ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სერენა უილიამსი უფორმო ყოფილა

სერენა უილიამსი უფორმო ყოფილა

რუსმა ეკატერინა მაკაროვამ ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი სერენა უილიამსი ბრძოლას გამოთიშა
დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი იყო მსოფლიოს მეორე ჩოგანის პეტრა კვიტოვასა და ანა ივანოვიჩის დაპირისპირება. ჩეხი აშკარა ფავორიტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სერბთან სამიდან სამი მატჩი ჰქონდა წაგებული.

ივანოვიჩი შეტევას ცდილობდა, მაგრამ კვიტოვა ბევრის უფლებას არ აძლევდა მეტოქეს. პეტრა სეტნახევარი დომინირებდა, თუმცა ბოლოსკენ მოულოდნელად დიდი ბრძოლა გაიმართა. კვიტოვამ მატჩზე ჩაწოდების წინ მარტივი "სმეში" ვერ შეასრულა და ამან ცუდად იმოქმედა მის კონცენტრაციაზე. ჩეხმა "მშრალი" ანგარიშით წააგო ეს გეიმი. ანას შეეძლო თამაშის მესამე სეტში გადაყვანა, მაგრამ კვიტოვას გადამწყვეტ მომენტში მოწოდება დაეხმარა. ტაი-ბრეიკი უკვე თავად ივანოვიჩმა ითამაშა საშინლად - 2:6, 6:7(2).

კვიტოვას მეოთხედფინალში სარა ერანი შეხვდება. იტალიელმა თითქმის უშეცდომო თამაში აჩვენა ჟიე ჟენგის წინააღმდეგ და ბრძოლის საშუალება არ მისცა ჩინელს - 6:2, 6:1. ერანიმ პირადი რეკორდი დაამყარა - აქამდე მისი საუკეთესო მიღწევა "დიდი სლემის" ტურნირებზე მეოთხე წრეში გასვლა იყო.

ამასობაში, ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა: რუსმა ეკატერინა მაკაროვამ ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი სერენა უილიამსი გამოთიშა ბრძოლას. ამერიკელი ინერციით მიიჩნეოდა ფავორიტად. მას ეტყობოდა, რომ არ იმყოფებოდა ოპტიმალურ ფორმაში და ეს კარგად გამოჩნდა გუშინდელ შეხვედრაში. პირველ სეტში მაკაროვას კარგმა თამაშმა და ამერიკელის შეცდომებმა უმცროსი უილიამსის განადგურება გამოიწვია. ამერიკელმა ბოლოსკენ გაიბრძოლა, როცა ხუთი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ რუსმა მაინც დაძლია მღელვარება და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რა თქმა უნდა, სერენას ნაადრევად ჩამოწერას არავინ აპირებდა და მან მეორე სეტში ნაადრევი ბრეიკი გააკეთა. მაგრამ ამერიკელის გამოფხიზლება ხანმოკლე აღმოჩნდა. მნიშვნელოვან მეხუთე გეიმში უილიამსმა ოთხი (!) ორმაგი შეცდომა დაუშვა და დიდად დაეხმარა მეტოქეს. მართალია, სერენას ჰქონდა თამაშში დაბრუნების შანსი, მაგრამ მაკაროვამაც შეინარჩუნა ტემპი. უილიამსი ახერხებდა მატჩბოლებზე ბრძოლას, თუმცა რუსმა მეოთხე ცდაზე მაინც მიაღწია კარიერაში პირველ დიდ გამარჯვებას - 6:2, 6:3.

სერენამ პირველად 1998 წლის შემდეგ ავსტრალიის ღიაზე განუთესავ ჩოგბურთელთან წააგო. 14 წლის წინ ის თავის უფროს დასთან დამარცხდა. მაშინ დები განთესილთა შორის არ შედიოდნენ. და კიდევ, გუშინდელი წაგებით შეწყდა ავსტრალიის ღიაზე უილიამსის 17-მატჩიანი მოგებათა სერია.

ნახევარფინალში რუსეთს ერთი წარმომადგენელი აუცილებლად ეყოლება, რადგან მეოთხედფინალში მაკაროვას მარია შარაპოვა შეხვდება.

საბინ ლისიცკისთან მატჩში რუსმა რვა წუთში ორი ბრეიკი მოიპოვა. ეს გერმანელის ცუდი სტარტის ბრალი იყო. როგორც კი საბინმა გამოასწორა თამაში, რუსს პრობლემები შეექმნა. მან აშკარად ჩააგდო პარტია - მხოლოდ ორი "ვინერსი" ჰქონდა და 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ლისიცკიმ კი ზედიზედ ექვსი გეიმის აღება შეძლო.

მეორე სეტში რუსმა მოახერხა კონცენტრაცია და უფსკრულში ვარდნა შეაჩერა. რუსი აქტიურობაში ჯობდა მეტოქეს და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე პარტიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მესამე გეიმმა, რომლის მოსაგებად შარაპოვამ 13 წუთი დახარჯა და რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მოიგერია. ბოლოსკენ მარიას გამოცდილება დაეხმარა, ლისიცკის კი ძალები არ ეყო გადამწყვეტი შეტევისთვის. მარია პირველად შეხვდა ტურნირზე რეალურ სირთულეებს, მაგრამ წარმატებით დაძლია ის - 3:6, 6:2, 6:2.

1/8 ფინალი

ეკატერინა მაკაროვა (რუს)-სერენა უილიამსი (აშშ, 12) 6:2, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 4)-საბინ ლისიცკი (გერ, 14) 3:6, 6:2, 6:3; სარა ერანი (იტა)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:1; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 2)-ანა ივანოვიჩი (სერ, 21) 6:2, 7:6(2).

1/4 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-კლაისტერსი (11); აზარენკა (3)-ა. რადვანსკა (8); მაკაროვა-შარაპოვა (4); ერანი-კვიტოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა