"გაგრას" კაპიტანი ინტერვიუში გუნდში არსებულ სიტუაციასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
საფეხბურთო კლუბი გაგრა ანთალიაში იმყოფება და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. იმის მიუხედავად, რომ ანთალიაში გადაუღებლივ წვიმს, გუნდმა საკმაოდ კარგი ხარისხის მინდვრის საფარზე საათნახევრიანი ვარჯიში ჩაატარა, რა დროსაც ძირითადი ყურადღება ძალის აღდგენას დაეთმო. მგზავრობის გამო, ფეხბურთელები გარკვეულწილად გადაიღალნენ, პირველმა დღემ დატვირთვების გარეშე ჩაიარა.

ხვალიდან კი გუნდი ორჯერად ვარჯიშს შეუდგება და ფეხბურთელებიც სრული სერიოზულობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს.

გუნდის კაპიტანმა გიორგი ტყეშელაშვილმა გუნდში არსებულ სიტუაციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

- გიორგი, გუნდმა შეკრება დაიწყო. წინ საკმაოდ სერიოზული ბრძოლები გელით და ცხადია, სათანადო მომზადება გჭირდებათ. კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდი ანთალიაში შეკრებაზე გაუშვა და ყველა პირობას უქმნის რათა მომავალ მატჩებს მომზადებული შეხვდეს. როგორია თქვენი შეხედულება მომავალ შეკრებასთან დაკავშირებით?

- დიახ, გეთანხმებით. კლუბის ხელმძღვანელობამ და პირადად კლუბის პრეზიდენტმა ბატონმა ბესიკ ჩიხრაძემ ყველა პირობა შეგვიქმნა იმისათვის, რომ მაღალი დონის შეკრება გავიაროთ და მომავალი მატჩებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. სასტუმრო, სადაც ჩვენ დავბინავდით, სიმყუდროვით, შესანიშნავი პირობებით გამოირჩევა. წინ მართლაც რთული შეხვედრები გველის და სრული სერიოზულობით მომზადება გვჭირდება, რათა დარჩენილ შეხვედრებში ქულების აღება მოვახერხოთ და რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა შევძლოთ.

- ბევრი ფიქრობს, რომ "გაგრას" რვა გუნდში მოხვედრა ძლიერ გაუჭირდება. გუნდს ბოლო ოთხი შეხვედრა "ტორპედოსთან", "ზესტაფონთან", "დილასთან" და "დინამოსთან" უწევს…

- ჩემი "გაგრაში" თამაშის პერიოდში "ტორპედოც", "დინამოც" და "დილაც" დამარცხებული გვყავს. ხოლო "ზესტაფონთან" მაშინ როდესაც უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდით, ფრეც ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ოთხივე თქვენს მიერ დასახელებული გუნდი ძლიერია და მათი დამარცხება ადვილი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელიც არა მგონია იყოს. ყველაფერი მინდორზე წყდება და თუ როგორ გადაწყდება, ამას კონკრეტული შეხვედრა გვიჩვენებს. "გაგრა" მატჩის ბოლო წუთამდე თამაშობს.

- დღევანდელ შემადგენლობას რომ გადავხედოთ, შედარებით ასაკოვანი და გამოცდილი ფეხბურთელები თქვენ, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ირაკლი ხუციძე, შალვა კვანტალიანი და ლაშა კალანდაძე ხართ. ფაქტია, "გაგრას" დასაყრდენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ხდებიან. გუნდში კიდევ არაერთი ახალბედა და ნიჭიერი მოთამაშე მოვიდა…

- "გაგრამ" მომავალზე ზრუნვა დაიწყო. თაობათა ცვლა გარდაუვალი პროცესია და რაც უფრო მალე და დროულად გაივლი ამ გზას, პროცესსაც შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტან. მთავარია, ახალბედა ფეხბურთელებმა მხარი აგვიბან და საკუთარ თამაშში შიშის ფაქტორი გამორიცხონ. მწვრთნელების მითითებები ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულონ და მიზანიც მიიღწევა, შედეგიც არ დაახანებს!…

- ეს შედეგი შესაძლოა კიდევ ერთხელ თასის ფინალში გასვლა იყოს?

- რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრასთან ერთად, "გაგრას" ხელმძღვანელობამ სეზონის დაწყების წინ თასის შენარჩუნებაზეც გააკეთა აქცენტი. ახლა ნახევარფინალში ვართ და ერთი ნაბიჯი გვაშორებს ფინალამდე. მწვრთნელები და ფეხბურთელები მაქსიმუმს გავიღებთ. არ დამავიწყდება გასული წლის ფინალური შეხვედრა, როდესაც ჩვენი გულშემატკივარი ძლიერ გავახარეთ და თასის მოგება ერთად ვიზეიმეთ. გვინდა ამ წარმატებას კიდევ ერთხელ მივაღწიოთ.

- თქვენ გუნდის დაარსების დღიდან აქ თამაშობთ. კაპიტანი ხართ, წამყვანი მოთამაშე. დავიჯეროთ, თქვენს მიმართ უცხოური კლუბებიდან ინტერესი არ ყოფილა?

- მოდი ასე ვიტყვი, წასვლაზე საუბარი ახლა არ შეიძლება, არც ვფიქრობ, მაგრამ ხვალ და ზეგ რა მოხდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. დეკემბერში იყო კონკრეტული შემოთავაზება უცხოური კლუბიდან, მაგრამ ორივე მხარე მივედით იმ დასკვნამდე, რომ დღეს ერთად უნდა ვიყოთ.

ესაუბრა გიორგი კაციტაძე

fcgagra.ge

malxazi
ნამდვილი კაპიტანია.ყველა თამაშში მაქსიმალურად იხარჯება.ახალგაზრდებისთვის მისაბაძი პიროვნებაა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს