ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი პრეზიდენტის ალექსეი გოიხმანის სენსაციური აღიარება
რუსეთის პრემიერლიგა მსოფლიოს უმდიდრესი ლიგების ხუთეულში დამკვიდრდა და ამის გამო იქ თამაშს ბევრი ცნობილი ფეხბურთელი ეშურება.

ამ ყველაფრის ფონზე დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, რაც გოჩა ხოჯავამ გვიამბო - მისი თქმით, უხელფასო შვიდი თვე ჯოჯოხეთად ექცა, საკმაოდ კარგი ხელფასის მქონე იძულებული იყო, ფული ესესხა, თავი და ოჯახი რომ გამოეკვება. სიმწრით იცინოდა, ლამის ხახვის ჭამაზე გადაგვიყვანესო.

და კიდევ: რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ "ვოლგას" ყოფილი პრეზიდენტის, ალექსეი გოიხმანის ინტერვიუ, სადაც ის ოთარ მარცვალაძის ტრანსფერზე ლაპარაკობდა.

ამავე ინტერვიუში იყო მინიშნებაც, რომ "ვოლგაში" ჩვენების სამეული სწორედ ეროვნების გამო დაიჩაგრა.

"რამდენი მშვენიერი ფეხბურთელი "ჩაძირეს"... იგივე ხოჯავა, სალუქვაძეც, რომელიც "ვოლგაში" გადმოსვლამდე "რუბინში" თამაშობდა და თვით მესის ჩაკეტვა მოახერხა; გოგუა, რომლის რეანიმირებაც მოვახერხეთ და "ტერეკთან" გასაოცრად ითამაშა. კლუბმა მათ ჯვარი დაუსვა, არადა, ფლანგის ნახევარმცველების უდიდესი დეფიციტი იყო!

დარწუნებული ვარ, მათე ვაწაძისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა რომ მიეცათ, ის წლის ბოლოს გუნდს ძალიან დაეხმარებოდა.

რატომ "ჩაძირეს" ყველა ერთად? იმიტომ, რომ ქართველები არიან? მე სხვა ვერსია არ მაქვს... თავის დროზე წინასწარ რომ მცოდნოდა, ასეთი ვითარება შეიქმნებოდა, ხოჯავას ძალიან დიდ თანხად გავყიდდი. მაშინ ის მილიონ-ნახევარ ევროდ ფასობდა, ახლა კი მისი ღირებულება გროშია!

აი, ყველაფერი ის, რაც "ვოლგას" ახალმა ხელმძღვანელობამ გააკეთა, მაგრამ რისთვის?", - უკვირს გოიხმანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gigi1984
გავაკეტე კომენტარი და რატომ არ გაუშვით?გასაკვირია
malxazi
საქართველოში რომ ნორმალური ანაზღაურება იყოს,რუსეთში და უკრაინაში არც წავიდოდნენ ფეხბურთელები სათამაშოდ.მათ იქ წასვლას,საშოვარზე წასვლას დავარქმევდი.
shoda
ეგრე იყო და ეგრეა. ჩვენ აღარაფერი გვიკვირს! უნდა დავამატო, რომ არა მარტო რუსეთში იჩაგრებიან ჩვენი ბიჭები! მამელუქობა და გლადიატორობა ძნელიააააა!!!!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა