"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, ოკაკა "პარმასთან" ნახევარწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს
მას შემდეგ, რაც ემილიურ გუნდს რობერტო დონადონი ჩაუდგა სათავეში, "პარმას" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდნენ და გარკვეულ შედეგებსაც მიაღწიეს. მაგალითად, ორიოდე დღის წინ, კლუბმა "ინტერის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯონათანი გაიფორმა, რომელიც სეზონის ბოლომდე იჯარის წესით სწორედ "პარმაში" იასპარეზებს.

"კორიერე დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მალე ემილიელები კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებენ, რომელთაგან ერთი თავდამსხმელია, მეორე კი მცველი. ანუ, გამოდის, რომ რობერტო დონადონი ყველა პოზიციაზე მიიღებს შევსებას. თავდამსხმელი სტეფანო ოკაკა ჩუკა გახლავთ, რომელიც იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი პერსონაა. ოკაკა 22 წლისაა, "რომას" აღზრდილია და წლების განმავლობაში იჯარით თამაშობდა: "მოდენაში", "ბრეშაში", "ბარისა" და ინგლისურ "ფულჰემში" - ამჟამად, "რომას" შემადგენლობაში ირიცხება, მაგრამ მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ მისცემია მოედანზე გასვლის საშუალება.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ოკაკა ნახევარწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს "პარმასთან" და თუ სეზონის ბოლოს ემილიელები მის გამოსყიდვას მოისურვებენ, "რომას" ბიუჯეტში 7.5 მილიონი ევროს გადარიცხვა მოუწევთ.

რაც შეეხება "პარმას" კიდევ ერთ პოტენციურ ახალწვეულს, ის 23 წლის მცველი, ფრანჩესკო აჩერბი გახლავთ, რომელიც "კიევოს" შემადგენლობაშია, თუმცა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთჯერ გამოჩნდა მოედანზე. სანამ ვერონაში გადაბარგდებოდა, "რეჯინას" ღირსებას იცავდა და კალაბრიული გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, დაცვის ნამდვილი ბურჯი იყო. დიდი ალბათობით, ოკაკაც და აჩერბიც "პარმას" ამუნიციას მოირგებენ და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ თავს ახალ გუნდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"