საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა დაასკვნა, რომ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სკოტ პარკერს ფეხი თავში განგებ ჩაარტყა
თუკი საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა დაასკვნა, რომ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ სკოტ პარკერს ფეხი თავში განგებ ჩაარტყა, მას 4-თამაშიან დისკვალიფიკაციას გამოუწერენ.

ეს ყველაფერი მას მერე მოხდა, რაც იტალიელი ძირს დაცემულ მეტოქეს შემთხვევით მოედო და ვითომ კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით შემდეგ მიწაზეც გადაკოტრიალდა. ნეიტრალურ გულშემატკივარს ვიდეოგამეორებაზე ბალოტელის მოქმედების მიზანმიმართულობის გარდა სხვა შთაბეჭდილება ვერ დარჩება.

აშკარად ჩანს, რომ მარიო მოხრილ ფეხს სპეციალურად შლის და მეტოქეს გამატებით ურტყამს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს მას ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა.

ექიმების თქმით, მოქნეული კიდური პარკერს საფეთქლის არტერიასთან რომ მოხვედროდა (არადა ამის შანსი ძალიან დიდი იყო), ინგლისელი ნახევარმცველის ჯანმრთელობას შეიძლებოდა დიდი საფრთხე დამუქრებოდა. სწორედ ამ ეპიზოდმა აღაშფოთა ყველაზე მეტად ჰარი რედნაპი. 64 წლის სპეციალისტი ასოციაციისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

"დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ ეპიზოდს აუცილებლად შეისწავლიან, რადგან ვალდებულნი არიან ასე მოიქცნენ. ცუდია, რომ ბალოტელის მხრიდან ეს არ ხდება პირველად და ეჭვი მაქვს, რომ თუკი დაუსჯელი დარჩება, არც უკანასკნელი იქნება. ის ორთაბრძოლებისას მუდამ ასე იქცევა.

როცა სკოტს ფეხი პირველად შეეჯახა, ამას კიდევ შეიძლება შემთხვევითი უწოდო, მაგრამ მეორეზე რას იტყვით? მარიომ ეს წინასწარი განზრახვით გააკეთა და კიდევ კარგი, პარკერმა დარტყმა რაღაც დოზით დაბლოკა. ნახეთ მისი სახე? საკმაოდ დიდი შრამი ამჩნევია. არ მიყვარს ისეთ ფეხბურთელებზე ბევრი ლაპარაკი, რომლებიც თავის კოლეგებს ასე ექცევიან, მაგრამ თუკი ეს ხდება, ყველამ ვიცით, რომ ეს არასწორია.

არ მესმის და არც მინდა გავიგო იმათი მოტივაცია, ვინც ამას აკეთებს. ფეხბურთში ეს დაუშვებელია," - განუცხადა "დეილი ტელეგრაფს" რედნაპმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!