"ნიქსმა" "შარლოტთან" მატჩში შვიდმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, მაგრამ ეს თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე გააკეთა
"მაიამიმ" მორიგი მატჩი ჩაატარა უეიდის გარეშე და ისევ შეძლო გამარჯვების მოპოვება. ამჯერად კრის ბოშმა 35 ქულა დააგროვა, რაც მისი საუკეთესო შედეგია შარშანწინ "ჰიტში" გადასვლის შემდეგ.

შინ "კლივლენდის" წინააღმდეგ პირველი ორი მეოთხედი თანაბარი თამაში მიდიოდა და დიდი შესვენებისთვის საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში ლებრონ ჯეიმსმა და ბოშმა გაქცევა სცადეს, მაგრამ მათ შედეგიან შეტევებს "კლივლენდი" ირვინგის ან ჯეიმისონის მონდომებით ზუსტი თამაშით პასუხობდა.

"მაიამიმ" თამაშის ბედის გარკვევა მეოთხე მეოთხედისთვის გადადო, რომელშიც ბოშმა 17 ქულა დააგროვა და ბრძოლის შანსი აღარ დაუტოვა მეტოქეს. მართალია, ირვინგის სამქულიანმა საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა, მაგრამ ბოშმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და ბოლოს იმავე ირვინგის ორმა ქულამ "კლივლენდს" ვეღარ უშველა.

თუ შევხედავთ "მემფისისა" და "პორტლენდის" მატჩის ოქმს, გასაგები ხდება როდის მოაწყვეს გადამწყვეტი გაქცევა მასპინძლებმა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ყველაფერი მესამე მეოთხედში გადაწყდა.

"მემფისის" ლიდერები ჩავარდნენ და ამ გუნდიდან ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც ამ 12-წუთეულში თამაშიდან თავი გამოიჩინა, სათადარიგო ჯონ სელბი იყო. მეოთხე მეოთხედის სტარტისთვის "პორტლენდის" უპირატესობა 20 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ შემდეგ კლება დაიწყო, თუმცა "მემფისისთვის" არასასურველი ტემპით.

რეკორდი და ანტირეკორდი

"ნიუ იორკ ნიქსმა" "შარლოტთან" მატჩში შეწყვიტა შვიდმატჩიანი წაგებათა სერია, მაგრამ ეს თავისი ერთ-ერთი ლიდერის - კარმელო ენტონის გარეშე გააკეთა. მელომ 30 წუთი გაატარა მოედანზე და კარიერის ანტირეკორდი დაამყარა - მხოლოდ ერთი (!) ქულა შესძინა თავის გუნდს, არადა, ამ სეზონში ენტონი საშუალოდ 25.7 ქულას აგროვებს.

აქამდე NBA-ის ისტორიაში მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა დააგროვა ორზე ნაკლები ქულა მატჩში, რომელშიც 25 წუთზე მეტი გაატარა მოედანზე და იმ სეზონში მინიმუმ 25 ქულას იხვეჭდა. ეს კალათბურთელია ანტუან ჯეიმისონი. მაშინ ის "გოლდენ სტეიტში" თამაშობდა

და 2001 წლის 4 მარტს, "ლეიკერსის" წინააღმდეგ ვერც ერთი ქულა ვერ აიღო.

გასული სათამაშო დღე ისტორიული იყო "ორლანდოს" ცენტრისთვის დუაიტ ჰოვარდისთვის. მან "ინდიანასთან" მატჩში 14 ქულა დააგროვა და ამით "მეჯიქის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "ორლანდოში" "სუპერმენის" მონაგარი 10 657 ქულამდე ავიდა. ადრე კლუბის საუკეთესო სნაიპერი ნიკ ანდერსონი იყო - 10 650 ქულა.

მატჩის შემდეგ ჰოვარდმა აღიარა, რომ მისთვის ამ მატჩის მოგება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ანდერსონის რეკორდის გაუმჯობესება. შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე "მეჯიქმა" სამარცხვინოდ წააგო "ბოსტონთან" (56:87) და არსებობის ისტორიაში ერთ მატჩში ყველაზე დაბალი შედეგიანობა დააფიქსირა.

ვაშინგტონს მწვრთნელი მოაშორეს

მიმდინარე რეგულარულში უკვე მეორე გუნდს გამოუცვალეს მწვრთნელი. ამჯერად პოსტი დაატოვებინეს "ვაშინგტონის" მთავარ მწვრთნელს ფლიპ სონდერსს.

დროებით დედაქალაქური კლუბის დამრიგებლის მოვალეობებს სონდერსის ასისტენტი რენდი უიტმენი შეასრულებს.

ამ სეზონში "ვაშინგტონის" მონაგარი 17 მატჩში ორ მოგებას შეადგენს.

ინდიანა-ორლანდო 83:102

29:22, 16:23, 17:29, 21:28

ი: გრეინჯერი (16), ჰიბერტი (16+12 მოხსნა), კოლისონი (11).

ო: ანდერსონი (24+8 მოხსნა), რედიკი (15), ჰოვარდი (14+9 მოხსნა), დევისი (13+5 მოხსნა), თურქოგლუ (11+8 პასი).

მაიამი-კლივლენდი 92:85

17:18, 20:19, 24:21, 31:27

მ: ბოში (35+7 მოხსნა), ჯეიმსი (18+5 მოხსნა+5 პასი), კოული (10), ჰასლემი (4+10 მოხსნა).

კ: ირვინგი (17), სამუელსი (15+5 მოხსნა), ვარეჟაო (11+11 მოხსნა), სეშენსი (10+5 მოხსნა).

პორტლენდი-მემფისი 97:84

25:25, 22:18, 23:13, 27:28

პ: ოლდრიჯი (23+6 მოხსნა), კროუფორდი (15), მეტიუზი (13), ფელტონი (10), ბატუმი (10), უოლასი (7+11 მოხსნა), კემბი (3+22 არლქრპთ+5 დაფარება).

მ: მაიო (20), გეი (11+5 მოხსნა).

შარლოტი-ნიუ იორკი 78:111

23:26, 19:26, 15:21, 21:38

შ: უოკერი (22+5 მოხსნა), ჰენდერსონი (15), ბრაუნი (15).

ნ-ი: ჩენდლერი (20+17 მოხსნა), სტაუდმაიერი (18+8 მოხსნა), ფილდზი (18+5 პასი), ჯეფრიზი (11).

ფინიქსი-ტორონტო 96:99

27:17, 25:31, 19:31, 25:20

ფ: გორტატი (21+12 მოხსნა), ნეში (17+14 პასი+7 მოხსნა), უორიკი (17), ჰილი (11+5 მოხსნა).

ტ: ბარნიანი (36+6 მოხსნა), ბარბოზა (19), ჯონსონი (18+10 მოხსნა), კალდერონი (6+11 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან