წვრილ-წვრილი ტრანსფერები ესპანურ ფეხბურთში
სევილიურმა "ბეტისმა" დაცვის ცენტრი გააძლიერა - ფრანგული "სენტ ეტიენიდან" იჯარით სეზონის ბოლომდე ბრაზილიელი პაულაუ (პაოლო აფონსო სანტოს ჟუნიორი) აიყვანა.

როცა სეზონი დასრულდება, "ბეტისს" ექსკლუზიური უფლება აქვს პაულაუ გამოისყიდოს. პაულაუ 29 წლისაა, "ვასკუ და გამას" გაზრდილია, თუმცა სახელი "ნავალში" თამაშით გაითქვა, საიდანაც პორტუგალიურ "ბრაგაში" გადავიდა, საიდანაც "სენტ ეტიენში" ამოჰყო თავი.

ამ დღეებში ესპანურ ფეხბურთში კიდევ რამდენიმე სატრანსფერო ცვლილება განხორციელდა. ეს ტრანსფერები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, მათზე ცალკე სტატია დავწეროთ. ასე რომ, მათზე მოკლედ მოგითხრობთ.

ბილბაოს "ატლეტიკმა" 20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გორკა ერანია სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით "ბარაკალდოში" გაანათხოვრა. 24 წლის ცენტრალური მცველი ხორდი ფიგუერასი ყაზანის "რუბინიდან" იჯარის წესით "რაიო ვალეკანოში" თამაშობდა (17 თამაში). იჯარის ვადა დასრულდა, ის რუსეთში არ დაბრუნებულა - "რუბინმა" ახლა ბელგიურ "ბრიუგეში" გაუშვა.

ხორხე გალანი შოტლანდიური "კილმარნოკიდან" "ოსასუნაში" დაბრუნდა, მაგრამ 22 წლის ფორვარდი ნავარელებმა ახლა "რეალ უნიონში" გაანათხოვრეს სეზონის ბოლომდე და მას 21 წლის მცველი ეხი სენარიც მიაყოლეს იმავე "უნიონში".

27 წლის ჟილვან გომეშ ვიეირა, რომელსაც თბილისის "დინამოში" და "ზესტაფონში" უთამაშია, 150 ათას ევროდ "უესკადან" "ერკულესში" გადავიდა.

"უესკაში" მან 70 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ვალენსიის მხარის კლუბთან.

"ვილიარეალმა" 23 წლის მცველი კარლოს ტომასი "პონფერადინაში" გაანათხოვრა. "ხეტაფემ" 23 წლის ნახევარმცველი პედრო მოსკერა "რეალს" ათხოვა. ბუნებრივია, მოსკერა "სამეფო კლუბის" რეზერვისტებში ითამაშებს. მოსკერა "რეალის" აღზრდილია. 2010 წელს მან ერთი მატჩიც კი ითამაშა ძირითად გუნდში (სხვათა შორის, "ხეტაფეს" წინააღმდეგ). "რეალის" სარეზერვო გუნდის ექსკაპიტანმა განაცხადა - იმიტომ დაბრუნდა, რომ გუნდს სეგუნდა დივიზიონის საგზური მოაპოვებინოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა