ქართველი ცენტრის "ატლანტამ" "ფილადელფიასთან" მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია "კლივლენდთან" მოახდინა
"ატლანტა ჰოქსისა" და "კლივლენდ კავალიერსის" მატჩის მიმოხილვაში ხაზგასმით ეწერა: ზაზა ფაჩულიამ სეზონის ორი პირადი რეკორდი დაამყარა - 13 ქულა და 4 პასი შეასრულაო. იგი გაცილებით უკეთეს სტატისტიკას ჩაიწერდა, მეოთხე პერიოდში მწვრთნელს მეტი დრო რომ მიეცა. თუმცა მთავარია, რომ ქართველის დახმარებით "ატლანტამ" მორიგი ეფექტური გამარჯვება მიითვალა - სტუმრები 121:94 დაამარცხა.

წინა დღეს ჯორჯიელები "ფილადელფიას" გასვლაზე ეთამაშნენ. რამდენადაც კარგად გაისარჯა გუნდი (და ფაჩულია) "კლივლენდთან", იმდენად ცუდად გამოიყურებოდა "ფილადელფიასთან" - 76:90.

"ატლანტას" გასვლითი მატჩის ჩატარება ზედიზედ ოთხი საშინაო შეხვედრის (ოთხივე მოიგო) შემდეგ მოუწია. მეტოქედ თანაბარი ძალის "ფილადელფია" ჰყავდა.

პირველი ტაიმის 47:39 მოგების შემდეგ "ჰოქსის" შეტევა მოიშალა, არც დაცვაში გამოვიდა რამე და მესამე პერიოდი "ფილადელფიამ" 25:10 მოიგო.

15-18 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას კი "ატლანტა" ყოველთვის ვერ შეძლებს. ასე რომ, "ქორები" ფილადელფიიდან წაგებულები დაბრუნდნენ.

საყურადღებოა, რომ მასპინძლებმა მოხსნებში 51:32 იმარჯვეს.

ფილადელფია-ატლანტა 90:76

ზაზა ფაჩულია: 20 წუთი, 5 ქულა (3-დან 2 ორქულიანი), 3 მოხსნა, 2 პასი, 4 ფოლი, 2 შეცდომა.

სტუმრად წაგების შემდეგ ჯორჯიელებს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის კარგი შანსი მიეცათ - მათი მეტოქე "კლივლენდი" (6 მოგება 9 მარცხი) იყო.

- პირველიდან ბოლო წუთამდე შეტევაში ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც გვსურდა. მნიშვნელოვანი იყო მესამე პერიოდის კარგად დაწყება. ესეც შევძელით და საფინალო ანგარიში სრულად ასახავს ძალთა თანაფარდობას, - აღნიშნა ნამატჩევს "ატლანტას" თავკაცმა ლარი დრიუმ.

ახლა ზაზა ფაჩულიაზე. მან მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და თავიდანვე აქტიურად ამოქმედდა. ანდერსონ ვარეჟაომ ვერაფრით შეძლო სამწამიანი ზონიდან ფაჩულიას განდევნა. 27 წლის ქართველი კი არც პასებს აგვიანებდა და შესაფერის დროს მეტოქის კალათსაც შედეგიანად უტევდა.

იგი მოედანზე მეორე პერიოდის მესამე წუთზე დაბრუნდა და მესამე მეოთხედის მერვე წუთამდე ითამაშა. სწორედ ამ მონაკვეთში გაზარდა "ატლანტამ" სხვაობა 7-დან 24 ქულამდე (83:59).

აშკარაა, რომ ზაზა კარგ ფორმაშია, მოედანზე წონის კვალობაზე (125 კგ) მსუბუქად მოძრაობდა. ერთ ეპიზოდში ელვის სისწრაფით გადაკვეთა მეტოქის ნახევარი და ეფექტურადაც ჩატენა. ამ მომენტის შემდეგ ტელეარხ "ფოქსსპორტის" კომენტატორებმა ფაჩულიას მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურეს: სეზონში მესამედ სასტარტო ხუთეულში გამოსვლამ ზაზაზე კარგად იმოქმედა, თამაშში ენერგიულად ჩაერთო და გარდა იმისა, რომ ფარქვეშ დომინირებს, სწრაფი შეტევისასაც გამთამაშებლის სისწრაფით მოქმედებსო. მოკლედ, ვინც ზაზას თამაშის სანახავად ჩემსავით ღამე გატეხა, ნამდვილად არ ინანებდა.

მატჩის მსვლელობისას ორი კალათბურთელის თამაშის მომენტები არაერთხელ დაატრიალეს. ერთი ფაჩულია იყო, მეორე ჯო ჯონსონი, რომელიც თითქოს სანადიროდ ყოფილიყო, ტყვიას ტყვიაში არტყამდა. მის ანგარიშზე 25 ქულაა. მატჩის ოქმში ცალკე გრაფაში იწერება ამა თუ იმ კალათბურთელის მოედანზე ყოფნის დროს მისმა გუნდმა რა სხვაობით მოიგო (ან წააგო). სწორედ ზაზასა და ჯოს ჰქონდათ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +27.

ატლანტა-კლივლენდი 121:94

ზაზა ფაჩულია: 29 წუთი, 13 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა, 2 ფოლი, 2 შეცდომა.

gacaocaria
ზაზას ნებისმიერი წარმატება სულითა და გულით გამიხარდება. მე უბრალოდ მინდა გკითხოთ 121-13 რამდენი იქნება?
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"