"ბოსტონს" გამარჯვება პოლ პირსმა მოუტანა, რომელმაც სეზონის თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა
"ბოსტონმა" ამ სეზონში მესამედ დაამარცხა "ვაშინგტონი". "კელტებმა" კვლავ ტრავმირებული რაჟონ რონდოს გარეშე ითამაშეს, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის თქმით, გამთამაშებელი უახლოეს მატჩებში უნდა დაბრუნდეს მოედანზე.

რა თქმა უნდა, კარგი ამბავია, მაგრამ "სელტიქსმა" ახლა გაურკვეველი ვადით დაკარგა რეი ალენი, რომელმაც მეორე მეოთხედში ფეხი დაიზიანა და მოედანზე აღარ გამოჩენილა. "ბოსტონს" გამარჯვება პოლ პირსმა მოუტანა, რომელმაც სეზონის თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა. პირსი მთელი მატჩის განმავლობაში სათანადო დახმარებას იღებდა პარტნიორებისგან.

პირველ მეოთხედში ასეთი იყო მიკაელ პიეტრუსი, თუმცა მეორეში დაიკარგა. კევინ გარნეტი პირიქით, პირველ ნახევარში არ ჩანდა, სამაგიეროდ, საჭირო მომენტში მატჩის ბოლოს ჩაერთო თამაშში. მაგრამ, საერთო ჯამში, რონდოს გარეშე "კელტების" თამაში ნელი და ერთფეროვანია. თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა აუთსაიდერი "ვაშინგტონის" სტუმრად დასამარცხებლად.

დღის ფაქტები

- პოლ პირსმა 34 ქულა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა "ვაშინგტონის" წინააღმდეგ. ეს არის "ბოსტონის" ლიდერის კარიერაში მეხუთე 30-ქულიანი და 10-გადაცემიანი შეხვედრა, მაგრამ პირველი 2006 წლის მარტის შემდეგ.

- "მილუოკიმ" თამაშიდან 35-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა, მაგრამ მაინც მოუგო სტუმრად "მაიამის" (91:82). ეს მეორე შემთხვევაა "ბაქსის" ისტორიაში, როცა გუნდმა ასეთი დაბალი პროცენტით შეძლო გასვლითი შეხვედრის მოგება. პირველად ეს მოხდა 1986 წლის დეკემბერში – "ირმებმა" თამაშიდან სროლების 34.7 პროცენტი მოათავსეს კალათში და მაინც მოუგეს "ვაშინგტონს" (91:87). მაშინ ოთხიდან სამი სროლა "ბაქსის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა სკოტ სკაილზმა ააცილა.

- დერონ უილიამსს ერთი მოხსნა დააკლდა კარიერაში პირველ სამმაგ დუბლამდე – 19 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა. "ნეტსის" გამთამაშებლის ანგარიშზე 215 ორმაგი დუბლი მოდის. ის ლიდერობს ორმაგი დუბლებით იმ მოქმედ მცველებს შორის, რომლებსაც სამმაგი დუბლი არასოდეს გაუკეთებიათ. მეორე ადგილზე ამ სიაში ესპანელი ხოსე კალდერონია 76 დაბლ-დაბლით.

ვაშინგტონი-ბოსტონი 94:100

21:20, 19:29, 29:24, 25:27

ვ: უოლი (27+10 მოხსნა+7 პასი), იანგი (19+5 მოხსნა), მაკგი (13+3 დაფარება), კროფუორდი (12), ბლეტჩი (8+ 9 მოხსნა).

ბ: პირსი (34+8 მოხსნა+10 პასი+3 ჩაჭრა), გარნეტი (17+5 მოხსნა), პიეტრუსი (14), ბასი (13+9 მოხსნა).

კლიპერსი-ტორონტო 103:91

27:11, 22:26, 27:21, 25:33

კ: უილიამსი (26), გრიფინი (18+9 მოხსნა), ჯორდანი (16+16 მოხსნა), ბატლერი (15), ფოიე (15+3 დაფარება).

ტ: ბარბოზა (19), კლეიზა (16), დეროზანი (15+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ნიუ ჯერსი-შარლოტი 97:87

28:21, 30:21, 17:19, 21:26

ნ-ჯ: ბრუქსი (20+6 მოხსნა), უილიამსი (19+9 მოხსნა+10 პასი), მოროუ (19+5 მოხსნა), ფარმარი (13), ჰემფრიზი (8+10 მოხსნა).

შ: უოკერი (16+6 მოხსნა), მულენსი (15), ბრაუნი (11), ბიიომბო (11+7 მოხსნა+4 დაფარება), ჰიგინსი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა