საასპარეზოდ უკეთ მომზადების მიზნით ქართველი მოფარიკავეები მერაბ ბაზაძის ხელმძღვანელობით 21 იანვრიდან მინსკში იმყოფებიან
ქართველმა მოფარიკავეებმა შარშან საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. თუნდაც ის რად ღირს, რომ კადეტთა მსოფლიოს პირველობაზე ქუთაისელმა მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასეთ ოფიციალურ შეჯიბრებაზე მუშკეტერთა პირველი ჯილდოა.

ასევე, რიონისპირელმა ჭაბუკმა სანდრო ბაზაძემ ახალგაზრდებში მსოფლიოს და ევროპის თასების გათამაშების თითო ეტაპი მოიგო. იყო სხვა მიღწევებიც, თუმცა მთავარი სამკალი ჩვენებურებს წლეულს აქვთ - მოხმალავენი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვის პაექრობაში ჩაებმებიან.

პირველი სალიცენზიო ტურნირი - პლოვდივის (ბულგარეთი) გრან პრი 4-5 თებერვალს გაიმართება. მუშკეტერები მხოლოდ პირად პირველობაში მოსინჯავენ ძალებს. საასპარეზოდ უკეთ მომზადების მიზნით ქართველი მოფარიკავეები - ბექა და სანდრო ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი და კახაბერ მაღრაძე ნაკრების მთავარი მწვრთნელის - მერაბ ბაზაძის ხელმძღვანელობით 21 იანვრიდან მინსკში იმყოფებიან და მასპინძლებთან ერთად გადიან საწვრთნელ შეკრებას. ბულგარეთშიც სტაიკებიდან გაემგზავრებიან.

- პლოვდივის გარდა, მოხმალავეებს, კიდევ სამი სალიცენზიო ტურნირი ელით, - გვითხრა ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, საერთაშორისო არბიტრმა დავით სახვაძემ. - პლოვდივიდან ჩვენი ბიჭები იტალიაში ჩავლენ და რომის ოლიმპიურ ბაზაზე ჩაატარებენ 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას. პადოვაში (იტალია) 17-19 თებერვალს მსოფლიოს თასისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან, რომელიც პირად-გუნდური შეჯიბრებაა. 3-4 მარტს ბუდაპეშტი გრან პრის, ანუ პირად პირველობას უმასპინძლებს.

ტურნირის შემდეგ ოთხივე სპორტსმენი უნგრეთის დედაქალაქში ივარჯიშებს და 16-18 მარტს მსოფლიოს თასის მომდევნ ეტაპზე - "მოსკოვის ხმალზე" მოსინჯავს ძალებს. ამ ოთხი შეჯიბრების შედეგებით დარიცხული სარეიტინგო ქულებით გამოვლინდება რვა გუნდი და 24 მოხმალავე, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს დაიბევებენ.

ევროპისთვის კვოტით დარჩენილი ორი ლიცენზია 21-22 აპრილს ბრატისლავაში გათამაშდება. მანამდე კი სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი მეტოქეებს იუნიორთა მსოფლიოს პირველობაზე დაუპირისპირდებიან. ამ შეჯიბრებას აპრილის პირველ დეკადაში რუსეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე