ქვესაშუალო წონაში WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ფილიპინელმა მენი პაკიაომ და სამ წონით კატეგორიაში მექსიკელმა ექსჩემპიონმა ანტონიო მარგარიტომ...

ქვესაშუალო წონაში WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ფილიპინელმა მენი პაკიაომ და სამ წონით კატეგორიაში მექსიკელმა ექსჩემპიონმა ანტონიო მარგარიტომ ლოს ანჯელესში 13 ნოემბერს გასამართი ბრძოლისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია შეკრიბეს.

"კიდევ ერთ მექსიკელთან ჩხუბის შესახებ გადაწყვეტილება მე არ მიმიღია – უბრალოდ, გარემოებებმა მოიტანა. მე მოკრივე ვარ და ჩემი საქმე რინგზე ჩხუბია. კრივის მოყვარულები ბრწყინვალე ორთაბრძოლის მოწმეები გახდებიან. დარწმუნებული ვარ, მარგარიტო დამეხმარება ჭეშმარიტი შოუს დადგმაში. ანტონიო არის ნიჭიერი, აგრესიული მოკრივე, ვისი ბრძოლების ხილვა კრივის ნებისმიერ დამფასებელს სიამოვნებას ანიჭებს", - თქვა პაკიაომ, ვინც "კიდევ ერთი მექსიკელი" იმიტომ თქვა, რომ პროფესიულ რინგზე გატარებულ 15 წელიწადში 8 მექსიკელთან მოასწრო შერკინება.

მარგარიტოც ლამაზი ბრძოლის მოლოდინშია: "თავდაპირველად ასეთი ბრძოლის ორგანიზატორებისთვის მადლობის თქმა მსურს – ბობ არუმი და საპრომოუტერო კომპანია Top Rank რომ არა, პაკიაოს ვერ შევხვდებოდი. მადლობა მენისაც, ბრძოლაზე რომ დამთანხმდა. რაც ადრე იყო, წყალს გავატანოთ. აწმყოთი უნდა ვიცხოვროთ. მაგარი შოუ იქნება, რომლის გამოტოვება არ შეიძლება".

მარგარიტომ ბობ არუმი ახსენა და პრესკონფერენციის მსვლელობისას სახელგანთქმულ საკრივო პრომოუტერს მეტად უსიამოვნო შეტყობინება მისვლია – მისი ვაჟი სიეტლის მახლობლად მეგობრებთან ერთად მთაში წასულა და დაიკარგა. მაშველებმა ახალგაზრდების კვალს ჯერაც ვერ მიაგნეს.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა