თბილისის "დინამოს" ერთ-ერთმა ლიდერმა პოლონურ "კრაკოვიასთან" (2:3) მარცხის შესახებ ისაუბრა
ბარსელონაში ჩატარებული ბოლო, მესამე შეხვედრის "ტერასასთან" დებიუტში "დინამოს" სტაჟიან წევრსა და ერთ-ერთ ლიდერს გულვერდ თომაშვილს კუნთთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოედნის დატოვება მოუწია. გულვერდი ჯერ-ჯერობით ვერც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ვერც კრაკოვიასთან მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გულვერდ თომაშვილი: "ძველმა ტრავმამ იჩინა თავი. ახლა ინდივიდუალურად ვემზადები და სპეციალურ ვარჯიშებს ვატარებ. ვიმედოვნებ, რომ 2-3 დღეში გუნდთან ერთად შევძლებ ვარჯიშს. ჩემპიონატის დასაწყისს სრულფასოვან მზადყოფნაში შევხვდები.

გუშინდელ თამაშს რაც შეეხება, პირველი ტაიმი არ ვარგოდა. მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იყო, შედარებაც არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ მოსამაზადებელ ეტაპზე, ასეთ შეხვედრებში შედეგს არ ექცევა არსებითი მნიშვნელობა, ცხადია ძალიან გულდასაწყვეტია მარცხი. ჩვენი გუნდის თამაშზე იმანაც იმოქმედა, რომ აქ მატჩის დღეს ჩამოვედით. უძილო ღამემ და მგზავრობამ ჩვენს თამაშსაც დააჩნია დაღი.

ჩემი აზრით ხვალინდელი თამაში უკეთესი იქნება. მატჩიდან, მატჩამდე უნდა მოვუმატოთ და ჩემპიონატის განახლებას ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. სერიოზულად გავძლიერდით. ეს მატება ძალიან დიდი ძალაა. ყველანი მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან. მერებაშვილიც დაგვიბრუნდა. მასთან ერთად გავიარეთ დინამოს აკადემია, დუბლები და რამდენიმე წარმატებული სეზონი ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში.

დინამო გაცილებით უკეთესი გუნდი იქნება. მთავარია მინიმალური შეცდომები დავუშვათ დარჩენილ თამაშებში. ლიდერთან სხვაობა დიდია, ჩემპიონობა ძნელი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა შანსი არის. სწორედ ამიტომ დავიმატეთ ახალი ფეხბურთელები და სერიოზულად ვემზადებით, რომ ჩვენი თავის იმედი გვაქვს".

fcdinamo.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში