რომის ოლიმპიური სტადიონის მძლეოსნურ სექტორზე მის გამოჩენას გუგუნით ხვდებოდნენ _ მასპინძლები შავულვაშიან სპორტსმენს გარეგნობით იტალიელს ამსგავსებდნენ და აქტიურად ქომაგობდნენ...

რომის ოლიმპიური სტადიონის მძლეოსნურ სექტორზე მის გამოჩენას გუგუნით ხვდებოდნენ _ მასპინძლები შავულვაშიან სპორტსმენს გარეგნობით იტალიელს ამსგავსებდნენ და აქტიურად ქომაგობდნენ. ისიც არ აწბილებდა გულშემატკივრებს _ ყველა სიმაღლეს პირველსავე ცდაზე იღებდა. ჟურნალისტები მაინც ამერიკელთა ცოცხალ ლეგენდას _ ჯონ თომასს დასდევდნენ კუდში: ვერ წარმოედგინათ, პალო-ალტოში ვინაც 222 სანტიმეტრი სიმაღლის თამასას გადაევლო, როგორ უნდა წაეგო ორთაბრძოლა იმ საბჭოელთან, რომლის პირადი რეკორდი 213 სანტიმეტრს არ აღემატებოდა...

იმ დღეს ვახუშტის ქუჩის ერთ-ერთი სახლიდან ღრმადმორწმუნე ქალბატონი დილაუთენია ფეხშიშველა გამოსულა სახლიდან, დიდუბის ტაძრისთვის სამჯერ შემოუვლია და სანთლებიც დაუნთია. შინ დაბრუნებულს შეუნიშნავს, როგორ მოაწყდა მტრედი დახურულ ფანჯარას. კეთილად ენიშნა თურმე ეს ყოველივე დედას.

ის დღე კი 1960 წლის 1 სექტემბერი იყო...

`ფორო იტალიკოზე~ 12-საათიანი ბრძოლის შემდეგ ათლეტები ძლივს იდგნენ ფეხზე. მხოლოდ 27 წლის რობერტ შავლაყაძე გამოიყურებოდა მშვიდად და ყოჩაღად. აუღელვებლად ადევნებდა თვალს, თუ როგორ იმსხვრეოდნენ მის წინ კერპები, თავად კი, ყველას გასაკვირად, პირველსავე ცდაზე სუფთად დაძლია 216 სანტიმეტრი და ოლიმპიური რეკორდით რომის თამაშების ოქროს მედალი დაიმსახურა. დიდხანს არ დამცხრალა ოვაციები ტრიბუნებზე. მთელი მსოფლიო ტაშს უკრავდა ქართველ სპორტსმენს, რომელიც სახეგაბადრული იდგა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

`საბჭოთა მძლეოსანმა შავლაყაძემ დაამტკიცა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი ამ დღეს დიდებული, შეუდარებელი იყო, ისეთი, როგორიც არავინ. მან ბრწყინვალედ მოიგო ამერიკელებთან როგორც საჰაერო, ისე ფსიქოლოგიური ბრძოლა~, _ წერდა ლონდონის `თაიმი~.

`სიმაღლეზე ხტომის ოქროს წიგნში დღემდე არ იყო არც ერთი ევროპელის სახელი. დღეს თბილისელმა რობერტ შავლაყაძემ ახალი ფურცელი ჩაწერა ამ მატიანეში~, _ კვერს უკრავდა იტალიური `სტამპა~.

ის დღე კი 1960 წლის 1 სექტემბერი იყო...

ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ _ 2010 წლის 1 სექტემბერს სახელოვან ქართველ მძლეოსანს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, რომის ოლიმპიადის ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორს (1962), საბჭოთა კავშირის პირველობების ოქროს (1964) და სამგზის ვერცხლის მედალოსანს, სოციალისტური ქვეყნების თამაშების შვიდგზის და ძმები ზნამენსკების საერთაშორისო მემორიალების ხუთგზის გამარჯვებულს, 1959 წლის `გიგანტთა მატჩის~ (აშშ-სთან) ტრიუმფატორ რობერტ შავლაყაძეს ოლიმპიური ოქროს მოპოვების 50 წლისთავთან და `სპორტის რაინდის~ წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ახალ ოფისში შეხვედრა მოუწყვეს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ლეგენდარულ მძლეოსანს ჩემპიონობის ნახევარსაუკუნოვანი იუბილე მიულოცა და `სპორტის რაინდის~ მედლით დააჯილდოვა. მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ მდინარაძემ კი 3000 ლარით დაასაჩუქრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი სამყურაშვილი, მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაია აზარაშვილი, ფედერაციის წარმომადგენლები.

ლადო ვარძელაშვილი: `ვეტერან სპორტსმენებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ამ ადამიანებმა შექმნეს ქართული სპორტის ისტორია და ჩვენს ქვეყანას სახელი გაუთქვეს. ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონ რობერტ შავლაყაძეს მივულოცავ ჩემპიონობის მოპოვების ნახევარსაუკუნოვან იუბილეს და `სპორტის რაინდის~ წოდების მინიჭებას. უახლოეს დღეებში დედაქალაქის მერიის წინაშე წარვსდგებით შუამდგომლობით, რათა ოქტომბერში ჩვენს სახელოვან ვეტერანს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭოს.

აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ მძლეოსნობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სპორტის სახეობაა, ამიტომ მისი განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის არაფერს დავიშურებთ. მძლეოსნობა სპორტის ყველა სახეობას სჭირდება, ის პრიორიტეტული უნდა გახდეს~.

თამაზ მდინარაძე: `რობერტ შავლაყაძის დამსახურებაა, რომ მსოფლიოში სათანადო პატივით მოგვიხსენიებენ. არც ისე ბევრია ქვეყანა, მძლეოსნობაში 11 ოლიმპიური მედალი ჰქონდეს. ამ დიდ ტრადიციას შენარჩუნება და გავრცობა უნდა. კარგი თაობა მოდის. სათანადო თანადგომა თუ იქნება, წარმატებები კვლავაც მოვა~.

რობერტ შავლაყაძე: `დიდი მადლობა ყველას დაფასებისთვის. სასიამოვნოა ამგვარი ყურადღება. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს მძლეოსნობაში პირველი ოქროს მედალი მოვუტანე. მჯერა, რომ გამარჯვებები მომავალშიც იქნება~.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე