ნაკრების მწვრთნელს პეტერ ზაიზენბახერს სჯერა, რომ ზურაბს სასწაულის მოხდენა შეუძლია
უახლოეს უქმეებზე თბილისში გასამართ ვაჟ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი უძღვებოდნენ.

თავად ტურნირთან დაკავშირებით იმას ვიტყვით, რომ ბოლო დღეს, როცა განაცხადების მიღების ვადა იწურებოდა, კიდევ უფრო გაიზარდა მონაწილეთა რიცხვი - როგორც პრესკონფერეციაზე გვითხრეს, მსაჯთა დონეზე წარმოდგენილთა ჩათვლით, 50 ქვეყანა გვეწვევა.

თუმცა ჩვენთვის ამ რეკორდულ ციფრებზე უფრო საინტერესო ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის დაბრუნება აღმოჩნდა და პრესკონფერენციის ძირითადი ნაწილიც ამას დაეთმო.

ზაიზენბახერმა გაიხსენა საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღეები, როცა აკვირდებოდა შეგირდებს და თურმე იმთავითვე ჰკითხა ზვიადაურს, ხომ არ გააგრძელებდა ვარჯიშს. ოლიმპიურ ჩემპიონს პასუხი მაშინვე არ გაუცია და კარგა ხანს უფიქრია.

"მასში ჯერ ისევ არის დიდი სპორტსმენი, ოღონდ მთავარია, მან საჭირო დროს გაიღვიძოს" - აღნიშნა მწვრთნელმა. ზაიზენბახერის თქმით, ზვიადაურის მდგომარეობას ის ართულებს, რომ ამჯერად გართულებულია ლიცენზიების მოპოვების სისტემა და ახლა სპორტსმენი იძულებულია, მთელი სეზონი პიკში იყოს.

ზვიადაური ამ მარათონში ნული ქულით ერთვება ანუ ბევრად ცუდ სასტარტო მდგომარეობაშია - მან ზედიზედ უნდა იჭიდაოს ხუთი ტურნირი, ლამის შესვენებების გარეშე.

"ზვიადაურმა რომც ვერ შეძლოს ლიცენზიის მოპოვება, დაბრუნების გადაწყვეტილება მაინც გმირობაა და ეს უნდა დავაფასოთ. ლიცენზიის მოპოვება ძნელი იქნება, მაგრამ მას შეუძლია სასწაულის მოხდენა", - თქვა ავსტრიელმა.

ოლიმპიური ჩემპიონის ახლანდელ მზადყოფნასთან დაკავშირებით ზაიზენბახერმა დასძინა, რომ ის თანდათან უმატებს და ოლიმპიადისთვის ფორმის პიკში შესვლა არ იქნება პრობლემა. პრესკონფერენციაზე ასევე დიდი ადგილი დაეთმო ვალერი ლიპარტელიანის თემასაც. ზაიზენბახერმა თქვა, რომ ზვიადაურის დაბრუნებას ლიპარტელიანთან არანაირი კავშირი არ აქვს, თვით ლიპარტელიანის წარუმატებლობის მიზეზად კი ახალ სტილთან შეუთავსებლობა და ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა დაასახელა.

ცხადია, დავინტერესდით ნაკრების კიდევ ორი ტრავმირებული ლიდერის - ამირან პაპინაშვილისა (60) და ირაკლი ცირეკიძის (100) ჯანმრთელობის მდგომარეობით, როდის შეძლებენ ისინი ტურნირებში გამოსვლას. პაპინაშვილზე გვითხრეს, რომ მან არსებითად, უკვე მოირჩინა ტრავმა და პარიზის "დიდ მუზარადზე" იასპარეზებს, ცირეკიძეს კი ჯერ ისევ აწუხებს ნატკენი ნეკნი და მისი დაბრუნების შესახებ ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობენ. პაპინაშვილს თურმე თბილისშიც უნდოდა გამოსვლა, მაგრამ ბოლოს მწვრთნელებმა მაინც დასვენება ურჩიეს.

ზაიზენბახერმა საინტერესო ამბავი გვამცნო იმ შემთხვევისთვის, თუ ერთ წონაში ორ ან მეტ საგზურს მოვიპოვებთ. თურმე ამ დროს დაგროვილი ქულები გადამწყვეტი სულაც არ იქნება - ორივე კანდიდატის ძლიერ და სუსტ მხარეებს აწონ-დაწონიან და ვინაიდან უკვე ცნობილი იქნება სხვა ქვეყნების ოლიმპიელთა ვინაობა, იმასაც დაითვლიან, ჩვენებურებს მათგან ვისთან აქვთ დადებითი ბალანსი და ვისთან - უარყოფითი, ვინ ვისთვისაა უხერხული მეტოქე, ვინ როგორ სტილში ჭიდაობს, ვის ვისთან ექნება მეტი შანსი და გადაწყვეტილებასაც ასე მიიღებენ.

პრესკონფერენციის დასასრულს ეროვნული ნაკრების ვარჯიშიც დაიწყო. სხვებთან ერთად დარბაზში ზურაბ ზვიადაურიც გამოჩნდა, რომელიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას აქამდე ერიდებოდა, თუმცა ამჯერად უარი არ გვითხრა და მცირე ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

წინასწარ გეტყვით, რომ ავსტრიულ მიტერსილში, საწვრთნელ კემპზე ყოფნისას მისი დაბრუნების ცნობამ თურმე დიდი გაკვირვება გამოიწვია. ბუნებრივია, ზვიადაური გადაჭრით ვერ ამბობს, როგორ დამთავრდება ლიცენზიისთვის ბრძოლა, თუმცა ამბობს, რომ ნებისმიერ ვარიანტში სპორტში დარჩება და მომავალშიც გააგრძელებს კარიერას.

საინტერესოა, რომ სპორტში დასაბრუნებლად მას მთელი 20 კილოგრამი დაუკლია.

- როგორი განწყობით ხვდებით თბილისის ტურნირს, ხართ ფორმაში?

- დავბრუნდი, გავიარე რამდენიმე ეტაპი, თუმცა ჯერ არ ვარ სასურველ ფორმაში. თუმცა ჩავერთვები შეჯიბრებებში და ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები.

მთელი 20 კილოგრამი დავიკელი და ამ ეტაპისთვის რაც მომეთხოვება, იმ კონდიციებს ვაკმაყოფილებ, თავსაც ნორმალურად ვგრძნობ, მაგრამ ფორმაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი.

- ამ ტურნირზე რა შედეგს უნდა ელოდოს თქვენგან ქომაგი?

- შედეგზე წინასწარ არასოდეს არ ვლაპარაკობ. შეჯიბრება გვაჩვენებს ყველაფერს.

- ოლიმპიადისთვის შესარჩევი მთავარი ეტაპი იწყება. ძალიან ძნელი ბრძოლა გელოდებათ.

- არა მარტო ოლიმპიადისთვის, რადგან მე არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას - ოლიმპიადაზე მოვხვდები თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც დავრჩები და გავაგრძელებ სპორტში ვარჯიშს სანამ შევძლებ.

- მეტოქეები როგორ შეხვდნენ ცნობას თქვენი დაბრუნების შესახებ?

- ყველას გაუკვირდა - ჯერ მწვრთნელის რანგში მხედავდნენ, ახლა კი ისევ სპორტსმენად დავბრუნდი. თუმცა ეს გასაკვირი არა მარტო მათთვის, ჩემთვისაც იყო.

მართალია, საკმაოდ რთული იყო დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტე და დავბრუნდი. მიხარია, რომ ასეთ დასკვნამდე მივედი.

- ეტყობა, ეს ერთი წელიწადი ძალიან გაგიჭირდათ ჭიდაობის გარეშე იმის მიუხედავად, რომ მაინც აქ იყავით.

- ძალიან გამიჭირდა. შარშან, როცა მივდიოდი, არც მინდოდა წასვლა და მერეც არ მეგონა, წასული თუ ვიყავი. მართალია, მწვრთნელად ვმუშაობდი, მაგრამ მაინც ტატამზე მინდოდა ყოფნა და ჭიდაობა, სულიერად არ ვიყავი წასული.

- თუმცა ამ პირობებში დაბრუნება ძნელია - ახლა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნებით.

- რა თქმა უნდა, ძნელია, რადგან ხალხის ინტერესი გაიზარდა. იქნება გაორებული დამოკიდებულებაც, თუმცა ვიმეორებ - მე დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე და ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შანსები 50:50-ზეა და ოლიმპიადის მერეც გავაგრძელებ ვარჯიშს, თუ ტრავმები არ შემაფერხებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

maiaazarashvili
წარმატებას ვუსურვებ, მხოლოდ გამეხარდება მისი მიღწევები.
გერონტი
ყოჩაღ ზურა.
giuli
მიდი ზვიადაურო!!! გახსოვდეს ვისი გორისა ხარ:*
maka
გილოცავ
maka
გილოცავ ზურა. წარმატებას გისურვებ.
zako
ზვიადაურო (ო რა ლამაზად ჟღერს ეს გვარი)მივესალმებით შენს დაბრუნებას აქტიურ სპორტში და გისურვებთ წარმატებებს. შენ ჯერ კიდევ ბევრის მიღწევა შეგიძლია. რა დამავიწყებს იმ დღეს შენ რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდი. მთელი ჩემი ოჯახი სიხარულისგა ტიროდა, შენ ხარ პირველი და დარჩები სამუდამოდ პირველ ოლიმპიურ ჩემპიონად.
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია