"ირმების" მთავარი მწვრთნელი სკოტ სკაილზი "მაიამის" დამარცხების ერთადერთ ვარიანტს ხედავდა - დაეგდო მეტოქის შეტევის ტემპი
მეორე თამაში წააგო საკუთარ მოედანზე "ჰიტმა", რომელიც ძალიან რთულ და ნერვულ ბრძოლაში "მილუოკისთან" დამარცხდა. ამ უკანასკნელმა წინა მატჩი ასევე სტუმრად მოიგო "ნიქსის" წინააღმდეგ.

"ირმების" მთავარი მწვრთნელი სკოტ სკაილზი "მაიამის" დამარცხების ერთადერთ ვარიანტს ხედავდა - დაეგდო მეტოქის შეტევის ტემპი. მისმა შეგირდებმა ეს დავალება პირნათლად შეასრულეს. პრაქტიკულად მთელი მატჩი ძალიან მჭიდრო თამაში მიდიოდა.

მასპინძლებმა ვერ აჩვენეს ის კალათბურთი, რომლითაც "ლეიკერსს", "სან ანტონიოსა" და "ფილადელფიას" გაუსწორდნენ. "ბაქსის" ბარიერებმა ხელფეხი შეუკრა "ჰიტის" კალათბურთელებს და არ მისცა მათ საშუალო და შორი მანძილებიდან კომფორტულად სროლის საშუალება. ამიტომაც, უპირატესობა ენიჭებოდა ინდივიდუალურ თამაშს, ამ კომპონენტში კი მხოლოდ ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში გამოირჩევიან. ეს უკანასკნელი შესანიშნავად ჩაკეტეს - ერსან ილიასოვამ და მისმა პარტნიორებმა რვაჯერ დააკარგვინეს ბურთი.

მატჩის დიდი ნაწილი გუნდები არკვევდნენ - ვინ უფრო ზუსტი იქნებოდა საჯარიმოს ხაზიდან. კონტაქტურმა თამაშმა ის მოიტანა, რომ ორივე გუნდმა ერთად 69 ჯარიმა შეასრულა. გადამწყვეტი გაქცევა მატჩში მეოთხე მეოთხედის შუაში მოხდა. ბრენდონ ჯენინგსმა, ლუკ მბა ა მუტემ და შონ ლივინგსტონმა 8:2 გაქცევა მოაწყვეს, ბოლო წუთნახევარში კი ჯენინგსმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, რასაც "ჰიტმა" მარიო ჩელმერსისა და იმავე ბოშის შეცდომებით უპასუხა.

ეს იყო "მაიამის" პირველი წაგება თავისი ლიდერის დუეინ უეიდის გარეშე, მაგრამ მასპინძლების მთავარი პრობლემა შეცდომები იყო, რომლის რაოდენობამ 21-ს მიაღწია და ამის ხარჯზე მეტოქემ 22 ქულა მოიპოვა.

"ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. კალიფორნიელებმა საკუთარ არენაზე ვერ მოუღეს ბოლო "ინდიანას", არადა, თავიდან მასპინძლები 15:4 გაიქცნენ და თითქოს შეხვედრა მშვიდი სცენარით "ლეიკერსის" გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ "ინდიანა" ასე იოლად დასაჩაგრი გუნდი არ ყოფილა.

უკვე მეორე მეოთხედის დასაწყისში სტუმრების სასტარტო შემადგენლობა მეტოქეს გამოედევნა. ამან ის მოიტანა, რომ ორი მეოთხედის შემდეგ "ლეიკერსის" უპირატესობა სამ ქულამდე დავიდა. დიდი შესვენების შემდეგ დენი გრეინჯერმა და როი ჰიბერტმა არა მარტო გააბათილეს ჩამორჩენა, არამედ ოთხი ქულით წინ გასვლა მოახერხეს. მოვლენათა ამგვარი განვითარება ენდრიუ ბინუმს არ აწყობდა, რომლის გააქტიურებას მოჰყვა "ლეიკერსის" ახალი გაქცევა და ხუთქულიანი ჰანდიკაპი, რომელიც ძალიან მალე გაქრა.

მაგრამ მეოთხე მეოთხედში "პეისერსს" ისევ გამოეპარა კალიფორნიელთა სპურტი. საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე მასპინძლების უპირატესობა შვიდ ქულას აღწევდა. და ისევ, ჰიბერტის ორქულიანებმა და კოლისონის სამქულიანმა თავისი საქმე გააკეთა. მეტ ბარნსმა და დერეკ ფიშერმა ღირსეულად უპასუხეს და ორი წუთით ადრე სამქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ კოლისონისა და ჰიბერტის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა: მათ ორ-ორი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

ბრაიანტმა სცადა შორეული ტყორცნით მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ "შავ მამბას" მთელი მატჩი შესანიშნავად მეურვებოდა პოლ ჯორჯი და ამ შემთხვევაშიც შეუშალა ხელი "ლეიკერსის" ლიდერს.

აღსანიშნავია, რომ "ლეიკერსი" ზედიზედ 11 მატჩია ვერ ახერხებს 100 ქულის დაგროვებას - ეს ყველაზე გრძელი სერიაა 2003-04 წლების სეზონის შემდეგ. სხვათა შორის კობი ბრაიანტს 180 ქულა დარჩა ბომბარდირთა დავაში შაკილ ო'ნილის გასასწრებად.

მაიამი-მილუოკი 82:91

21:18, 20:28, 22:19, 19:26

მაი: ჯეიმსი (28+13 მოხსნა+5 პასი), ბოში (23+6 მოხსნა), ჩელმერსი (12).

მილ: ჯენინგსი (23+6 მოხსნა+6 პასი), ილიასოვა (16+6 მოხსნა), ბოგუტი (13+8 მოხსნა+3 დაფარება), ლივინგსტონი (10+5 მოხსნა+5 პასი), ჯექსონი (10).

ლეიკერსი-ინდიანა 96:98

27:14, 25:35, 26:28, 18:21

ლ: ბრაიანტი (33+8 მოხსნა), ბინუმი (16+8 მოხსნა), ბარნსი (14+5 მოხსნა), უორლდ პისი (11), გასოლი (8+8 მოხსნა+10 პასი+3 დაფარება).

ი: ჰიბერტი (18+8 მოხსნა), გრეინჯერი (16+5 მოხსნა+3 დაფარება), უესტი (15+9 მოხსნა), ჯორჯი (13+5 მოხსნა), კოლისონი (12+7 პასი), ჰილი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი