთ. მაშ ასე, როსტოვიდან თბილისამდე…

- გიორგი, მოდით თავდაპირველად თქვენს შესახებ მოგვიყევით…

- როსტოვის მხარეში დავიბადე. 9 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებთან ერთად მოსკოვში გადმოვედი და სწორედ იქ გამიჩნდა ფეხბურთის მიმართ ინტერესი. 11 წლის ვიყავი ფეხბურთზე რომ შევედი, ჩემი პირველი გუნდი კი "ნორჩი დინამო" გახლდათ. შემდეგ საფეხბურთო კლუბი "მოსკვა" დაინტერესდა ჩემით და იქ ვიყავი მანამ, სანამ საქართველოში არ გადმოვედი საცხოვრებლად.

ჯერ იყო და ქუთაისის ერთ-ერთ გუნდში ვვარჯიშობდი. შემდეგ თბილისში წამოვედით. თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში დავიწყე ვარჯიში. მალე სინჯების გასავლელად "ვიტ ჯორჯიაში" მივედი და ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ფეხბურთი და სწავლის ერთად შეთავსება გამიჭირდა. სწავლა ვარჩიე.

გავიდა ცოტა ხანი და აკადემიიდან მწვრთნელმა დამირეკა და დაბრუნება შემომთავაზა. სიამოვნებით დავთანხმდი. შემდეგ ცხინვალის "სპარტაკში" სინჯებზე მივედი და აქ კი აღარ გამიმართლა და ვერ დავრჩი… გავბრაზდი და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთზე აღარ მეფიქრა, მხოლოდ მესწავლა. მაგრამ ღვთის ნებით, ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშს ლერი გაბესკირია დაესწრო, მოვიდა და "გაგრაში" მიმიყვანა, სადაც დღემდე ვთამაშობ და ბედნიერი ვარ. ამ გუნდმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მადლობა "გაგრას" და ლერი გაბესკირიას.

- თქვენ "გაგრაში" მიხვედით, მაგრამ თავდაპირელად პირველ გუნდში ვერ მოხვდით…

- როდესაც "გაგრაში" სინჯები გავიარე, 18 კაცში ვერ ვხვდებოდი, მაგრამ გუნდში დავრჩი. დუბლშემადგენლობაში ვიყავი. დუბლში "დინამოს" წინააღმდეგ გვქონდა თამაში, სადაც კარგად ვითამაშე და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე მიხმეს.

როდესაც ნაკრების შეკრებიდან დავბრუნდი, ზვიად ჯელაძემ არათუ 18 კაციან განაცხადში შემიყვანა, ძირითად შემადგენლობაში მათამაშა რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ.

- და დღემდე ძირითადში ხართ…

- (იცინის) დიახ, ასეა.

- სადებიუტო შეხვედრაში რუსთაველების წინააღმდეგ არ ნერვიულობდით?

- გასახდელში ცოტას ვღელავდი… მაგრამ მწვრთნელმა დარიგებები მომცა, დამაწყნარა და მეც თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დავწყნარდი. თანაც ამ დროს გუნდი დაწინაურდა, ვიგებდით და უფრო თამამად ავთამაშდი.

- "გაგრა" რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად იბრძვის. აქვს ამის შანსი?

- შანსი ყოველთვის არის. მთავარია, სათანადოდ განეწყო მომავალი თამაშებისთვის, კარგად მოემზადო და მინდორზე ბოლომდე დაიხარჯო.

- რას იტყვით "გაგრას" შესახებ?

- ახალგაზრდა გუნდი ვართ, მებრძოლი და მონდომებული. ჩვენი დამარცხება ადვილი სულაც არაა. პერსპექტიული გუნდია, ჩვენ სიტყვას აუცილებლად ვიტყვით. კმაყოფილი ვარ "გაგრაში რომ მოვხვდი.

- ალბათ, "გაგრამ" თასი რომ აიღო, იფიქრეთ კიდევაც, ნეტავ ამ გუნდში მათამაშაო…

- "გაგრას" ფინალური თამაში ვნახე და რომელი ფეხბურთელი იტყოდა უარს ეთამაშა საქართველოს თასის მფლობელი გუნდის შემადგენლობაში?

- გიორგი, თქვენ 19-წლამდელთა ნაკრებში კი იყავით გამოძახებული, მაგრამ შესარჩევ ეტაპზე თამაში არ მოგიწიათ…

- სანამ გუნდი შესარჩევი შეხვედრების ჩასატარებლად გაემგზავრებოდა, რამდენიმე დღით ადრე ცუდად გავხდი, ვეღარ ვვარჯიშობდი და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ნაკრებში ვეღარ ვითამაშე. გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზამთ, ასე მოხდა.

- მაგრამ ნაკრებში თამაში თქვენი ოცნებაა…

- ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ითამაშოს თავისი ქვეყნის ნაკრებში.

- რა არის თქვენი ოცნება?

- გავხდე წარმატებული ფეხბურთელი, შევქმნა ოჯახი და უზრუნველყოფილი მყავდეს.

- ფეხბურთში?

- ძალიან მინდა რომელიმე ტიტულოვან ევროპულ კლუბში მოვხვდე.

- მაგალითად?

- რუსეთის პრემიერლიგა ძალიან მომწონს. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მოსკოვის "სპარტაკში" ან ცსკა-ში.

- "რეალი" თუ "ბარსელონა"?

- მაინც "რეალი"…

- "მილანი" თუ "ინტერი"?

- "მილანი".

- "მანჩესტერ იუნაიტედი" თუ…

- მხოლოდ "არსენალი".

- დიდი მადლობა საუბრისთვის.

ესაუბრა გიორგი კაციტაძე

fcgagra.ge

giorgi
წარმატებებს გისურვებბ იქნებ ქუთაისის სკვაზნიაკში მაინც მოხვდე :D:D:D:D
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა