სერია A-ს მორიგ ტურში ქართველების დამხარებით "კანტუმ" "ვანოლისი" 87:73 დაამარცხა
სანიკიძის გუნდის კვალად სერია A-ს მორიგ ტურში მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმაც" იმარჯვა. კანტუელებმა შინ კრემონის "ვანოლის" 87:73 მოუგეს და ამაში ქართველებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.

მარკოიშვილს გასულ 2 მატჩში თამაში მცირე ხნით უწევდა (ჯამში 16 წუთით იმყოფებოდა მოედანზე), თუმცა წუხელ გამართულ შეხვედრაში იგი ხუთეულში იყო და მთელი 27 წუთით მოუწია დატვირთვა. მანუჩარმა მწვრთნელის იმედები გაამართლა და 14 ქულა მოიპოვა, რასაც 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მარკოიშვილმა 7-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინმაც საკმაოდ დროით ითამაშა. გიორგი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში და 25 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარებადა 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 4 ოქრულიანი მიითვალა, სხვა ღირებულების ტყორცნა კი არ განუხორციელებია.

მხოლოდ 1 წუთით ითამაშა "დინამო სასარის" ქართველმა ფორვარდმა ნიკა მეტრეველმა, მისმა გუნდმა კი სტუმრად, "მონფერატოსთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 78:75.

"კანტუ" და სანიკიძის "კანადიან სოლარი" ცხრილში III-IV ადგილებს იყოფენ. მორიგ ტურში, 29 იანვარს, ბოლონიელები "აველინოს" უმასპინძლებენ, ხოლო მარკოიშვილ-შერმადინის "კანტუ" მეტრეველის "დინამო სასარის" უმასპინძლებს.

gbf.ge

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ