თემურ ფარცვანია, ამბროსი ჩაჩუა და ბექა ვაჩიბერაძე უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებით გამოდიან
უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ბოლო დროს ბევრი ქართველი მიიწვიეს. მაგალითად, შარშან 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გახდა თემურ ფარცვანია, რომელიც ამჟამად უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში "თანამეგობრობის თასზე" თამაშობს - 20 წლის ზუგდიდელი ნაკრების ძირითადის მოთამაშეა და ყვითელ-ლურჯი ფორმით უკვე ცხრა ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის ცენტრალურმა მცველმა შაბათს ყირგიზეთის ნაკრებთან მოგებასა (4:0) და გუნდის მეოთხედფინალში გასვლაში თავისი წილი დაიდო.

ცოტა ხნის წინ კი შევიტყვეთ, რომ უკრაინის 18-წლამდელთა გუნდის წევრია ამბროსი ჩაჩუა. 1994 წელს დაბადებული ჩაჩუა ლვოვის "კარპატის" დუბლების ცენტრალური ნახევარმცველია და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება.

უკრაინელებმა რუსეთში ვალენტინ გრანატკინის ხსოვნის ტურნირზე ითამაშეს და მე-7 ადგილს დასჯერდნენ. ჩაჩუა მუდამ ძირითადში იყო.

ქართველი ფეხბურთელი აღმოვაჩინეთ უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრებშიც (1996 წელს დაბადებულები), რომელიც თურქეთის ქალაქ მანისში "ეგეოსის ზღვის თასის" გათამაშებაში მონაწილეობდა. ალექსანდრ გოლოვკოს გაწვრთნილებმა პირველ შეხვედრაში ფრანგებთან 3:3 ითამაშეს, მერე ბერძნებთან 1:2 დამარცხდნენ, 20 იანვარს კი ბელგიელებს 2:2 დაუზავდნენ და მესამე ადგილისთვის ბრძოლა ვეღარ განაგრძეს. ბელგიელებთან უკრაინელთა მეორე გოლი ბექა ვაჩიბერაძემ გაიტანა.

ბექა ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელის, ზაზა ვაჩიბერაძის შვილია. ის ცენტრალური ნახევარმცველი და მამამისივით ცაციაა. ბავშვობაში საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" შოთა ჭეიშვილთან ვარჯიშობდა, ბოლო ექვსი წელი კი უკრაინაშია, ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო სკოლაში. სთავაზობდნენ დონეცკის "შახტარისა" და "დნიპროს" 19-წლამდელთა გუნდში გადასვლას, მაგრამ, ზაზას თქმით, სხვა გუნდში გადასვლა ოდესელებთან მორალურად გაუმართლებელი იქნებოდა. 15 წლის ბიჭი "ჩერნომორეცის" 17-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა და ამ ასაკის ბავშვთა უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა.

ბექა უკრაინის ნაკრებში გასული წლის ნოემბერში მიიწვიეს და შვეიცარიასთან ორ საკონტროლო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს. როგორც ჩანს, თავი გამოიჩინა, "ეგეოსის ზღვის თასის" გათამაშებაშიც სამივე შეხვედრა ძირითადში ჩაატარა და უკრაინელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

თუმცა ასე არ ფიქრობენ თავად ფეხბურთელი და მამამისი. უკრაინელებისადმი მადლიერებისა და პატივისცემის მიუხედავად, ზაზა ვაჩიბერაძემ შარშან შვილი საქართველოს ნაკრებში გასინჯვაზე ჩამოიყვანა, რადგან სურს, რომ ბექამ ჩვენს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. თუმცა მაშინ ბექა ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა და უკრაინაში დაბრუნდა.

უცხოეთში მოთამაშე უცნობი ქართველების თემას მოსკოვის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობაში ჩარიცხული ქართველით განვაგრძობთ: შარშან რუსების სახალხო გუნდში 1994 წელს დაბადებული თემურ ბუკია გამოჩნდა. 175 სმ სიმაღლის გარემარბი სოჭში დაიბადა, რამენსკოეს "სატურნის" გაზრდილია, 2010 წლის დეკემბერში, გუნდის დაშლის შემდეგ, "სპარტაკში" გასინჯეს და მალე 3-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

თუმცა შარშანდელი სეზონი ბუკიამ "სპარტაკის" 19-წლამდელთა გუნდში გაატარა. ის რუსეთის მოქალაქეა და თანამშრომლობს იმ სამენეჯერო კომპანიასთან, რომლის კლიენტები არიან ირაკლი ჭეჟია ("სპარტაკი 2"), ირაკლი ლოგუა ("ფაკელი") და მიხეილ გორელიშვილი ("რუბინი 2").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

hhh
კაი რა ნახე რახდება საქარტველოს მცვრტნელები ამ 3 მილიონიან კვეკანაში ტვალში ვერ იკურებიან და 50 მილიონიანმა უკრაინამ შეამჩნია იმიტო რო აქ კიარ მუშაობენ მარტო პულზე პიკრობენ
d
რა კომენტარი უნდა გააკეთო ადამიანმა: შეყილაძის ნაკრებში "ვერ მოხვდა" და უკრაინის ნაკრებში თამაშობს:) შეყილაძე გაუშვეს უკვე? დროზე გაუშვან, თორე აქ ირანთან სამარცხვინო რო იყო ორივეჯერ ჩვენი ნაკრები, იმაზე უარესი იქნება მალე. ისევ ფულის ცეხია, ხო? აბა ვაჩიბერიძეზე როგორ თქვა უარი?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო