"სანის" ჟურნალისტებმა ფერნანდო ტორესის "გამოჯანმრთელების" გზებზე იმსჯელეს და გულშემატკივრებს საკუთარი დასკვნა წარუდგინეს
"სანის" ჟურნალისტებმა ფერნანდო ტორესის "გამოჯანმრთელების" გზებზე იმსჯელეს და გულშემატკივრებს საკუტარი დასკვნა წარუდგინეს.

ბოლოდროინდელი კრიტიკული შენიშვნების მაგიერ ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა "ელ ნინიოს" რჩევები მისცეს, რამაც, წესით, მას საკუთარი ფეხბურთი ხელახლა უნდა აპოვნინოს, მაგრამ მხოლოდ მისი მონდომება საკმარისი არ იქნება, ესპანელს გვერდით მთელი "ჩელსი" უნდა დაუდგეს.

1. რეგულარული ადგილი ძირითად შემადგენლობაში. ფორმადაკარგულ არც ერთ ფეხბურთელს სკამზე ჯდომით ის არ აღუდგენია. მიმდინარე სეზონში ფერნანდო უკვე ძალიან ბევრჯერ დარჩა სათადარიგოთა შორის, რაც აღარ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს მხოლოდ წესიდან გამონაკლისია (10 თამაში ძირითადში, 7 შეცვლაზე). ანდრე ვილაშ-ბოაშმა უნდა გაიმეტოს დრო თავისი ფეხბურთელისთვის, თუ სურს "ძველი ესპანელი" დაიბრუნოს.

2. დიდიე დროგბა გუნდიდან უნდა წავიდეს. დიდიე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ვინც გუნდში ჟოზე მოურინიომ მოიყვანა. ხანგრძლივი და ერთგული სამსახურის წყალობით კოტდივუარელმა სახელი დაიგდო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის "დაბერდა" და თან სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს ტოვებს, ალბათ, მოვიდა დრო, რომ აქცენტი მთლიანად ტორესზე გაკეთდეს.

3. ახალი ფეხბურთელები გუნდში. დროგბა არ არის "ჩელსის" ერთადერთი დიდი ფეხბურთელი. რეგულარულ გამარჯვებებს გუნდი ჟოზე მოურინიომ შეაჩვია, რაც გუნდის შემადგენლობისთვის ერთდროულად იქცა დალოცვადაც და წყევლადაც. "ჩელსის" უფროს თაობას გუნდზე ყოველთვის ჰქონდა დიდი გავლენა. მათი ავტორიტეტი ეჭვის ქვეშ არასოდეს დამდგარა, მაგრამ უკვე დადგა დრო ახალი ფეხბურთელებისთვის. სწორედ მათ უნდა მოიგონ გუნდისთვის ახალი ტიტულები და დაეხმარონ ტორესს ფორმის აღდგენაში.

4. ხუან მატა. ხუან მატამ ცენტრთან უფრო ახლოს უნდა ითამაშოს. ზაფხულზე, როცა ის "ჩელსიში" გადავიდა, გუნდმა არამხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი უნიჭიერესი პლეიმეიკერი ჩაიგდო ხელთ, არამედ ფერნანდო ტორესის დამხმარეც. თუმცა მატას ადაპტაცია გაუჭირდა. ის მისთვის უჩვეულო მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს. არადა ყველაზე ეფექტური ის სწორედ ცენტრშია. "ელ ნინიო" "ლივერპულში" ყველაზე პროდუქტიული მაშინ იყო, როცა მის უკან სტივ ჯერარდი თამაშობდა. ტორესი უკეთ გამოიყურება ესპანეთის ნაკრებშიც, სადაც მას ზურგიდან ჩავი, ინიესტა და ფაბრეგასი ეხმარებიან.

5. ტორესი ეგოისტი უნდა გახდეს. ფერნანდო საუკეთესო წლებში თამაშგარის ზღვარზე თამაშობდა. მზად იყო, მცირე შანსიც კი გამოეყენებინა მეტოქის კარის ასაღებად. ტრავმების გამო ესპანელმა ფორმის გარდა საკუთარი ძალების რწმენაც დაკარგა. მასში მონადირის ინსტინქტი გაქრა. "ელ ნინიოს" ახლა იმის მტკიცება უწევს, რომ მართალია, გოლები ვერ გააქვს, მაგრამ სარგებლის მოტანა სხვანაირადაც შეუძლია. ამისთვის ის სიღრმეში იხევს ან ფლანგზე გადადის და თანაგუნდელებს პასებით იქიდან ამარაგებს. ასეთი პოზიციიდან კი მას გოლის გატანა არ შეუძლია. ტორესმა თავი უნდა დაანებოს ამ საქმეს და მხოლოდ გოლების გატანაზე იყოს კონცენტრირებული.

6. ტორესმა თავდაჯერება უნდა დაიბრუნოს. ამჟამად "ელ ნინიო" მარტოსულის შთაბეჭდილებას ტოვებს და ამიტომაც დაემსგავსა წარსულის აჩრდილს. "ჩელსის" უზარმაზარი რესურსები აქვს და ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ფეხბურთელმა თავი კომფორტულად იგრძნოს. შეიძლება მას შეღავათი მისცეს სპორტულ ფსიქოლოგებთან საუბრებმა და გუნდური სულის გასაჯანსაღებლად მიმართულმა ვარჯიშებმა.

7. მიეცით უფლება ტორესს ურტყას პენალტები. მიიჩნევა, რომ თავდამსხმელს საგოლე გვალვის გადასალახავად ერთადერთი გოლი სჭირდება. თუკი მას ეს საქმე არ გამოსდის, ხომ არ ჯობია, რომ მაშველი რგოლი გადავუგდოთ? შეასრულოს თეთრთმეტმეტრიანი - ცოტა სარისკოა, მაგრამ მაინც. ამან შეიძლება ფრენკ ლემპარდი გააღიზიანოს, ვისაც უკვე აბარია გუნდში ეს საქმე. მეორე მხრივ, ერთი პენალტის გაფუჭებაც და ფერნანდო საკუთარ ძალებში კიდევ უფრო მეტად დაეჭვდება. თუმცა, ვფიქრობთ, რომ რისკი მაინც გამართლებულია.

8. ახალი ტაქტიკური გეგმა. ბოლო ათწლეულის "ჩელსი" კონკრეტულ სათამაშო სტილთან ასოცირდება. მძლავრი, დახუნძლული ნახევარდაცვა, სწორხაზოვანი და აგრესიული ფეხბურთი - "ჩელსის" მახასიათებელი ნიშანი გახდა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა გუნდი სხვებზე წარმატებული იყო.

ტორესის გუნდები "ატლეტიკო", "ლივერპული" და ესპანეთის ნაკრები სულ სხვა სტილში, უფრო კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ და შეტევებს მოედნის მთელ ფართობზე შლიდნენ. ანდრე ვილაშ ბოაში იმიტომ დაიქირავეს, რომ გუნდის რეფორმირება მოახდინოს. იქამდე, ვიდრე რომან აბრამოვიჩს მოთმინება ჰყოფნის, პორტუგალიელს ურჩევნია ახალ ტაქტიკაზე დაფიქრდეს, რომელიც ტორესსაც მეტად მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს