25-26 იანვარს სპორტკომპლექს "არენაში" ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობა ტარდება
25-26 იანვარს სპორტკომპლექს "არენაში" ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობა ტარდება, რომელმაც, არსებითად, ახალი ნაკრები უნდა ჩამოაყალიბოს.

შარშან მათ ფრიად წარმატებული სეზონი ჰქონდათ - ნიკოლოზ ცეცხლაძე (50) და საჩინო დავითაია (66) ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია (96) მესამეზე გავიდნენ. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო მათი გამოსვლა მსოფლიოს პირველობაზე, სადაც რევაზ ნადარეიშვილისა (84) და შოთა გოგისვანიძის (120) შეჩერება ვერავინ შეძლო, დათუნაშვილმა და დიხამინჯიამ ამჯერად ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ქემალ ხარაბაძე (60) კი მესამეზე გავიდა.

ამათგან წლეულს ახალგაზრდულში მხოლოდ გოგისვანიძე და ცეცხლაძე დარჩნენ, თუმცა მანაც წონა შეიცვალა და ამჯერად 55-ში გამოვა. ასევე უფროსებში გადავიდა სერგო გოგისვანიძეც (120), თუმცა ყველაზე დიდი დანაკლისი მაინც 96-მა კილოგრამმა განიცადა - დიხამინჯიას გარდა, ამ ნაკრებში გამოსვლა დაასრულეს უფროსთა მსოფლიოს პირველობის შარშანდელმა მონაწილე ირაკლი ქაჯაიამ და მისმა ძმამ მიხეილ ქაჯაიამ.

სამაგიეროდ, დარჩა მათი ბიძაშვილი იაკობ ქაჯაია და, სავარაუდოდ, წლეულს წონის ლიდერობასაც ის ჩაიბარებს. ასევე რჩებიან გიორგი დავითაია (66) და ფირუზ წულუკიძე (60), რომელმაც დეკემბერში უფროსებში საქართველოს პირველობის ფინალში მართლაც შესანიშნავი ბრძოლა გაუმართა ირაკლი ჭოჭუას, თუმცა მაინც დამარცხდა.

ერთი სიტყვით, ახალგაზრდულის თავკაც ვლადიმერ ადეიშვილის დანაკლისი ძალიან დიდია. მით უფრო, რომ ლიდერთა გარდა, უფროსებში მეორე-მესამე ნომრებიდანაც ბევრი გადავიდა. თუმცა სხვა გზა არაა - ასაკობრივ ნაკრებებს თაობათა ცვლის პრობლემა გამუდმებით აწუხებთ, მაგრამ არსებობს მისი მოგვარების საშუალებაც ახალი კადრების აღზრდის გზით. იმედია, ამჯერადაც ასე მოხდება, მით უფრო, რომ ბერძნულ-რომაულში უდაოდ ნიჭიერი თაობა მოდის.

25 იანვარს 50, 66, 84 და 120 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 26-ში იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად