საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანთალიაში "ტორპედო"-"ბრაშოვის" ამხანაგურ მატჩს დაესწო
გუშინ ქუთაისის "ტორპედომ" ანთალიურ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა და რუმინულ "ბრაშოვთან" 0:2 წააგო.

"ბრაშოვი" რუმინეთის ჩემპიონატში ამ დროისთვის მე-12 ადგილზეა. მიმდინარე მოსამზადებელ პერიოდში "ტორპედოსთვის" ეს მეორე შეხვედრა იყო და, ცხადია, ასეთ დროს შედეგი უმთავრესი არ არის.

"ტორპედოს" ვებგვერდის ცნობით, მატჩი საინტერესო გამოდგა. დავით დიღმელაშვილის პასს ნიკა საბანაძემ არაზუსტი თავური მიაყოლა, სიზუსტე დააკლდა რევაზ გოცირიძესაც. რუმინელები კი მე-20 წუთზე დაწინაურდნენ ბლაჟე ოლიოვსკის გოლით.

თორნიკე თარხნიშვილმა შორიდან სცადა გატანა, გოცირიძეს უკეთესი საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ მანაც ააცილა. გიორგი დათუნაიშვილის დარტყმას კი მცველი გადაეღობა.

გიორგი ლემონჯავა და გრიგოლ დოლიძე - "ტორპედოს" საიტის ცნობით, ისინი, შესაბამისად, მარცხენა და მარჯვენა ფლანგებიდან უქმნიდნენ პრობლემებს მეტოქეს.

საუკეთესო საგოლე შანსი ჰქონდა დიღმელაშვილს, რომლის დარტყმა მეკარემ მოიგერია. ანგარიშის გათანაბრება გივი იოსელიანს შეეძლო, მაგრამ ბურთი მცველმა მოიგერია.

მეორე გოლი "ბრაშოვმა" კონტრშეტევით გაიტანა, 88-ე წუთზე თავი პრიკოპმა გამოიჩინა.

"ტორპედო": მიგინეიშვილი, იოსელიანი, კვახაძე (მირცხულავა 72), ფარულავა, ლემონჯავა, დოლიძე (რიგვავა 62), დიღმელაშვილი (ფირცხალავა 69), დათუნაიშვილი, თარხნიშვილი (შერგელაშვილი 69), საბანაძე, გოცირიძე.

"ბრაშოვის" საიტი იუწყება, რომ მათმა გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. რუმინელები აღიარებენ, რომ მეორე ტაიმში ქართველები მეტს უტევდნენ, მაგრამ ეს შედეგზე არ ასახულაო.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია. "ბრაშოვის" ვეგბერდს მან უთხრა, თქვენი გუნდიდან უდოჯი (ნიგერიული წარმოშობის ბულგარელი) მომეწონა, სწრაფია და მარცხენა ფლანგიდან პრობლემების შექმნა შეუძლიაო.

ტორპედოელებს შავი სამკლავური ეკეთათ - მათ პატივი მიაგეს გარდაცვლილ მერაბ მეგრელაძის ხსოვნას.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას "ტორპედო" დღეს გამართავს ზაქათალის "სიმურგთან" და მოედანზე ისინი გავლენ, ვისაც გუშინ არ მოუწია "ბრაშოვთან" თამაშმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად