გია თენაძის თქმით, წლევანდელი გუნდი მხოლოდ საქართველოს პირველობის შედეგების მიხედვით არ დაკომპლექტდება
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების ახალი თავკაცის გია თენაძის გადაწყვეტილებით წლევანდელი გუნდი მხოლოდ საქართველოს პირველობის შედეგების მიხედვით არ დაკომპლექტდება და საამისოდ კიდევ ორი სარეიტინგო ტურნირის შედეგებს გაითვალისწინებენ.

ერთი განვლილი წლის მიწურულს უკვე ჩატარდა, მეორე კი 1 - 2 თებერვალს გორში უნდა გაიმართოს. პერსპექტიული ჭაბუკების მონაწილეობა სავალდებულოა და სწორედ ამიტომ რეგიონების გუნდები დიდი მონდომებით ემზადებიან.

გუშინწინ შიდა ქართლმა თავისი ნაკრების შემადგენლობა გაარკვია. კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის ძიუდოს სკოლათა აღზრდილებმა გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში რვა წონით კატეგორიაში ოთხ საუკეთესოთა შორის მოსახვედრად იბრძოლეს.

თითოეულ წონაში სწორედ ოთხი მონაწილის გამოყვანის უფლება აქვთ შიდა ქართლელებს. თუმცა 90 და მძიმე წონაში მონაწილეთა სიმცირე იყო და კვარცხლბეკზე ადგილებიც სრულად ვერ განაწილდა.

როგორც ასაკობრივი გუნდების შემთხვევაში ხშირად ხდება, საქართველოს ნაკრების შიდა ქართლელი შარშანდელი წევრებიდან თითქმის ყველა გასცდა ჭაბუკთა ასაკს.

მათგან ყველაზე ტიტულოვანი ბექა ღვინიაშვილია (81 კგ) - ჭაბუკთა შორის, საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული. ბუნებრივია, მისი დარი სპორტმენის ყოველ წელს აღმოჩენა ძნელია, მაგრამ სპეციალისტებს გიორგი კაციაშვილის (55), გიორგი მეტრეველის (60) და იესო კვირიკაშვილის (73) ეიმედებათ, რომლებმაც უკანასკნელ წლებში არაერთ შიდა შეჯიბრებაში გამოიჩინეს თავი.

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. არჩილ ქარელიშვილი (გორი), 2. გურამ ზაქუტაშვილი (ქარელი), 3. რობინზონ ბეგლარიშვილი და გიორგი მირუაშვილი (ორივე - გორი);

55 კგ. 1. გიორგი კაციაშვილი (კასპი), 2. ერეკლე არხოზაშვილი (გორი), 3. ზურაბ ჭონიაშვილი (კასპი) და ვლადიმერ გელაშვილი (ქარელი);

60 კგ. 1. გიორგი მეტრეველი (ხაშური), 2. ჯიმშერ დაბრუნდაშვილი, 3. ბექა სეხნიაშვილი და დიმიტრი ბზიშვილი (სამივე - გორი);

66 კგ. 1. გიორგი არგუთაშვილი, 2. სოსო გიორგაძე, 3. ვანო ტატულაშვილი (სამივე - გორი) და ნიკა სიდამონიძე (ქარელი);

73 კგ. 1. იესო კვირიკაშვილი, 2. ბესო ქოქაშვილი (ორივე - გორი), 3. გიორგი მულაძე (ხაშური) და დავით იმერლიშვილი (ქარელი);

81 კგ. 1. ბექა შერაზადაშვილი (ქარელი), 2. თამაზ ქობლიანიძე (გორი), 3. ნიკა გელაშვილი (ქარელი) და ბონდო ბულბულაშვილი (კასპი);

90 კგ. 1. შალვა ჯანანაშვილი (კასპი), 2. ბექა ასანიძე (ქარელი);

+ 90 კგ. 1. გიორგი ფარადაშვილი (ქარელი), 2. გიორგი გომარელი, 3. ელგუჯა ხეჩიკაშვილი (ორივე - გორი);

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა