ბოლო სამი წლის განმავლობაში მანდილოსანთა შორის ორჯერ (2009, 2011) პირველ ადგილზე ჩვენებური გავიდა
ფილიპ სერგინტის ცნობით, 1774 წელს გახსნილი პირველი ბრიტანული საჭადრაკო კლუბის წევრი გახლდათ გენერალი ჯორჯ ელიოტი, გიბრალტარის გუბერნატორი, რომელიც 1779-1783 წლებში დიდი ალყისას ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა. მისი წაბაძვით გიბრალტარში მაშინ ბევრმა სამხედრო ჩინოსანმა გაითავისა ჭადრაკი. საუკუნის შემდეგ კი ბრძენთა თამაში გიბრალტარელთა გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახდა.

და აი, 2003 წლიდან, რაც გიბრალტარის საერთაშორისო საჭადარკო ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი, ტურნირის პრესტიჟი წლიდან წლამდე მატულობს, საგრძნობლად გაიზარდა მონაწილეთა რიცხვი. წლეულს მე-10 საიუბილეო ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი ჩაებმება.

მათ შორის, როგორც გაუწყეთ, 2700-თა კლუბის 11 წევრი. ბოლო სამი წლის განმავლობაში მანდილოსანთა შორის ორჯერ (2009, 2011) გავიდა პირველ ადგილზე ნანა ძაგნიძე, რომელმაც წლევანდელი ფესტივალის წინ საფრანგეთის გუნდურ ჩემპიონატში მოსინჯა ძალები. 2010 წელს გიბრალტარში უძლიერესი გახლდათ ევროპის პირველი ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (უკრაინა).

საგულისხმოა, რომ სამივე წელიწადს გასამარჯვებლად 7-7 ქულა და უკეთესი კოეფიციენტი გახდა საკმარისი. ვაჟთა შორის 2009-2011 წლებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 8 ქულა), მაიკლ ადამსი (ინგლისი, 7,5) და ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 9) ავიდნენ.

ფესტივალის 10-ტურიანი მარათონი სასტუმრო ჩალეტა-ში გაიმართება. მოჭადრაკეები საათებს დღეს ჩართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
რა ხდება სხვა გოგონებს ეცით პატივი,ნანას გარდა ხომ მონაწილეობენ ლელა,ნინო და სალომე
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად