აზერბაიჯანის ჩემპიონატში კიდევ ერთი გუნდი გამოჩნდა, რომელიც ქართველების მასობრივი აყვანით დაინტერესდა...

აზერბაიჯანის ჩემპიონატში კიდევ ერთი გუნდი გამოჩნდა, რომელიც ქართველების მასობრივი აყვანით დაინტერესდა - თავუზის "თურანი". ამ გუნდში ჯერ "სამტრედიას" ნახევარმცველი შალვა ფირცხალავა და თბილისის "ლოკომოტივის" ექსფორვარდი გიორგი მოდებაძე გადაიყვანეს, შემდეგ მწვრთნელ-კონსულტანტად რევაზ ძოძუაშვილი დანიშნეს, ახლახანს კი, რუსთავის "ოლიმპიდან" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი, გიორგი ჭედია მიიწვიეს. თუმცა, ქართველებთან დაკავშირებული თაუზელთა გეგმები ამით არ ამოიწურება.

როგორც შევიტყვეთ, "თურანის" ქართველი ფეხბურთელებით დაინტერესების ინიციატორი ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი პრეზიდენტი გია ხურციძეა, რომელიც "თურანის" ბოს მუსა სულეიმანოვის მეგობარი და საქმიანი პარტნიორია. ეს უკანასკნელი აგვისტოში თბილისშიც ბრძანდებოდა. ხურციძემ ბევრი საინტერესო სიახლე გაგვანდო...

- ბატონო გია, როგორც გავიგეთ "თურანთან" ურთიერთობა თქვენ დაამყარეთ...

- დიდი ხანია, აზერბაიჯანელებთან დიდი ხანია მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები მაქვს. თავის დროზე მე გადავიყვანე რეზო გეწაძე და რომან გოგინაშვილი. ვცდილობდი ისეთი ფეხბურთელები შემეთავაზებინა, რომლებიც ქართულ ფეხბურთს არ შეარცხვენდნენ.

- "თურანის" პრეზიდენტ მუსა სულეიმანოვს საქართველოში შეხვდით?

- რა თქმა უნდა. სულეიმანოვმა "თურანი" წელს აიყვანა და კლუბის გაძლიერება სურს. მიცნობდა, მენდობოდა და რჩევაც მკითხა. ქალაქი თაუზი საქართველოსთან ახლოს მდებარეობს და ეს ქალაქი აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის ისეთივე როლს ასრულებდა, როგორც ჩვენთვის დასავლეთ საქართველო, ყოველთვის სხვებზე მეტ ხარისხიან მოთამაშეებს ზრდიდნენ. თუმცა, ძლიერი კლუბის ჩამოსაყალიბებელი ფული არასდროს ჰქონიათ. კლუბს ამბიციები მხოლოდ ახლა, სულეიმანოვის მისვლის შემდეგ გაუჩნდა და ისეთი გუნდის ჩამოყალიბება სურთ, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. არა მგონია, ასეთ კლუბში ქართველების სიმრავლე არ წაგვადგეს.

- რევაზ ძოძუაშვილის კანდიდატურა თქვენ შესთავაზეთ?

- დიახ, რადგან კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები. ქუთაისში ურთულეს პერიოდში მივიწვიე, "ტორპედო" ლიკვიდირებული იყო, მაგრამ გუნდი გუნდს დაამსგავსა და საინტერესო ფეხბურთელები დააწინაურა - გიორგი ჭედია, გიორგი გურული, მაქსიმე ქვილითაია, ძმები შალიკაშვილები... ბაქარ მირცხულავა, რომელიც ახლა ლისაბონის "ბენფიკას" დუბლებშია, ძალიან პატარა ავიყვანეთ... ერთ სეზონში ამდენ ნიჭიერ ბავშვს რომ აღმოაჩენ, გამოდის, მწვრთნელის ნიჭი აქვს. ასეთი კაცის დაკარგვა არ შეიძლებოდა და სულეიმანოვს მისი კანდიდატურა დაუფიქრებლად ვურჩიე.

"თურანის" ახალი მეპატრონე სერიოზული ბიზნესმენია, საკუთარი ქარხნები და ტელევიზია აქვს და, რაც მთავარია, ქართველები უყვარს. სხვათა შორის, მოლაპარაკება გქვონდა არა მხოლოდ ფეხბურთელების წაყვანაზე, არამედ ბევრად უფრო მაშტაბურ პროექტზეც გვქონდა. სულეიმანოვს საქართველოში საკუთარი საფეხბურთო აკადემიის დაარსება სურს და ვურჩიეთ, "რევაზ ძოძუაშვილის სახელობის საფეხბურთო აკადემია" დაარქვას - თბილისის სიახლოვეს პოსტსაბჭოთში ინფრასტრუქტურით გამორჩეული ახალი აკადემიის აშენებაზეა ლაპარაკი. ვნახოთ, თუ ეს საბოლოოდ გადაწყდება, ქართული ფეხბურთი ნამდვილად არ წააგებს.

- ...და ეს ყველაფერი თქვენი წინადადება იყო?

- ნაწილი ჩემი იყო, ნაწილი მისი იდეა გახლდათ. ქართულ ფეხბურთში დიდი პოტენციალია და ამას ითვალისწინებს.

- მერე და, არ ჯობდა, კლუბიც აეყვანა?

- ჯერ ამაზე კონკრეტულად არ გვილაპარაკია, მაგრამ სულეიმანოვი ფიქრობს.

- კლუბში მუშაობა თავადაც ხომ არ დაიწყეთ?

- არა, მე მხოლოდ რჩევებით, მეგობრულად ვეხმარები.

- ჭედია, მოდებაძე, ფირცხალავა... ვინ იქნება "თურანის" შემდეგი შენაძენი?

- ჯერ ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ "თურანში" ვინმე ჩაირიცხება თუ არა, მაგრამ ნიკა გუშარაშვილთან და გია კვარაცხელიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. სულ დახლოებით 3-4 მოთამაშის წაყვანაზეა ლაპარაკი. სელექცია დაწყებულია და შესაძლოა, სახელიანების ნაცვლად, ნიჭიერი 19-20 წლის ბავშვები მიიწვიონ. ამ ასაკის ბავშვებს ჩვენთან თავის გამოჩენის საშუალება არ აქვთ და ამის გამო, ბევრი სწორედ ამ დროს იკარგება. აქ თუ ვერ ვიყენებთ, იქნებ, "თურანს" გამოადგნენ?

- მერე "თურანის" მთავარი მწვრთნელი ამაზე დათანახმდა?

- 31 აგვისტოს, ჩემი რეკომენდაციით, მთავარ მწვრთნელად თავად ძოძუაშვილი დაინიშნა.

- ტატანაშვილის გადასვლაზე მართლა იყო ლაპარაკი?

- არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ შეთანხმებულიც იყო, მაგრამ ბოლო მომენტში უკრაინიდან დაუკავშირდნენ და უკეთეს ლიგაში თამაშზე უარს ვინ იტყოდა? თუმცა დიმამ კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა და შეთანხმების მიხედვით, თუ 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა, ხელფასს ვერ მიიღებს.

- "თურანი" წელს უკვე მდიდარ კლუბად ითვლება?

- აზერბაიჯანული მასშტაბით საშუალო შეძლების კლუბია, მაგრამ რა ბიუჯეტიც აქვს, იმდენი არც ერთ ქართულ კლუბს არ გააჩნია.

- თქვენი აზრით, ამდენი ქართველის მოზღვავება აზერბაიჯანელებს არ გააღიზიანებთ?

- საკუთარზე მეტად სხვებს რომ ენდობიან, ეს მხოლოდ აზერბაიჯანში არ აღიზიანებთ, ყველა ქვეყანაში ასეა. ჩვენთან ნაკრებში უცხოელი მწვრთნელები რომ ჩამოიყვანეს და რამდენიმე კლუბში ლეგიონერები მომრავლდნენ, იგივე რეაქცი არ გვქონდა, ქართველებს რატომ არ ვენდობითო? საქმე გააკეთე და მადლობას გვეტყვიან, მით უფრო აზერბაიჯანელები, რომლებსაც ქართველები ძალიან უყვართ.

ამ საუბრის შემდეგ, გია კავარცხელიას დავუკავშირდით, რომელმაც ერთი კვირის წინ, ბელორუსიის უმაღლესლიგელი ბრესტის "დინამო" დატოვა. გიამ "თურანთან" მოლაპარაკება დაადასტურა, მაგრამ გადასვლის წინაპირობად, გუნდთან ფინანსურ საკითხებზე შეთანხმება დაასახელა.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე