თურქეთის ქალაქ სიდეში შეკრებაზე მყოფი "გაგრა" სრულფასოვანი ვარჯიშის ჩასატარებლად გამოდარებას ელის
24 იანვარს, გამთენიისას, "გაგრა" ანთალიაში გაემგზავრა, ჯერ ტრაბზონში ჩავიდა, იქიდან კი თვითმფრინავით ანთალიაში 24 იანვრის დილის 10 საათზე გორის "დილასთან" ერთად ჩაფრინდა და გუნდის მთავარი მწვრთნელების შეხვედრა ფოტოზეც აღიბეჭდა.

საბოლოოდ, გორელებმა გეზი ბელეკისკენ აიღეს, "გაგრა" კი სიდეში გაემგზავრა და იმ სასტუმროში მოეწყო, რომელშიც ლუგანსკის "ზარია", ლვოვის "კარპატი" და ყარაღანდის "შახტიორი" ბინადრობენ.

"გაგრას" პრესსამსახურის ცნობით, გუშინ, დილით მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ გუნდის კრება ჩაატარა, საღამოს კი, მიუხედავად იმისა, რომ გადაუღებლად წვიმდა, გუნდი საათნახევარი ავარჯიშა. ძირითადი ყურადღება ძალების აღდგენას დაეთმო - მგზავრობამ ფეხბურთელები გარკვეულწილად გადაღალა. შესაბამისად, პირველ დღეს დატვირთვა ნაკლები იყო. ხვალიდან კი გუნდი ორჯერად ვარჯიშს შეუდგება.

სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია, რადგან სასტუმროსთან მდებარე მოედანი მოეწონათ და სრულფასოვანი მოსამზადებელი ციკლის ჩასატარებლად მშვენიერი პირობებია.

ცივი ამინდი მხოლოდ ორი დღეს გასტანს, 26 იანვარს კი იმედიანად ელიან, რადგან დარია მოსალოდნელი.

როგორც გაირკვა, დეკემბერში გუნდის კაპიტან გიორგი ტყეშელაშვილს ერთ-ერთ უცხოურ კლუბში იწვევდნენ, მაგრამ ის "გაგრაში" დარჩა.

"უცხოური კლუბიდან კონკრეტული შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მეც და კლუბიც იმ დასკვნამდე მივედით, რომ ამ ეტაპზე "გაგრაში" ჩემი დარჩენა ჯობდა", - თქვა ტყეშელაშვილმა.

"გაგრას" კაპიტანი მიიჩნევს, რომ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი არ დაკარგულა:

"ბევრი ფიქრობს, რომ რვა გუნდში მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ბოლო ოთხ შეხვედრაში "ტორპედოს", "ზესტაფონს", "დილასა" და "დინამოს" ვხვდებით. მაგრამ ჩვენ დაგვიმარცხებია "ტორპედოც", "დინამოც" და "დილაც", "ზესტაფონთან" კი ფრედ გვითამაშია.

რა თქმა უნდა, ოთხივე მეტოქე ძლიერია და მათი ძლევა ადვილი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელიც არ არის. მთავარია, ახალბედა ფეხბურთელებმა მხარი აგვიბან, შიშის ფაქტორი დასძლიონ და შედეგიც არ დაახანებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს