საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა. აქ ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელმაც ამჯერად სტუმრად დაამარცხა "კარკასონი" - 43:16.

"ალპელებს" ამ გამარჯვების შემდეგ 60 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარ "დაქსს" რვა ქულით უსწრებენ. მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო.

ბოლო ტურებში შესანიშნავად ასპარეზობს და პლეი ოფში მოხვედრის რეალური შანსი აქვს ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პოს".

ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ მოუგო "ბურგუენს" - 26:10. "პოს" ახლა 51 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ისევ სახიფათო ზონაში იმყოფებიან "ქართული კლუბები" "პერიგო" და "ორიაკი". თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგომ", რომელიც 19 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა, შინ დაამარცხა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი "ლა როშელი" - 32:20.

მარგველაშვილი 42-ე წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილმა მოედანზე 30 წუთით მეტი დაჰყო, ზიბზიბაძეს არ უთამაშია.

"პრიგოს" 11 ქულით უსწრებს და მე-13 ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა "ნარბონი" - 18:3. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი თამაშში 61-ე წუთიდან ჩერთო, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "ოიონაქსთან" - 9:13. მაგრაქველიძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავას არ უთამაშია. "ტარბს" ახლა 40 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

II დივიზიონი

XVII ტური

დაქსი-ოში 18:18, ალბი-ბეზიე 34:6, ორიაკი-ნარბონი 18:3, ოიონაქსი-ტარბი 13:9, კარკასონი-გრენობლი 16:43, მონ დე მარსანი-ექსი 9:6, პერიგო-ლა როშელი 32:20, პო-ბურგუენი 26:10.

სატურნირო მდგომარეობა

1. გრენობლი - 60 ქულა, 2. დაქსი - 52, 3. პო - 51, 4. მონ დე მარსანი - 51, 5. ალბი - 47, 6. ლა როშელი - 46, 7. კარკასონი - 42, 8. ოიონაქსი - 41, 9. ექსი - 40, 10. ტარბი - 40, 11. ბურგუენი - 39, 12. ოშო - 37, 13. ორიაკი - 30, 14. ნარბონი - 20, 15. პერიგო - 19, 16. ბეზიე - 18.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

cherqeza
ვაა მაგარია გაიხარეე წარმატებები აბა ჩვენს ქართველ ლეგიონერს..ეს ის ბიჭია ხო შარშან ინგლისში რომ ითამაშა A ნაკრები.ტუ ვინმემ იცით ზუსტად დაწერეთ რა.გმადლობთ წინასწარ
ჭოლა
ჩვენი ”ბეტეერა” გილოცავ ძმაო წარმატებებს და ვამაყობთ შენით :*
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია