ქართველმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 5-5 ქულა და მოხსნა მოაგროვა
"ატლანტა ჰოქსი" ტექსასის შტატში აღმოსავლეთის კონფერენციის მეორეადგილოსნის სტატუსით ჩავიდა და უკან მექვსეადგილოსნად დაბრუნდა - "სან ანტონიომ" 105:83 აჯობა. "სპურსმა" გადამწყვეტ უპირატესობას მესამე პერიოდში მიაღწია და ბოლო რაუნდის წინ 76:61 დაწინაურდა.

ზაზა ფაჩულიამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 5-5 ქულა და მოხსნა მოაგროვა. სხვათა შორის, ჯორჯიელებს გასვლით შეხვედრებში სწორედ 5-5 მოგება-წაგება აქვთ.

27 წლის ქართველის თამაში გაზეთმა "ატლანტა კონსტიტუშენმა" ასე შეაფასა:

"ზაზას ტიმ დანკანის მეურვეობა უწევდა. დასაფასებელია მისი გარჯა "სან ანტონიოს" ლიდერის წინააღმდეგ. ტიმმა მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო. ასევე ენერგიულად გამოიყურებოდა "ატლანტას" მეორე მეფარე ივან ჯონსონი, თუმცა საერთო მაჩვენებლებით, "ატლანტამ" მასპინძლებს ვერც ფარქვეშ აჯობა და ვერც პერიმეტრზე."

სტატისტიკას მოვიშველიებთ: "სურსმა" 11 სამქულიანი ჩააგდო, "ჰოქსმა" - 6.

ჯორჯიელები მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს დეტროიტში "პისტონსთან" ჩაატარებენ.

სან ანტონიო-ატლანტა 105:83

ზაზა ფაჩულია: 27 წუთი, 5 ქულა (2/4 ორქულიანი, 1/2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 შეცდომა, 4 ფოლი.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"