27-29 იანვარს კრასნოიარსკი ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდ პრიზს" უმასპინძლებს ქალთა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში
27-29 იანვარს კრასნოიარსკი ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდ პრიზს" უმასპინძლებს ქალთა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

ამ ზეპრესტიჟულ ტურნირზე რამდენიმე სახელოვანი ფალავანის დაბრუნება იგეგმება. მაგალითად, ბრუნდებიან რუსთა ნაკრების წევრები, ჩეჩენი ძმები, სამგზის ოლიმპიური და 6-6-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბუვაისა საიტიევი (84) და ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის გამარჯვებული ადამ საიტიევი (74), დაღესტნელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მავლეტ ბატიროვი (66), თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი ხდება ქალთა ჭიდაობაში - რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ ბრუნდება მსოფლიოში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, უკრაინელი ირინა მელნიკ-მერლენი (48).

ქალთა ჭიდაობა ოლიმპიდის პროგრამაში 2004 წელს შეიტანეს ათენში, ოღონდ მხოლოდ რამდენიმე წონა, მერლენი კი პირველი ჩემპიონი გახდა, როგორც უმსუბუქესი წონის წარმომადგენელი - ფინალში იაპონელი ჩიჰარუ იჩო დაამარცხა, რომელმაც ოთხი წლის შემდეგ პეკინში რევანში აუღო და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობის შანსი მოუსპო. ოღონდ ამით ვერც თავად იაპონელმა ისარგებლა - ფინალი კვლავ წააგო, ამჯერად კანადელ კაროლ ჰუინჩთან.

ათენში უკრაინელი სახელოვანი სპორტსმენის რანგში ჩავიდა - სამგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იყო, მომდევნო წლებში კი ამ ტიტულებს ერთხელ ევროპის ჩემპიონობა, ორჯერ მსოფლიოს ვერცხლი და ერთიც ოლიმპიური ბრინჯაო შეჰმატა.

იქნებ მეტიც მოეხერხებინა, რომ არა პირველი შვილის დაბადება - მთელი ორი წელიწადი მერლენმა დიასახლისის ცხოვრებით იცხოვრა. სპორტს ის 2007 წელს დაუბრუნდა, პეკინის შემდეგ კი ისევ დაშორდა, ოღონდ ამჯერად სულ სხვა მიზეზით - ქერათმიანმა ლამაზმანმა უკრაინის შოუ-ბიზნესის დაპყრობა სცადა და მიზანსაც მიაღწია. მან ცეცხლოვანი სალსას შესრულებით მოიგო ერთ-ერთი პრესტიჟული კონკურსი "ცეკვავენ ვარსკვლავები", მოგვიანებით კი სხვა არანაკლებ პოპულარულ შოუებშიც წარმატებით გამოვიდა. თუმცა ჭიდაობა არც პოდიუმზე ყოფნისას ეთმობოდა და გული იქით მიუწევდა, მაგრამ დაბრუნების გეგმა ამჯერად მეორე შვილის დაბადებამ ჩაუშალა. თუმცა საბოლოოდ ეს დროც დადგა და მერლენი მაინც ბრუნდება. პეკინის შემდეგ მას არ უჭიდავია და ვნახოთ, რამდენად ეფექტურად შეძლებს დაბრუნებას.

პეკინის შემდეგ არც ჩეჩენ ძმებს უჭიდავიათ, რომელთა ირგვლივაც საინტერესო ვითარებაა. კარიერის ბოლო წლებში ბუვაისა 74-ში ჭიდაობდა, ადამი - 84-ში, თუმცა ახლა ისინი წონებს გაცვლიან.

ეს უფრო გასაკვირი ადამის შემთხვევაშია, რომელსაც ბევრის დაკლება უწევს, თორემ უფროსმა ძმამ დაბრუნების სურვილი როგორც კი ოფიციალურად გააჟღერა, იქვე მიუთითა, რომ 84-ში იჭიდავებდა. ეჭვი არაა, ის უნიკალურ შედეგს უმიზნებს - გახდეს მსოფლიოში პირველი მოჭიდავე, ვინც მეოთხედ მოიგებს ოლიმპიადას, ამ დიადი მიზნის შესრულებაში კი ძმა ხელს არ შეუშლიდა. თუმცა ადრეც ადამის ინტერესები ყოველთვის ეწირებოდა უფროსი ძმისას, თუმცა ამაში გასაკვირიც არაფერია - ბუვაისა ხომ შეუდარებლად ნიჭიერია.

სპეციალისტებმა ადამ ბატიროვისა და მსოფლიოს ორგზის აფხაზი ჩემპიონის დენის ცარგუშის მოსალოდნელ შეხვედრას იარიგინის ტურნირზე უკვე უწოდეს "ყველაზე პრინციპული," თუმცა კაცმა არ იცის, შედგება თუ არა ეს ორთაბრძოლა.

ერთ წონაში მოუწევთ გამოსვლა ავარელ ძმებსაც მავლეტ და ადამ ბატიროვებს. მავლეტ ბატიროვი ოლიმპიური ჩემპიონი პირველად 55 კილოგრამში გახდა ათენში, პეკინში უკვე 60-ში გაიმარჯვა, ახლა კი ახალ ტიტულს ახალ წონაში უმიზნებს. ოღონდ ამჯერად მას გზაზე საკუთარი ძმა ეღობება. ადრე ისიც ქვედა წონებში გამოდიოდა, მაგრამ ასაკთან ერთად წონაც მოემატა და საბოლოოდ მანაც 66-ში ჩაუშვა ღუზა.

აქამდე ადამ ბატიროვი დიდი მონაცემებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სპეციალურად მისთვის კრასნოიარსკიდან მშობლიურ ხასავიურტში დააბრუნეს ფიზმომზადების ცნობილი სპეციალისტი, ბუვაისა საიტიევის მწვრთნელი სალიმ ნუცალხანოვი, მის სახელსაც დიდ იმედებს უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ ნუცალხანოვიც ხასავიურტელია, თუმცა პეკინის ოლიმპიადის წინ ბუვაისას მოსამზადებლად კრასნოიარსკში წაიყვანეს და მას მერე იქ დარჩა. ძმები ერთმანეთს შარშან რუსეთის პირველობის ფინალშიც უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მავლეტმა უბრძოლველად დაუთმო გამარჯვება.

ერთი სიტყვით, კრასნოიარსკში ქალიან-კაციანად ყველა ბრუნდება, ვინც კი სპორტიდან წასული იყო. არ ჩანს მხოლოდ დაღესტნელი ოლიმპიური ჩემპიონი შირვანი მურადოვი (96) - ის რუსთა ნაკრების თავკაც ჯამბულათ თედეევის დასახელებულ შემადგენლობაში არაა. ეტყობა, საბოლოოდ წავიდა სპორტიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

volnik
იარიგინის გრან-პრიზზე შეირჩევა ფაქტიურად ვის დააყენებენ ოლიმპიადაზე,მარა სალიცენზიოები ცოტა დარჩა და ჯობია იჩქარონ ჩეჩნებმა,ისე შანსი აქ ხუციშვილს რო ადამ საიტიევს,მარსაგიშვილი მგონია რო მოუგებს ბუვაისას,ასაკი მაინც თავისას შვრება,ვნახოთ მანამე დიდი დროა,საერთოდ შეიძლება ვერც მოხვდეს ოლიმპიადაზე საიტიევი
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე