"თურქეთის მესამე ლიგის პირობებს საქართველოში უმაღლესი ლიგის ლამის ყველა კლუბი ინატრებს"
ფოტოზე: შოთა არველაძე (მარცხნივ) და ზურაბ მეტრეველი

ზურაბ მეტრეველი გულშემატკივარს კარგად აღარ ემახსოვრება. არადა, იყო დრო, თავდამსხმელი ბოლნისის "სიონში", თბილისის "არსენალში", განსაკუთრებით კი "ვიტ ჯორჯიაში" კარგი თამაშით გამოირჩეოდა - ამ უკანასკნელთან ერთად 2004 წელს საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

ამის მერე "რუსთავში" გადავიდა, 2005 წლიდან კი თურქეთში გაემგზავრა და იქაურ კლუბებში თამაშობდა. ახლახან კი შევიტყვეთ, რომ 32 წლის ზურაბ მეტრეველი თურქეთის მესამე ლიგის კლუბ "ქოჯაელის" დუბლშემადგენლობის მწვრთნელად დანიშნეს. ეს კლუბი ჩვენს გულშემატკივრებს იმით ემახსოვრებათ, რომ წლების წინ იქ თამაშობდნენ ზაზა ჯანაშია, გივი დიდავა, რევაზ ქემოკლიძე.

ახალგაზრდა მწვრთნელი მხოლოდ საკუთარ კარიერაზე არ გვიყვება, თურქულ ფეხბურთზეც საინტერესო დეტალებს გვიმხელს.

- თურქეთში როგორ მოხვდი?

- კარგად გემახსოვრებათ, 2005 წელს საქართველოში ფეხბურთი რა მდგომარეობაშიც იყო. ჩვენს გუნდებს ძალიან უჭირდათ და ორიოდე კლუბის გარდა, ყველგან ცუდი პირობები იყო. მაშინ მიმიწვიეს თურქეთში და მეც სიამოვნებით წავედი.

იქ ექვსი წელი ვითამაშე და რამდენიმე კლუბი შევიცვალე - "ხოფასფორი", "კორსეზი", "ელაზიკი", ბოლო სამი წელი "იზმით-ქოჯაელში" გამოვდიოდი და გუნდის კაპიტანიც ვიყავი.

შარშან, მაისში თამაშს თავი დავანებე და სეზონის დასრულებისთანავე "ქოჯაელისფორის" დუბლების გაწვრთნა შემომთავაზეს. მაგრამ ექვსი თვეა, გუნდის არაოფიციალური მთავარი მწვრთნელი ვარ.

- ეს როგორ?

- ლიცენზია არ მაქვს და საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, რომ გაიოზ დარსაძესთან კურსები გავიარო. ამით ოფიციალურად მივიღებ მუშაობის უფლებას. ულიცენზიოდ კი გუნდს თამაშზე ოფიციალური პირის რანგში ვერ გავიყვან.

- ლიცენზია თუ არ გაქვს და მწვრთნელად არ გიმუშავია, "ქოჯაელი" როგორ გენდო? დამეთანხმები, გამოუცდელი კაცის დანიშვნა სარისკოა.

- ეს კი ასეა, მაგრამ მიზეზი "ქოჯაელის" გაჭირვებაა. გუნდი ცუდ დღეშია, ოც მილიონამდე ვალი დაუგროვდა და სუპერლიგიდან გავარდნის შემდეგ უფრო დაქვეითდა. ამიტომ გადაწყვიტა უფროსობამ ახალგაზრდა მწვრთნელების დასაქმება, ახალი თაობების გაზრდა და მომავლის გუნდის ჩამოყალიბება.

შევსებას ჩვენი აღზრდილებით მივიღებთ, ფეხბურთელების გაყიდვით კი "ქოჯაელს" შემოსავალი გაუჩნდება და იმედი აქვთ, მხოლოდ ეს თუ გვიშველისო. ხუთი-ექვსი მოთამაშე რომ გავზარდოთ და შემდეგ სეზონში სხვაგან გავუშვათ, ბიუჯეტი შეივსება.

რაც შეეხება ჩემი მიწვევის უშუალო ინიციატორს: კლუბის კოორდინატორად ჩემი ძველი მწვრთნელი მიიწვიეს, რომელიც კარგად მიცნობდა, ადრე მისი ხელმძღვანელობით მითამაშია და, სხვათა შორის, ბევრჯერ ჩემი აზრით დაინტერესებულა. ეტყობა, თავი კარგად დავამახსოვრე. თანაც, ბოლო სეზონში "იზმით-ქოჯაელში" მწვრთნელს ვეხმარებოდი და იმ დროიდან მეც სხვა თვალით დავიწყე თამაშის ყურება.

ქოჯაელში კი რამდენიმე გუნდია, ერთმანეთის ამბებს თვალს ადევნებენ და ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. ეტყობა, გაიგეს ჩემი სურვილი, მწვრთნელობა რომ მსურდა და მიმიწვიეს.

- 32 წლის ასაკში კარიერის დასრულება ნაადრევი არ იყო?

- "იზმით-ქოჯაელში" მართლაც კარგად ვიყავი, ასაკი ხელს არ მიშლიდა, მაგრამ მუხლის ტკივილმა მაიძულა და თამაშს თავი დავანებე.

- ვალებში ჩავარდნილ გუნდში მუშაობას რა აზრი აქვს?

- ვალებში რომ არის, სულაც არ ნიშნავს, რომ ხელფასებს ვერ იხდის.

- რამდენია გუნდის ბიუჯეტი?

- 2 მილიონზე მეტი არ იქნება.

- ეს "მეტი არა"-ბიუჯეტი საქართველოში სამეულის გუნდებს თუ აქვთ.

- გეთანხმებით, იქაური მესამე ლიგის პირობებს საქართველოში უმაღლესი ლიგის ლამის ყველა კლუბი ინატრებს, მაგრამ თავად თურქეთში დიდი არაფერია. იქ მეტი ხარჯია, რადგან თითქმის ყველა მატჩზე თვითმფრინავით მიემგზავრები.

სხვათა შორის, იქ ფეხბურთელისთვის ხელფასად 300 ლარის, ანუ დაახლოებით 200 დოლარის შეთავაზება სირცხვილად ჩაითვლებოდა, არადა, საქართველოში ერთმა ცნობილმა მოთამაშემ მითხრა ეს და გული მომიკვდა.

- სამწუხაროდ, ეს საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია. თურქეთში მინიმალური სახელფასო ზღვარი თუ არსებობს?

- მესამე ლიგაში ყველაზე ცუდ ფეხბურთელსაც კი წელიწადში 50 ათას დოლარს მაინც უხდიან.

- შედარებით ძლიერ მოთამაშეებს?

- 100-დან 150 ათას დოლარს, მაგრამ ისეთს, გუნდს მარტო რომ "ქაჩავს".

- გუნდში ქართველები გყავთ?

- ადრე იყვნენ და თამაშის უფლებაც ჰქონდათ, ახლა კი დაბალი ლიგების კლუბებს უცხოელების ჩაყვანის უფლება აღარ აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა