ჩვენებურს ახალ სეზონში 10 გამარჯვება დაუგროვდა, ახალი ტურნირი მან ისე მოიგო, სეტი არ დაუთმია
2012 წელი დიდებულად დაიწყო 23 წლის სოფიო ქვაცაბაიამ (430) - მან ანთალიის მახლობლად, კურორტ ბელეკში, ორ 10-ათასიან ტურნირში იასპარეზა და ორივეში გაიმარჯვა. ქართველ ჩოგბურთელს ახალ სეზონში 10 გამარჯვება დაუგროვდა და ჯერ ისევ დაუმარცხებელია. ახალი ტურნირი მან ისე მოიგო, სეტი არ დაუთმია!

მე-5 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ პირველ წრეში ნორვეგიელი ემა ფლუდი (667) დაამარცხა - 6:1, 6:3. შემდეგ უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკს (725) მოუგო - 6:4, 6:2.

მეოთხედფინალში ქართველმა შანსი არ დაუტოვა რუმინელ ალექსანდრა დამასკინს - 6:3, 6:0. ქვაცაბაიას ნახევარფინალშიც რუმინელი ერგო მეტოქედ, მე-2 ნომრად განთესილი ლიანა-გაბრიელა უნგური (344). სოფიო "მშრალზე" იგებდა (6:0, 3:0), როცა მეტოქემ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა და დანებდა მას. ფინალში ჩვენებურს მე-7 ნომრად განთესილი ვენესუელელი მარინა ხირალ ლორესი (528) შეხვდა და ორ სეტში დაამარცხა - 7:6 (4), 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა