"მილანმა" საჩემპიონთალიგო განაცხადი გამოაქვეყნა და იქ ალეშანდრე პატოს გვარი არ ჩაუწერია. როსონერიმ ახალგაზრდა ბრაზილიელი მხოლოდ სათადარიგო, B სიაში შეიყვანა, სადაც უმეტესწილად, ფარმ-კლუბის ჭაბუკ წევრებს წერენ ხოლმე...

"მილანმა" საჩემპიონთალიგო განაცხადი გამოაქვეყნა და იქ ალეშანდრე პატოს გვარი არ ჩაუწერია. როსონერიმ ახალგაზრდა ბრაზილიელი მხოლოდ სათადარიგო, B სიაში შეიყვანა, სადაც უმეტესწილად, ფარმ-კლუბის ჭაბუკ წევრებს წერენ ხოლმე.

თუმცა საგანგაშო არაფერია – პატო "მილანისთვის" საჭირო ფიგურად რჩება. საქმე ისაა, რომ მას 21 წელი დღეს უსრულდება, ამასთანავე, უკვე სამი წელია, "მილანის" ღირსებას იცავს და ამიტომაც სათადარიგო განაცხადში მოხვედრის უფლება აქვს. ბრაზილიელი ფორვარდი ამის მიუხედავად, უპრობლემოდ შეძლებს ჩემპიონთა ლიგაში თამაშს, სამაგიეროდ, A სიაში ერთი დამატებითი ადგილი გამოთავისუფლდა. სხვა კლუბების მსგავსად, "მილანმა" ჩემპიონთა ლიგაში 25 ფეხბურთელი წარადგინა.

მეკარეები: კრისტიან აბიატი, მარკო ამელია, ფლავიო რომა;

მცველები: ალესანდრო ნესტა, სოკრატის პაპასტატოპულოსი, მასიმო ოდო, მარეკ იანკულოვსკი, მასიმო ძამბროტა, დანიელე ბონერა, ტიაგო სილვა, მარიო იეპესი, ლუკა ანტონინი;

ნახევარმცველები: ჯენარო გატუზო, კლარენს ზეედორფი, მატიო ფლამინი, ინასიო აბატე, ანდრეა პირლო, მასიმო აბროზინი, კევინ-პრინს ბოატენგი, როდნი შტრასერი;

თავდამსხმელები: ფილიპო ინძაგი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობინიო, რონალდინიო, პატო;

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა