მასტერსის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები - ავსტრალიელი ნილ რობერტსონი და ინგლისელი შონ მერფი
ლონდონში მორიგი დიდი ტურნირი დასრულდა, რომელიც, მართალია, არარეიტინგულია, მაგრამ ყოლველთვის ძლიერ შემადგენლობას კრებს. წლევანდელი მასტერსის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონები - ავსტრალიელი ნილ რობერტსონი და ინგლისელი შონ მერფი.

ორივემ ნახევარფინალურ ეტაპზე ბრძოლას გამოთიშა მთავარი ფავორიტები. მერფი ჯონ ჰიგინსზე ძლიერი აღმოჩნდა, რობერტსონმა კი ვუნდერკინდი ჯად ტრამპი დაამარცხა.

ავსტრალიელი მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალე ტაქტიკური თამაშით გამოირჩეოდა. სწორედ კარგად გათვლილი სტრატეგიით შეძლო მან ტიტულის მოგება. არადა, აქამდე ნილი მასტერსებზე არასოდეს გასულა მეოთხედფინალზე შორს.

პირველი სესია რობინსონის სასარგებლოდ დასრულდა - 5:3. თითქოს მთავარი ბრძოლა საღამოს უნდა შემდგარიყო, მაგრამ მაგიდასთან მხოლოდ ერთი მოთამაშე ბრწყინავდა. მე-13 ფრეიმის შემდეგ მატჩის ბედი პრაქტიკულად გარკვეული იყო - 9:4. თუმცა მერფიმ მაინც არ დათმო იოლად ფინალი. შემდეგი ორი ფრეიმი 85 და 86 სერიებით მას დარჩა. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მე-16 პარტიაში ავსტრალიელმა მეტოქეს არც ერთი ბურთი არ ჩააგდებინა - 10:6. ასე რომ, წელს მასტერსის ტიტული და 150 ათასი ფუნტი სტერლინგის ჩეკი ნილ რობერტსონს ერგო.

მთელი ტურნირის განმავლობაში 23 სენჩური-ბრეიკი დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ასიანი სერია შონ მერფის ჰქონდა. რობერტსონი ამ რეიტინგში მეორე იყო. ყველაზე მაღალი ბრეიკის (141) ავტორი კი რონი ო'სალივანი გახდა.

139, 122, 107, 102, 101, 100 - შონ მერფი

119, 103, 101, 100, 100 - ნილ რობერტსონი

140, 121, 107 - ჯად ტრამპი

141, 125 - რონი ო'სალივანი

112, 110 - მარკ სელბი

124 - მარკ ალენი

109 - ჯონ ჰიგინსი

100 - სტივენ ლი

"უბრალოდ ვიცოდი როგორ უნდა მეთამაშა შონის წინააღმდეგ. ის დომინირებდა მატჩის დასაწყისში, მაგრამ შემდეგ რამდენიმე შეცდომა დაუშვა.

უბრალოდ გამიმართლა, რომ ანგარიშის გათანაბრება შევძელი. ამის შემდეგ დამაჯერებლობა დამიბრუნდა. რთულ ბურთებს ვაგდებდი და ვთამაშობდი ისე, როგორც უნდა იმოქმედო მის წინააღმდეგ. უკვე დიდი ხანია მინდოდა აქ გამარჯვება. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შემდეგ ჩემი მომდევნო მიზანი", - განაცხადა ფინალის შემდეგ რობერტსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა