32 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც უცხოური კარიერა ვერ აეწყო, შესაძლოა კარიერა ცხინვალის "სპარტაკში" გააგრძელოს
დიდთოვლობამ რამდენიმე ქართულ გუნდს სერიოზული პრობლემა შეუქმნა: საქართველოს შავიზღვისპირეთში წინასწარ დაგეგმილ სპარინგმატჩებიც გადაიდო და ზოგს კი, სულაც შეკრება ჩაეშალა.

ასე მაგალითად, ცხინვალის "სპარტაკი" 18 იანვარს ურეკში გაემგზავრა, მაგრამ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი სწორედ დიდთოვლობის გამო ორი დღის მერე უკან გამობრუნდა და მეორე ეტაპისთვის მზადებას საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ახალ სტადიონზე "ბენდელაზე" გააგრძელებს;

შეგახსენებეთ, რომ პირველი ეტაპის შემდეგ "სპარტაკში" სერიოზული ცვლილებები მოხდა: სხვადასხვა გუნდებში გააგრძელებენ კარიერას რევაზ ჯიქია, ზვიად მეტრეველი, კობა შალამბერიძე, ბესიკ დეკანოიძე, ბოიომო ფრიდოლინი, გიორგი ციმაკურიძე, გაგა თიბილაშვილი; ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ, თავდაპირველად, "სპარტაკში" ახალგაზრდა მოთამაშეები გამოჩნდნენ - "დინამოს" დუბლებიდან გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე გაბაშვილი, ლევან ჩაფიძე და მიხეილ ჯიშკარიანი გადმოიყვანეს.

დღესდღეობით კი "სპარტაკში" რამდენიმე პოტენციურ ახალწვეულს აკვირდებიან: სერგი ორბელაძეს, ლევან ჭაფოძეს, გუგა მიქაძეს, გიორგი გველესიანსა და თორნიკე ლოლაძეს. ამათგან, ყველაზე გამოცდილი 29 წლის სერგი ორბელაძეა, საქართველოში რამდენიმე გუნდში ("ლოკომოტივი", "დინამო", "სიონი", "მეტალურგი") რომ უთამაშია.

არანაკლებ გამოცდილია "სპარტაკის" კიდევ ერთი პოტენციური ახალწვეული: 32 წლის ლევან მელქაძემ გარკვეული პაუზის მერე კვლავ გადაწყვიტა აქტიური კარიერის გაგრძელება. 2004-05 წლების სეზონში მელქაძე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და საუკეთესო ბომბარდირიც (31 მატჩში 27 გოლი გაიტანა). იმ პერიოდში მელქაძე თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

"დინამოს" გარდა მელქაძეს სხვადასხვა დროს უთამაშია: თბილისის თსუ-ში, "თბილისში", "ვიტ ჯორჯიაში", "ზესტაფონსა" და "სიონში". ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოებულ ფეხბურთელს უცხოური კარიერა სამწუხაროდ ვერ აეწყო: ლევან მელქაძე იტალიურ "სიენაში", ნორვეგიულ "ვალერენგასა" და ყაზახურ "შახტიორში" ასპარეზობდა. 2001-04 წლებში ლევან მელქაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად