მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ჟურნალისტებს პროფესიულ ქალთა ჩოგბურთში არსებულ სიტუაციაზე თავისი აზრი გაუზიარა
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, შვეიცარიელმა მარტინა ჰინგისმა ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა პროფესიულ ქალთა ჩოგბურთში არსებულ სიტუაციაზე. მარტინა ამჟამად ავსტრალიაშია და ვეტერანთა ტურნირზე თამაშობს.

"როცა 16 წლის ასაკში მსოფლიოს პირველი ჩოგანი გავხდი, ქალების ჩოგბურთი სულ სხვანაირი იყო, ნაკლებად ათლეტური. ძველ ფოტოებზე ბავშვის გამომეტყველება მაქვს. თითქოს ერთი ნაბიჯით გავიარე ორი-სამი წელი, რომელსაც თანატოლები ტრადიციულად იუნიორთა ჩოგბურთში ატარებენ.

რა შემიძლია ვურჩიო კაროლინ ვოზნიაცკის უფრო ათლეტური მეტოქეების წინააღმდეგ? მან საკუთარი ჩოგბურთი უნდა ითამაშოს, არ უნდა დანებდეს და არ უნდა დაიხიოს უკან ფიზიკურად უფრო ძლიერი ჩოგბურთელების წინაშე. ჩემთვისაც რთული იყო სერენას, დევენპორტისა თუ კაპრიატის წინააღმდეგ თამაში. ერთი სამსეტიანი თამაში მეორეს ცვლიდა.

ვფიქრობ, ჩემი სათამაშო სტილით ისევ შეიძლება "დიდი სლემის" ტურნირების მოგება. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს. დღეს აკადემიაში, სადაც მე ვმუშაობ, პერსპექტიული გოგონები მეცადინეობენ. მათთან ერთად ხშირად ვატარებ საწვრთნელ ვარჯიშებს და მჯერა მათი შესაძლებლობების.

ჩემი აზრით, WTA არასწორად მოიქცა, როცა პროფესიულ ტურში 18 წლამდე ჩოგბურთელების გამოსვლა აკრძალა. ამით ბევრი ნიჭიერი გოგონა კარგავს 1-2 წელიწადს.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ცუდია ქალთა ჩოგბურთისთვის. მახსოვს, თავის დროზე, მე, შტეფიმ, არანჩა სანჩეს-ვიკარიომ, სელეშმა, კაპრიატიმ ტურში თამაში 14-15 წლის ასაკში დავიწყეთ. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ 16-17 წლის ჩოგბურთელს უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ტურნირზე გამოსვლის უფლება", - აცხადებს ჰინგისი ავსტრალიის ღია პირველობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა