ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც მსოფლიოს მეორე ჩოგანია, ოთხ სეტში მსოფლიოს მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი დამაარცხა
ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც მსოფლიოს მეორე ჩოგანია, ოთხ სეტში მსოფლიოს მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი ანგარიშით (6:7 (5:7), 6:2, 7:6 (7:5), 6:4 დამაარცხა. ამ მატჩში რაფაელმა 4 ეისი შეასრულა და 16-დან 6 ბრეიქ-პოინტი მოიპოვა.

გადამწყვეტ მატჩში ნადალის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩის( სერბეთი, 1) და ენდი მიურეის (დიდი ბრიტანეთი, 4) წყვილში გამარჯვებული იქნება.

ნახევარფინალი ამ ჩოგბურთელების შესრულებით 27 იანვარს გაიმართება.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებულია. ნადალმა ეს ტურნირი 2009 წელს მოიგო. ფედერერს ავსტრალიის ღია პირველობა ოთხჯერ - 2004, 2006, 2007 და 2010 წლებში აქვს მოგებული.

მანამდე ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ. გადამწყვეტ მატჩში რუსი მარია შარაპოვა, რომელმაც ნახევარფინალში ჩეხი პეტრა კვიტოვა დაამარცხა, ბელარუს ვიქტორია აზარენკას შეხვდება.

ქალთა ფინალი 28 იანვარს გაიმართება, კაცთა კი 29 იანვარს.

მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა