ავსტრალიის ღია პირველობის მეათე დღეს ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა
ავსტრალიის ღია პირველობის მეათე დღეს ირკვეოდა ყველა ნახევარფინალისტი მამაკაცთა და ქალთა ერთეულთა თანრიგში.

კაცების პირველ მეოთხედფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა არ შედგა. ენდი მიურეი დამაჯერებლად აკონტროლებდა მატჩს იაპონელ კეი ნიშიკორისთან. მართალია, თითქმის ყველა გეიმში ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ ენდი ყოველი სეტის სტარტზე ახერხებდა გაქცევას და შემდეგ ინარჩუნებდა მოპოვებულ უპირატესობას - 6:3, 6:3, 6:1.

მეორე მატჩი, რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ ნოვაკ ჯოკოვიჩი და დავიდ ფერერი, უფრო საინტერესო გამოდგა. პირად შეხვედრებში სერბი მინიმალური უპირატესობით იგებდა - 6:5. თუმცა ხუთიდან სამი მოგება ესპანელს გრუნტზე ჰქონდა (ისიც 2009 წლამდე). ბოლო გამარჯვება ფერერმა 2011 წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოიპოვა, მაგრამ მაშინ ჯოკოვიჩი ლონდონში აბსოლუტურად გამოფიტული ჩავიდა.

თამაშის დაწყებისთანავე დავიდს ბრეიკ-პოინტების მოგერიება მოუწია და ბოლოს და ბოლოს, ესპანელმა ვერ გაუძლო მეტოქეს პრესინგს. მაგრამ თანდათან ნოვაკმა ტემპს უკლო და პირველ სეტის მოგებისა და მეორის სტარტზე ბრეიკის შემდეგ, მაქსიმალურად შეასუსტა ესპანელზე ზეწოლა. დავიდმა ამით მომენტალურად ისარგებლა - ბრეიკი დაიბრუნა და კიდევ შეეძლო ჯოკოვიჩის გეიმის აღება, მაგრამ თავად წააგო საკუთარი მოწოდება მე-11 გეიმში. თუმცა ესპანელმა ტაი-ბრეიკამდე მაინც მიაღწია, მაგრამ პარტიის მოგება ვერ შეძლო. ამის შემდეგ ჯოკოვიჩმა გაილაღა და იოლად აიღო მესამე სეტი - მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო.

ასე რომ, საუკეთესო ოთხეულში რეიტინგის ოთხ საუკეთესო ჩოგბურთელს ვხედავთ.

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დავიდ ფერერი (ესპ, 5) 6:4, 7:6(4), 6:1; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-კეი ნიშიკორი (იაპ, 24) 6:3, 6:3, 6:1.

1/2 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-მიურეი (4); ფედერერი (3)-ნადალი (2).

ქალებს შორის გაიმართა რუსული დერბი მარია შარაპოვასა და ეკატერინა მაკაროვას შორის. ამ უკანასკნელის გამო არ შედგა მეოთხედფინალში შარაპოვასა და ამერიკელი სერენა უილიამსის სუპერდაპირისპირება. ურთიერთშეხვედრებში მარია 2:0-ს უგებდა თავის თანამემამულეს. ორივე შეხვედრა გასული წლის გაზაფხულზე გრუნტის საფარზე შედგა.

სერენასთან და ვერა ზვონარევასთან მოგებულ შეხვედრებში მაკაროვა ინიციატივის მოპოვებასა და თამაშის უკანა ხაზიდან წარმართვას ახერხებდა, მაგრამ ამჯერად, შარაპოვამ არ მისცა ამის გაკეთების საშუალება. მარიამ პირველივე გეიმებიდან დაიწყო შეტევა და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. თუმცა შარაპოვას შეცდომაც ბევრი ჰქონდა, მაგრამ არა იმდენი, რომ მაკაროვას თამაშის მსვლელობა შეეცვალა. გეიმების უმრავლესობაში საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიდიოდა, ორივეს უწევდა ბრეიკ-პოინტების მოგერიება, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში შარაპოვა უფრო ზუსტი იყო და მალე მან პირველი სეტი 6:2 მოიგო.

მეორე პარტიის სტარტზე უკვე მაკაროვამ შეძლო ბრეიკის აღება და მცირე ხნით ინიციატივის მოპოვება. მაგრამ იქვე თავის მოწოდებაზე ეკატერინამ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და მარიამ ანგარიში გაათანაბრა - 2:2. მაკაროვამ ვერც მომდევნო საკუთარ გეიმში აიცილა თავიდან შეცდომები, რამაც შარაპოვას ზედიზედ მეორე ბრეიკი მისცა. ამის შემდეგ მაკაროვას თამაშის გადარჩენის შანსი თითქმის აღარ ჰქონდა - 6:2, 6:3.

ნახევარფინალში მარიას პეტრა კვიტოვასთან მოუწევს თამაში. ბოლო მატჩი მათ უიმბლდონის ფინალში ითამაშეს, სადაც პეტრამ ორ სეტში მოიგო - 6:3, 6:4.

ჩეხს თითქოს იოლი მატჩი უნდა ჰქონოდა იტალიელი სარა ერანის წინააღმდეგ, მაგრამ ორ სეტში მოგების მიუხედავად, კვიტოვას საკმაოდ რთული ბრძოლის გადატანა მოუხდა. პირველი სეტი 50 წუთი გაგრძელდა და უამრავი შეცდომის მიუხედავად, კვიტოვამ შეძლო მისი მოგება - 6:4.

თუ პირველ სეტში ერანი დაცვიდან მოქმედებდა, მეორეში აქტიურობას უმატა, რისთვისაც კვიტოვა მზად არ აღმოჩნდა. მეოთხე გეიმში იტალიელმა ზედიზედ სამი (!) ეისი ჩააწოდა და 3:1 დაწინაურდა. 4:1-ზე კი სარას ზედიზედ მესამე ბრეიკის აღების შანსი ჰქონდა, მაგრამ პეტრამ მაინც მოახერხა შეეჩერებინა ვარდნა. მან დროულად დაალაგა შეტევითი მოქმედებები და ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით მოახერხა რთული გამარჯვების მოპოვება.

1/4 ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 4)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:2, 6:3; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 2)-სარა ერანი (იტა) 6:4, 6:4.

1/2 ფინალი

კლაისტერსი (11)-აზარენკა (3); შარაპოვა (4)-კვიტოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...