მერსისაიდელთა ყოფილმა ნახევარმცველმა "ლივერპულის" თავდამსხმელ ენდი კეროლზე სტატია დაწერა, სადაც ფეხბურთელს მონდომება დაუწუნა
"ბაიერნის" (1992/98), "ლივერპულისა" (1999/2006) და გერმანიის ნაკრების (1997/2005) ყოფილი ნახევარმცველი დიტმარ ჰამანი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ინგლისში დარჩა.

შარშან მან "ლესტერსა" და "სტოკპორტში" იმუშავა მწვრთნელად, შემდეგ კი ტელევიზიაში გადაინაცვლა, სადაც საფეხბურთო რეპორტაჟები მიჰყავს.

ამჟამად ის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საფეხბურთო ექსპერტად მიიჩნევა. 38 წლის ვეტერანს გული შესტკივა იმ გუნდზე, სადაც მან საუკეთესო წლები გაატარა და სადაც 2005 წელს კარიერის უმთავრესი ჯილდო - ჩემპიონთა ლიგა მოიგო (1996 წელს "ბაიერნის" რიგებში მას უეფას თასი ჰქონდა მოგებული).

დიდი ჰამანმა "ლივერპულის" თავდამსხმელ ენდი კეროლზე სტატია დაწერა, სადაც ფეხბურთელს მონდომება დაუწუნა. აი, რას ამბობს გერმანელი: "აქვს კი ენდის ის მონდომება, სწყურია თუ არა მას ისე ძალიან, რომ დიდ შედეგებს მიაღწიოს? სურს თუ არა მუშაობა ისე ძალიან, როგორც მისგან ამას სხვები ითხოვენ?

მხარდაჭერა გულშემატკივრებისგან თუ კლუბის ხელმძღვანელობისგან მას ნამდვილად არ აკლია, მაგრამ იქნება პრობლემა სწორედ მასშია? მესმის, რომ ფეხბურთელები მანქანები არ არიან, ზოგიერთს ადაპტაცია სხვებზე მეტად უჭირს, მაგრამ ის ხომ უცხოელი არ არის? ის ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩამოსულებზე უკეთ იცის, რა არის საჭირო პრემიერლიგაში წარმატებული თამაშისთვის.

კლუბმა მას უდიდესი ნდობა გამოუცხადა, როცა მასში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ეს მაშინ, როცა "ლივერპულს" შეეძლო ზაფხულამდე მოეცადა და იმავე ფასად სამი კარგი ფეხბურთელი ეყიდა. კენი დალგლიშს სჯერა მისი და, ვგონებ, დროა, ფეხბურთელმა პასუხი კარგი თამაშით გაგვცეს.

ხომ ნახეთ, რა ქნა "სტოკ სიტისთან"? შეცვლაზე შესულს გულშემატკივრებმა ისეთივე ოვაციები შეაგებეს, როგორითაც სტივ ჯერარდს ესალმებიან ხოლმე. ის კი უპასუხისმგებლოდ მოიქცა. სათამაშოდ სულ 30 წუთი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ბუცის გამოცვლა მოინდომა და ამას სრული 2 წუთი მოანდომა. ეს მიუღებელია, რადგან არ ჰგავს პროფესიონალის საქმისადმი დამოკიდებულებას.

ასე ნელ-ნელა ყალიბდება გულშემატკივრების უარყოფითი დამოკიდებულება. მას აქვს ყველაფერი, რათა დიდი ფეხბურთელი გახდეს - მშვენიერი დარტყმა მარცხენა ფეხით, თავით თამაშის შესანიშნავი უნარი. კიდევ რა სჭირდება? ფანები მასში პოტენციალს ხედავენ და თუკი კეროლი მას არ გამოავლენს, ფრთხილად იყოს, რადგან ერთ დღეს თავზე მათ მრისხანებას დაიტეხს. ასეთ შემთხვევაში ის საერთოდ შეწყვეტს გატანას. თუკი ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებში მოხვედრა სურს, ძალები უნდა მოიკრიბოს. თუკი ის მოინდომებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. მე ეს ვიცი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად