საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა გუნდები ყველაზე უკეთ A ჯგუფში ასპარეზობენ. აქ სატურნირო ცხრილის პირველი სამი საფეხური სწორედ "ქართულ გუნდებს" უკავიათ. ამ ტურში თავი გამოიჩინეს მერაბ კვირიკაშვილმა და ირაკლი მაჩხანელმა. პირველმა თავისი ფეხჩუბინობით მოაგებინა "სენ ჟუნიენს", მეორემ კი მიმდინარე სეზონში მეხუთე ლელო მიითვალა.

A ჯგუფში 42 ქულით პირველ ადგილზე დავით ბოლღაშვილის "ლილია", რომელმაც სტუმრად წააგო დაძაბულ ბრძოლაში შოთა მელიქიძის "მაკონთან" - 9:11. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

"ლილს" სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურისა და დავით აშვეთიას "მასი". პარიზელებმა მე-11 ტურში სტუმრად მოუგეს "სტრასბურს" - 34:15. სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, აშვეთია 58-ე წუთზე შეცვალეს, კობაურს არ უთამაშია.

"მასის" შვიდი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონი", რომელმაც სტუმრად მოუგო ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის "ორლეანს" - 20:28. სააყვარელიძე 50-ე წუთზე შეცვალეს, ყუფარაძემ მოედანი ათი წუთის შემდეგ დატოვა, კოპალიანმა კი ამ უკანასკნელზე შვიდი წუთით მეტი ითამაშა, დათუნაშვილი განაცხადში არ იყო.

გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონმა", რომელიც 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა, სტუმრად წააგო "ნევერთან" - 11:26. ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს.

კვლავ ნული უწერია სატურნირო ცხრილის ქულათა გრაფაში რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას "ბულონს". ჩვენებურთა გუნდმა ამჯერად სტუმრად წააგო "ბობინისთან" - 0:44. ხოჭოლავამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, გიგაური და გიორგაძე კი 57-ე წუთზე შეცვალეს.

A ჯგუფი

XI ტური

სტრასბური-მასი 15:34, მაკონი-ლილი 11:9, ნევერი-დიჟონი 26:11, ორლეანი-მონლუსონი 20:28, ბობინი-ბულონი 44:0.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლილი - 42 ქულა, 2. მასი - 39, 3. მონლუსონი - 32, 4. ბობინი - 30, 5. ნევერი - 28, 6. მაკონი - 27, 7. დიჟონი - 27, 8. სტრასბური - 16, 9. ორლეანი - 13, 10. ბულონი - 0.

B ჯგუფში ქართველ მორაგებთა გუნდები ნელ-ნელა თმობენ პოზიციებს. აქ ყველაზე უკეთესი შედეგი ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენს" აქვს, რომელიც 28 ქულით მე-4 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. სენტეტიენელებმა მე-11 ტურში სტუმრად გაანადგურეს "პოკენი" - 62:13. მაჩხანელმა, რომელმაც შუამარბის პოზიციაზე სრულად ითამაშა, ლელო მე-2 წუთზე გაიტანა.

"სენტ ეტიენს" ერთი ქულით ჩამორჩება და პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინს". ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერთან, დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცასთან" - 8:20.

კაჭარავამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბელქანია 72-ე წუთზე შეცვალეს, ლაბაძე კი ორი წუთით ადრე ჩაერთო თამაშში, მაისურაძე და მაღალდაძე განაცხადში არ იყვნენ.

"ლა სეინს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი", რომელმაც სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "კასტანესთან" - 19:43. კუთარაშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო და 13 წუთის შემდეგ არბიტრმა სინბინში გაუშვა.

23 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა ირაკლი ნინიძის "რომანი", რომელმაც შინ ყველასათვის მოულოდნელად ერთ-ერთ ლიდერს, "მონტობანს" სძლია - 25:20. ნინიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

B ჯგუფი

ნიცა-ლა სეინი 20:8, რომანი-მონტობანი 25:20, ნიმი-ბურგ ან ბრესი 13:29, პოკენი-სენტ ეტიენი 13:62, კასტანე-შატორენარი 43:19.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბურგ ან ბრესი - 42 ქულა, 2. კასტანე - 35, 3. მონტობანი - 35, 4. სენტ ეტიენი - 28, 5. ლა სეინი - 27, 6. შატორენარი - 26, 7. რომანი - 23, 8. ნიცა - 21, 9. ნიმი - 11, 10. პოკენი - 3.

C ჯგუფში ნელ-ნელა გამოასწორა სატურნირო მდგომარება მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, რობერტ აბესლამიძისა და დავით ოზგებაშვილის "სენ ჟუნიენმა". ჩვენებურთა გუნდმა მე-11 ტურში სტუმრად მოუგო "ლანჟონის" - 22:18 და ახლა 22 ქულით მე-7 ადგილზეა, შედეგად სენჯუნიენელებს პლეი ოფში გასვლის შანსი გაუჩნდათ.

გამარჯვებაში ლომის წილი გაიღი მერაბ კვირიკაშვილმა, რომელმაც ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახავა გაიტანა (17 ქულა), სრულად ითამაშა ჩხაიძემაც, აბესლამიძე და ოზგებაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

C ჯგუფი

კოლომიე-სენ მედარი 52:3, ლავორი-ვანი 13:11. ლანჟონი-სენ ჟუნიენი 18:22, სენ ნაზერი-მორლაა 34:3, სენ ჟან დე ლუზი-აგეტმო 28:14.

სატურნირო მდგომარეობა

1. კოლომიე - 47 ქულა, 2. ვანი - 27, 3. ლავორი - 27, 4. სენ ჟან დე ლუზი - 26, 5. ლანჟონი - 26, 6. სენ ნაზერი - 22, 7. სენ ჟუნიენი - 22, 8. აგეტმო - 2, 9. სენ მედარი - 19, 10. მორლაა - 16.

D ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ერთადერთმა გუნდმა, დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენმა", რომელიც სამიოდ ტურის წინ გათამაშების ლიდერი იყო, მორიგი მარცხი იწვნია. ჩვენებურთა გუნდი სტუმრად დამარცხდა პირველადგილოსან "ტიროსთან" - 19:21.

D ჯგუფი

ლურდი-ოლორონი 15:15, რიბერაკი-ბლანიაკი 10:11, ლიმოჟი-მარმანდი 35:10, მოლეონი-ლანამეზანი 9:10, ტიროსი-ვალანს დაჟენი 21:19.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 41 ქულა, 2. ლიმოჟი - 37, 3. ვალანს დაჟენი - 30, 4. ბლანიაკი - 30, 5. ლურდი - 28, 6. ლანამეზანი - 27, 7. ოლორონი - 24, 8. მარმანდი - 14, 9. მოლეონი - 10, 10. რიბერაკი - 9.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად