"ვოლგას" ყოფილი და ახლა უკვე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებს აფასებს
გოგიტა გოგუას სახით თბილისის "დინამომ" მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა. გოგიტას "დინამოში" ჩარიცხვას ქომაგი დიდი ინტერესით ელოდა.

ნორვეგიელებთან შეხვედრაში გოგუა ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მაგრამ მატჩის 36-ე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო, მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" Football Impact Cup 2012-ის ტურნირში მეორე შეხვედრა "სტრომსგოდსეტთან" გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა, ხოლო პირველი მატჩი დინამოელებმა პოლონურ "კრაკოვიასთან" 2:3 დათმეს.

"ვოლგას" ყოფილმა ფეხბურთელთმა გუშინდელ მატჩზე და გულშემატკივრისთვის სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

გოგიტა გოგუა:"მატჩის შემდეგ არბიტრმა მომიბოდიშა, პირველი გაფრთხილებაც არასწორად მოგეცი და წითელიც არ იყო საჩვენებელიო. სათამაშო ეპიზოდი იყო და ბურთი განგებ არ გადამიგდია. სხვა არც არაფერი მომხდარა.

პირველი ტაიმი ჩვენი იყო. მეორე ნახევარში კაცნაკლულები ვიყავით. მთლიანობაში ვფიქრობ, თამაშით ვაჯობეთ. მცირე ნიუანსები იყო სადაც შეიძლებოდა უკეთ გვეთამაშა დაცვაშიც და შეტევის ხაზშიც.

ეს შეკრებაა და დატვირთვის ფონზე შეცდომებიც უფრო მეტია. გუნდში მოსვლამდე პირადად მხოლოდ 4-5 ფეხბურთელს ვიცნობდი. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, რომელთაც ყველაფერი წინა აქვთ. რასაც ვუყურებ, ძალიან კარგი გუნდი ყალიბდება. ახალწვეულები მოვიდნენ, რომელთაც გამოცდილება აქვთ. აქ ისეთი მოთამაშეებიც დაგვხდნენ, რომელთაც სანაკრებო გამოცდილებაც გააჩნიათ - ლორია, ოდიკაძე, კოშკაძე.

ცხადია საქართველოს ჩემპიონატში ჩამორჩენა სოლიდურია. ლიდერი სერიოზულ ფორას ფლობს და ტიტულისთვის ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და მოვიგოთ. დანარჩენი სატურნირო ცხრილში გამოჩნდება. ამ ეტაპზე, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით, მე შედეგს თამაშის ხარისხზე წინ დავაყენებდი. ჩვენთვის მთავარი შედეგია. ყველამ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ, ფეხბურთელებმა ერთმანეთს უნდა მოვთხოვოთ და შედეგიც იქნება, რითაც გულშემატკივარსაც გავახარებთ".

fcdinamo.ge

zako
nika, ვერ დაგეთანხმები, ფეხბურთი ბალეტი არაა. გოგიტა შეიძლება ცოტა უხეში ფეხბურთელია, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს მის მაღალ კლასს
misho1997
დინამო საქართველოში ყველაზე მაგარი გუნდია
nika
ასეთი შარიანი ფეხბურთელი არც დინამოს და არც ნაკრებს ჭირდება, გოგოტას ბურთთან მისვლა 80% ჯარიმაა. კარგი რა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად