მიხეილ ხუციშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მენეჯერობა დაიწყო. 31 წლის ფლეიმეიკერს ზედმეტმა...

მიხეილ ხუციშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მენეჯერობა დაიწყო. 31 წლის ფლეიმეიკერს ზედმეტმა დატვირთვებმა გულის პრობლემები გამოუმზეურა და კარიერის ნაადრევად დასრულება ამიტომ გადაწყვიტა. ის ბოლოს სერბეთში, ნოვი სადის "ვოევოდინაში" თამაშობდა.

ხუციშვილის თქმით, "ვიტესში" ჩაირცხვამდე ესპანეთის პრიმერა დივიზიონის "რასინგში" გადასვლას გურამ კაშიას სთავაზობდა.

"ესპანელები კაშიათი დაინტერესდნენ, მაგრამ გასინჯვას სთავაზობდნენ და არა კონტრაქტს. საბოლოოდ, "ვიტესში" პირდაპირ კონტრაქტით ჩარიცხვის საშუალება გაუჩნდა და ბუნებრივია, ეს უფრო აწყობდა", - ამბობს ხუციშვილი.

მისი რეკომენდაციიით "ვოევოდინაში" თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი აიყვანეს. მართალია, გასული სეზონის შემდეგ, გიორგი კლუბით უკმაყოფილო გახლდათ, მაგრამ წელს საქმეები მშვენივრად აეწყო. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა და სათადარიგოებში ჯდომა წარსულს ჩააბარდა, ძირითადში ათამაშებენ და მწვრთნელის იმედებს ამართლებს: სერბეთის პირველობის მესამე ტურში "იავორთან" "ვოევოდინამ" ქართველის დუბლით გაიმარჯვა (2:0) და ნოვისადელები ჩემპიონატს 7 ქულით ლიდერობენ.

"მერებაშვილმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და მაგრად თამაშობს. მესამე ტურის მატჩი ისე კარგად ჩაატარა, ტურის ფეხბურთელი გახდა და საშუალო არითმეტიკული მონაცემების შეჯამების შედეგად, ქულების საუკეთესო მაჩვენებლით სერბეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა სიას ლიდერობს".

ხუციშვილი გვიმხელს, რომ მალე ესპანეთში ქართველი ბავშვების წაყვანას აპირებს: "საქართველოში ორი ნიჭიერი ბავშვია, რომლებსაც უცხოეთში მოწყობაში ვეხმარები. გვარების დასახელება ჯერ არ მინდა, მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ ისინი წლის ბოლომდე "დეპორტივოს" დუბლებში ჩაირიცხებიან. ამას გარდა, დიდი შანსია, საქართველოს ჩემპიონატში დასაქმებული ორი ფეხბურთელი ევროპის ერთ-ერთ გუნდში გადავიყვანო".

მერებ როგორც აქ გვახარებდი სჰენი კარგი თამასჰით მანდაც წარმატებებს გისურვებთ შენი შრომა Dაგიპასდება მიდი შეუბერე მაგარი ხარ გაიხარე და გაგვახარე
mgelo
მერებას გაუმარჯოს სჰენსას მაიც იტყვი და იმედი მაქვს გრანდსჰიც გიხილავტ გისურვებტ წარმატებებს
lomo
ბოლოსდაბოლოს მერებას დზირიტადსჰი როდის ენდობიან რიტი ვერ ხვდებიან რომ დზირიტადის კაცია
19861998
მერებ გისურვებ სერბეტის საუკეთესო პეხბურთელობას ხუცისჰვილ საუკეტესო სჰეხედულება ქონია მერება ნაკრებსჰი დზირიტადს იმსახურებს და იმედია მიხვდებიან
inkognito
ხუცისჰვილმა კარგად იცოდა ვისაწ გაუწია რეკომენდაცია და დარწმუნებული ვარ რომ მერება სერბეტის საუკეტესოც გახდება წარმატებებს ვუსურვებთ
inkognito
მერება მაგარია და წარმატებებს ვუსურვებთ იმედია ნაკრებსჰი ქეცბაია მიხვდება რომ მერება ს ნაკრებისტვის დიდი სარგებელი სჰეუდზლია მოუტანოს მტავარია მას ნდობა გამოუცხადონ
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა