"დაჩიასთან" დაშავებული მცველი "ზესტაფონს", სავარაუდოდ, "მარბელიას თასზე" დაეხმარება
უკვე ნახევარი წელია, გიორგი ხიდეშელი "ზესტაფონს" ვერ ეხმარება. ტანმაღალი მცველი, რომელსაც 23 იანვარს 24 წელი შეუსრულდა, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, კიშინიოვის "დაჩიასთან" განმეორებით შეხვედრაში დაშავდა და გუნდს მას მერე გამოაკლდა.

გაწყვეტილ ჯვარედინ იოგებზე ოპერაცია ფეხბურთელმა შარშან, აგვისტოში ცნობილ ბელგიელ ექიმ მარტენსთან გაიკეთა, შემდეგ კი ორი სარეაბილიტაციო კურსი იქვე, ბელგიაში გაიარა.

ხიდეშელი კლუბს 10 იანვარს დაუბრუნდა და ვარჯიში გუნდთან ერთად განაახლა, თუმცა, როგორც ამბობს, მარტენსთან კვლავ ინტენსიურ კონსულტაციებს გადის, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს.

"შეკრებამდე ექიმ მარტენსს დაველაპარაკები, სრული დატვირთვით კი ვვარჯიშობ, მაგრამ მინდა, რისკი გამოვრიცხო. მასთან კონსულტაციის შემდეგ, 99%-იანი ალბათობით, თამაშს დავიწყებ და ესპანეთში უკვე შევძლებ თამაშს", - გვითხრა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონი" 3-9 თებერვალს ესპანეთში, "მარბელიას თასზე" იასპარეზებს და დიდი ხნის პაუზის შემდეგ სწორედ ამ გათამაშებაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას გიორგი ხიდეშელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა