კოპა დელ რეი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები: და მაინც... ვინ არის ჟოზე მოურინიოს უხილავი მტერი?

კოპა დელ რეი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

გუშინ

მირანდესი-ესპანიოლი 2:1 (2:3)

დღეს

მალიორკა-ბილბაო 23:00 (0:2)

ბარსელონა-რეალი 01:00 (2:1)

ხვალ

ლევანტე-ვალენსია 00:30 (1:4)

უცნაურია, აბა რა არის - ხალხს მომავალ "ელ კლასიკოზე" მეტად ის აინტერესებს, თუ რა ხდება "სამეფო თასიდან" თითქმის გავარდნილ "რეალში".

"მარკას" "შემოგდებული" სკანდალი უკვალოდ ვერსად გაქრება. თანაც, ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ უკვამლოდ ცეცხლი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია, ჟოზე მოურინიოსა და "რეალის" ესპანური ბირთვის დაპირისპირებაზე.

სანამ ამ თემას დავუბრუნდებით (სხვანაირად არ გამოდის), კლასიკოების სტატისტიკა უნდა შეგახსენოთ - მადრიდული გამარჯვების შემდეგ ამ უდიდეს დაპირისპირებაში თანაფარდობაა: ოფიციალურ მატჩებში "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს 217-ჯერ შეხვდნენ, გუნდებმა 86-86 მატჩი მოიგეს, 45 კი ფრედ დასრულდა. ბურთების თანაფარდობა კი მადრიდელთა სასარგებლოდაა: 363:352.

"ბარსელონას", რომელმაც თასის პირველი დაპირისპირება 2:1 მოიგო, არ ეყოლება აფრიკის ერთა თასზე გამგზავრებული სეიდუ კეიტა. ტრავმირებულები არიან: დავიდ ვილია, იბრაჰიმ აფელაი და ანდრეუ ფონტასი. პედრო ახალი გამოჯანმრთელებულია.

ამბობენ, რომ ჟოზე მოურინიო პეპეს მადრიდში ტოვებს (მას ტრავმა აქვს) და სწორსაც აკეთებს, "კამპ ნოუზე" მას საშინელი ობსტრუქცია ელის, მას მერე, რაც მადრიდში ლიონელ მესის ხელზე ფეხი დააბიჯა. ლასანა დიარასა და ესტებან გრანეროს არ უვარჯიშიათ, თუმცა ეს უკანასკნელი მწყობრში იქნება თამაშისთვის. სერხიო რამოსსაც არ უვარჯიშია "პირადი მიზეზით", თუმცა ის კლასიკოზე ითამაშებს. სამი ხედირას თამაში გამორიცხულია, შეიძლება, ანხელ დი მარიას დაბრუნება ვიხილოთ მცირე ტრავმის შემდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: პინტო - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი, ფაბრეგასი.

რეალი: კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, რიკარდო კარვალიო, მარსელო - ჩაბი ალონსო, გრანერო - იგუაინი, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

ჟოზე მოურინიო: "კლანების პროვოცირება "რეალში" მე არ მომიწყვია. წარმოდგენა არა მაქვს, ზოგჯერ ისეთ რამეებს წერენ პრესაში. კლუბის ბორდი მხარს მიჭერს და ჩვენ კარგი საქმის შუაგულში ვართ. პეპე თუ მზად იქნება, აუცილებლად ვათამაშებ.

ვდარდობ გრანეროსა და ლასანას მდგომარეობაზე, ხვალ გამოჩნდება შეძლებენ ისინი თამაშს თუ ვერა. წარმოდგენა არ მაქვს სასტარტო შემადგენლობაზე, ხვალ მეცოდინება. ვფიქრობ, რომ ჩემს გუნდს ნახევარფინალში თამაშის შანსი აქვს, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ".

სკანდალს რაც შეეხება, კვირას "პუნტო პელოტამ" გამოაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო ივნისში წავა, ხოლო იკერ კასილიასს "მარკას" ცნობილი სტატია "დაულაიქებია". ასე რომ, პორტუგალიელზე შეტევა უფრო მასშტაბურია, ვიდრე ერთი "მარკა".

სერხიო რამოსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პუბლიკას, მორჩეს სპეკულაციები მოურინიოსთან დაპირისპირებაზე. მან თქვა, რომ ის და "ბოსი" ერთი საქმისთვის, ერთი ინტერესისთვის იბრძვიან.

"კარიერის განმავლობაში ერთხელაც არ მომსვლია კამათი ჩემს რომელიმე მწვრთნელთან. ყველა სიტყვა, რაც მე ამ "კამათის" დროს ვთქვი, ისეთია, რომელსაც ცხოვრებაში არ ვიტყოდი", - დაწერა რამოსმა "ტვიტერზე". ალვარო არბელოა კი უფრო შორს წავიდა - მან განაცხადა, რომ მოკვდება მოურინიოს გულისთვის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Shota
VIVA BARSA
"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან