ჩოგბურთის ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცებს შორის პირველი ნახევარფინალისტი როჯერ ფედერერი გახდა
მამაკაცებს შორის პირველი ნახევარფინალისტი გახდა როჯერ ფედერერი. შვეიცარიელი პროფესიულ ტურში საიუბილეო - მეათასე შეხვედრას ატარებდა და ის დამაჯერებელი გამარჯვებით აღნიშნა. მატჩის წინ არგენტინელი ხუან-მარტინ დელ პოტროს ფორმაზე მსჯელობა რთული იყო, რადგან მეოთხედფინალამდე ისეთი მეტოქეები ხვდებოდა, რომლებიც ძლიერ ჩამორჩებოდნენ კლასში. და ფედერერთან მატჩმა გვანახა, რომ ხუან-მარტინი ჯერ არ დაბრუნებულა იმ დონეზე, რომელმაც მას 2009 წელს აშშ-ის ღია პირველობა მოაგებინა.

სამივე პარტიაში ფედერერმა ადრეული ბრეიკის წყალობით მოიპოვა უპირატესობა. პირველ სეტში დელ პოტრომ მეშვიდე გეიმში შეძლო დაკარგული ბრეიკის დაბრუნება, მაგრამ ბოლოსკენ ანერვიულდა და სეტბოლზე ორმაგი შეცდომა დაუშვა. მეორე სეტში არგენტინელმა ისევ შეძლო მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ ოთხიდან ორ ბრეიკ-პოინტზე ცუდად ითამაშა, ორჯერ კი როჯერმა შესანიშნავად მოაწოდა, არადა, შვეიცარიელს მთლიანად პარტიაში პირველი მოწოდების მხოლოდ 44-პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდა. მესამე სეტი კი შვეიცარიელს იოლად ერგო - დელ პოტრომ მხოლოდ ორ გათამაშება მოიგო მიღებაზე, თავად ფედერერმა კი ამდენივე ბრეიკი გააკეთა.

მეორე ნახევარფინალი ბერდიხსა და ნადალს შორის გაცილებით დაძაბული გამოვიდა. პირველი სეტის ბოლოს ტომაშმა ოთხი სეტბოლი გაანიავა, რომელთაგანაც სამი ზედიზედ ჰქონდა მიღებაზე. ამასთან, ერთ-ერთი ნადალმა დაცვაში ბრწყინვალე თამაშით მოიგერია და, ალბათ, ამ გათამაშებას ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებენ ტურნირზე. ტაი-ბრეიკზე ჩეხმა პირველმა დაკარგა თავისი მოწოდება, მაგრამ შემდეგ გაქცევა მოახერხა - 3:5-დან ზედიზედ ოთხი ქულა აიღო. მაგრამ ეს ტაი-ბრეიკი შეიძლებოდა სხვანაირად დასრულებლიყო, ნადალს 5:5-ზე ბერდიხის დარტყმის შესამოწმებლად "ჩელენჯი" რომ აეღო.

შემდეგი პარტიის დასაწყისში ნადალმა შეძლო მატჩში პირველი ბრეიკის შესრულება - ეს მეოთხე გეიმში მოხდა, რის შემდეგაც ორივე ჩოგბურთელმა პაუზა აიღო და მიღებაზე ბრძოლა თითქმის შეწყდა. ამის გამო რაფაელს ყურადღება გაეფანტა, ტომაშმა კი კარგად დაიჭირა ეს მომენტი და შეძლო იმ დროს მომატება, როცა ესპანელი სეტზე აწვდიდა. საპასუხო ბრეიკის გაკეთების შემდეგ, ბერდიხმა მისთვის საყვარელ ტაი-ბრეიკამდე (მანამდე ავსტრალიის ღიაზე რვიდან რვა "შემოკლებული გეიმი" ჰქონდა მოგებული) მიიყვანა საქმე. მაგრამ ამჯერად ესპანელს გაუმართლა, მიუხედავად იმისა, რომ ბერდიხს სეტბოლი ჰქონდა - 7:6 (8:6).

ბერდიხმა შესანიშნავად დაიწყო მესამე სეტი - მეორე გეიმში ნადალის მოწოდება აიღო, მაგრამ შემდეგ არა მხოლოდ დაკარგა ეს უპირატესობა, არამედ რაფას ბრეიკით დაწინაურების საშუალება მისცა. სამი საათის ბრძოლის შემდეგ, ამგვარი ინტენსიური თამაშის ფონზე უფრო მეტი ძალა ნადალს შერჩა. ტომაში ჩქარობდა, უარესად გადაადგილდებოდა და შეცდომებს უშვებდა. ის, რა თქმა უნდა, აგრძელებდა ბრძოლას, მაგრამ უკვე არაფრის გაკეთება არ შეეძლო ათამაშებული ესპანელის წინააღმდეგ. მესამე და მეოთხე სეტი ნადალს დარჩა - 6:4, 6:3 და ოთხი საათისა და 16 წუთი ბრძოლის შემდეგ ესპანელი ნახევარფინალში გასვლას ზეიმობდა.

1/4 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 11) 6:4, 6:3, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 6:7(5), 7:6(6), 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა