"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლაციოს" მესვეურები ცსკა-ს ხელმძღვანელებს კეისუკე ჰონდას ტრანსფერზე შეუთანხმდნენ
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომის "ლაციოს" მესვეურები მოსკოვის ცსკა-ს ხელმძღვანელებს კეისუკე ჰონდას ტრანსფერზე შეუთანხმდნენ და გადაწყვეტილი ამბავია, რომ 25 წლის იაპონელი ნახევარმცველი "ბიანკოჩელესტეს" ღირსებას დაიცავს.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რამდენწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს კეისუკე "ლაციოსთან" და არც მისი სეზონური გასამრჯელოს შესახებ გავრცელებულა ცნობები. სამაგიეროდ, ის ნამდვილად ვიცით, რომ ამ გარიგების შედეგად, რუსული კლუბის ბიუჯეტი 14 მილიონი ევროთი გაიზრდება. პრინციპში, ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არც დადასტურებულა, თუმცა რადგან იტალიური პრესა ამას დაბეჯითებით გვიმტკიცებს, სავარაუდოდ, ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

აქვე ვთქვათ, რომ ჰონდა შემტევი ნახევარმცველია, 2010 წლიდან მოსკოვის არმიელთა კლუბის ღირსებას იცავს, 47 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 13 გოლი გატანილი. იქამდე ჰოლანდიურ "ვენლოში" ირიცხებოდა, ორ წელიწადში 68 მატჩი გამართა და 24 შედეგიან დარტყმას მოუყარა თავი. იაპონიის ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან ასპარეზობს, ამ დროისთვის 31 მატჩი აქვს ჩატარებული და 8 გოლი გატანილი. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს იტალიაში.

ამასობაში, პრაქტიკულად დადასტურდა ინფორმაცია ტიაგო მოტას "ინტერიდან" პსჟ-ში გადაბარგების შესახებ - ბევრს აღარ გავაგრძელებთ და სიტყვას პირდაპირ ფეხბურთელის პირად აგენტს გადავცემთ: "პარიზული კლუბისგან ოფიციალური წინადადება მივიღეთ და თანხმობით ვუპასუხეთ. დიახ, დასამალი არაფერია, მოტას დიდი სურვილი აქვს, რომ კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს და ეს ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

მასიმო მორატიმ ტიაგოს პირობა მისცა, რომ გარიგებას არ ჩაშლის და ჩემი ბოლო ინფორმაციით, კლუბების მესვეურებმაც ჩამოარეთვეს ერთმანეთს ხელი. ასე რომ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ნაპოლი"-"ინტერის" შეხვედრა უკანასკნელი იქნება მოტასთვის მილანური გრანდის შემადგენლობაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან