მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ევრო-2012 წლის საკვალიფიკაციო ბატალიებს 3 სექტემბერს ლიხტენშტეინის ნაკრებთან თამაშით იწყებს, ოთხ დღეში "ლა როხა" ამხანაგურად არგენტინას გაეჯიბრება.

მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ევრო-2012 წლის საკვალიფიკაციო ბატალიებს 3 სექტემბერს ლიხტენშტეინის ნაკრებთან თამაშით იწყებს, ოთხ დღეში "ლა როხა" ამხანაგურად არგენტინას გაეჯიბრება. სწორედ ამ მატჩებისთვის ნაკრებს გამოცდილი მცველი კარლეს პუიოლი დააკლდა. პუიოლმა კოჭი ლა ლიგის I ტურში, "რასინგთან" მატჩის მოთელვაზე დაიზიანა და სამ კვირას იუქმებს. მის ნაცვლად ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში "ოსასუნას" ახალგაზრდა მცველი ნაჩო მონრეალი გამოიძახა. დელ ბოსკეს გადაადგილებები მოუწევს, რადგან მონრეალი მარცხენა მცველია და არა ცენტრალური. 24 წლის ნაჩო მონრეალს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

ესპანეთის ნაკრებმა გუშინ დაიწყო შეკრება. ლიხტენშტეინთან და არგენტინასთან მატჩისთვის ეს ფეხბურთელები მოემზადებიან - მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ლივერპული); მცველები: ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი (რეალი), ხოან კაპდევილა, კარლოს მარჩენა (ვილიარეალი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ნაჩო მონრეალი (ოსასუნა); ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ჩაბი ალონსო (რეალი), სესკ ფაბრეგასი (არსენალი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ხესუს ნავასი (სევილია), სანტი კასორლა (ვილიარეალი); თავდამსხმელები: დავიდ ვილია, პედრო როდრიგესი (ბარსელონა), ფერნანდო ტორესი (ლივერპული), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო).

ესპანეთის ნაკრები ევრო 2012-ის I საკვალიფიკაციო ჯგუფშია შოტლანდიასთან, ჩეხეთთან, ლიტვასთან და ლიხტენშტეინთან ერთად.

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"