ფოთის "კოლხეთი" წლის პირველ საშინაო მატჩს განახლებულ საშინაო არენაზე გამართავს
სეზონის პირველი ეტაპი ფოთის "კოლხეთმა" მე-11 ადგილით ჩაამთავრა, თუმცა მერვე ადგილზე მყოფ "გაგრას" სამი ქულით ჩამორჩება. გუნდები, რომლებიც რვა საუკეთესოში მოსახვედრად იბრძვიან, სატურნირო ცხრილში მჭიდროდ არიან. ერთი სიტყვით, "კოლხეთის" მდგომარეობას უიმედო ნამდვილად არ ეთქმის.

ფოთელებს ხელი იმანაც შეუშალა, რომ სეზონის პირველ ეტაპზე გუნდი შინ ვერ თამაშობდა. იყო, ალბათ, სხვა ფაქტორებიც...

როგორ აპირებს "კოლხეთი" სირთულეების დაძლევას და, ზოგადად, რა ვითარებაა გუნდში - ამ ყველაფერზე გუნდის მთავარ მწვრთნელ დავით მახარეძეს ვესაუბრეთ, რომელიც ამ გუნდში მანამდე ფეხბურთელიც იყო.

- საშუასეზონო სამზადისის გეგმაში ორი ვარიანტი იყო - თბილისი და თურქეთი. რომელი გადაწყდა?

- ქალაქის ხელმძღვანელობამ ახლახან გამოგვიყო თანხა ანთალიაში წასასვლელად. ახლა მთავარია, დროში ჩავეტიოთ, საორგანიზაციო საკითხებია მოსაგვარებელი, არაუგვიანეს 28 ან 29 იანვარს უნდა წავიდეთ, რათა შეკრება ნაყოფიერი გამოდგეს.

- საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კლუბს ნორმალური დაფინანსება აქვს.

- ამ მხრივ ყველაფერი თავის ადგილზეა, თუ ადრე რაღაც პრობლემები იყო, ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. რაც მთავარია, "კოლხეთში" ახლა დავალიანება არ არსებობს.

- ფინანსური საკითხის შემდეგ ყველაფერი უკვე კადრებზეა დამოკიდებული. ამ მხრივ ჯერ ალბათ ძნელია დასკვნების გაკეთება, თქვენი გუნდი ხომ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და ბევრიც ახალი მოვიდა.

- "კოლხეთიდან" რვა ფეხბურთელი წავიდა და ეს ცოტა არ არის, თანაც, ისინი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები იყვნენ. დავიმატეთ საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები: ბოიომო "სპარტაკიდან", წურწუმია "ბაიადან", სიჭინავა და გაბუნია "გაგრადან", პავლიაშვილი "მეტალურგიდან", ხატიაშვილი უზბეკეთიდან, ბექა ტუღუში ფინეთიდან, ხუბუტია მოსკოვის "დინამოდან", ფოფხაძე "ტორპედოდან"... მოკლედ, რესურსი არის.

- სელექცია ამით დასრულდა?

- კიდევ ერთ ფეხბურთელს ველოდებით - ნახევარმცველ წარბიას ჯერ კიდევ იქიდან ვიცნობ, როცა "ამერი 2"-ის მწვრთნელი ვიყავი და ჩემთან თამაშობდა, მერე კი უკრაინაში წავიდა. ახლა უნდა ვნახოთ, როგორ ფორმაშია.

- "კოლხეთს" ინფრასტრუქტურული პრობლემები ჰქონდა სეზონის პირველ ეტაპზე. რა ვითარებაა ახლა?

- ფოთის მთავარი სტადიონის მინდორი ახლა იდეალურ მდგომარეობაშია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით საბერძნეთიდან ჩამოტანილი ბალახი უკვე ერთი თვეა, რაც დაიგო. სტადიონს ორი ტრიბუნა ექნება და ტევადობა დაახლოებით 4 000 გამოვა - ესეც ფედერაციის დახმარებით კეთდება.

სეზონის განახლების შემდეგ პირველი საშინაო მატჩი 19 თებერვალს გვაქვს "ვიტ ჯორჯიასთან" და ეს იქნება ჩვენი პირველი თამაში ამ მოედანზე. მანამდე ამ მინდორზე შესვლას მოვერიდებით.

- ახლა სად და როგორ ემზადებით?

- დარში სათადარიგო მოედანზე, გამოვიყენეთ სპორტსკოლის დარბაზიც, სადაც მოედანი 20/40-ზეა, მაგრამ უქმად ყოფნას იქ ვარჯიში ვამჯობინეთ. მოსამზადებელი პერიოდის პირველ ეტაპზე კი ტყეში დავრბოდით.

- არგავარდნა თუ რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა - რა არის "კოლხეთის" მთავარი მიზანი ამ სეზონში?

- უპირველესი ამოცანა რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრაა. ადვილი კალენდარი არც ჩვენ გვაქვს და არც კონკურენტებს. ვფიქრობ, ერთ-ერთი გადამწყვეტი "ვიტ ჯორჯიასთან" თამაში იქნება.

- რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის მსურველთაგან ზოგი მართლაც სერიოზულად გაძლიერდა, მაგალითად, გორის "დილა".

- "დილამ" მართლაც სერიოზული ტარნსფერები განახორციელა, მაგრამ გორელებსაც, ფაქტობრივად, ყველა თამაში მოსაგები აქვთ რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად. "დილას" პირველი მატჩი "მეტალურგთან" აქვს და მაშინ გამოჩნდება ამ გუნდის პოტენციალი. ზოგადად კი, კარგია, ქართული გუნდები ასე რომ ძლიერდებიან.

- "კოლხეთი" იძულებულია შეუტიოს, რასაც მიზანი ავალდებულებს - შეტევის ფაზაში რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობით?

- სამ თავდამსხმელზე გავაკეთებთ აქცენტს - ციცხვაია, პავლიაშვილი და ტუღუში. ვფიქრობ, კარგი თავდასხმა გვეყოლება, ფინეთიდან დაბრუნებული ტუღუშიც კარგად გამოიყურება.

- 17 წლის ხუბუტიაზე რას გვეტყვით?

- იმედისმომცემი ფორვარდია, თუმცა, ასაკიდან გამომდინარე, დაღვინება აკლია და ჯერ ნაადრევია, რომ გუნდის საკვანძო მოთამაშედ მივიჩნიოთ. ის ფოთელმა მენეჯერებმა ჩამოგვიყვანეს მოსკოვის "დინამოდან" და მას გრძელვადიან კონტრაქტს შევთავაზებთ.

- ფოთში გამოზრდილ ფეხბურთელებს განსაკუთრებული ხელწერა ჰქონდათ, "კოლხეთიც" გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდა, ახლა კი ადგილობრივი კადრები "კოლხეთს" უწინდელივით აღარ მოსდის. ფოთელი ახალგაზრდები ასაკობრივ ნაკრებებშიც არ ჩანან, არადა, ფოთი ტრადიციულად საფეხბურთო ქალაქია...

- ბავშვთა ფეხბურთი მართლაც მისახედია და ამ მიმართულებითაც კარგი რამ კეთდება. ქალაქის ხელმძღვანელობასა და ნავსადგურს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება. იმედია, ყველაფერი წარმატებით დასრულდება და ნავსადგურის დახმარებით ნაბადაში ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ეს პროექტი კლუბსაც წაადგება და ბავშვთა ფეხბურთსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა