"არსენალთან" "მანჩესტერ იუნაიტედის" 25 წლის პორტუგალიელმა განაპირა ნახევარმცველმა ლორან კოშელნისთან შეტაკებისას ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო
22-ე ტურში "არსენალთან" "მანჩესტერ იუნაიტედის" 25 წლის პორტუგალიელმა განაპირა ნახევარმცველმა ლუიშ ნანიმ ლორან კოშელნისთან შეტაკებისას ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო და ექიმების თქმით, გუნდს ალბათ ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ფეხბურთელს კოჭი საკმაოდ სერიოზულად აქვს გასიებული. ამიტომ ზუსტი დიაგნოზის დასმა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თავდაპირველად კლუბში მოტეხილობასაც კი ვარაუდობდნენ, მაგრამ ყველაზე პესიმისტური პროგნოზები არ გამართლდა. ასე რომ მიუხედავად მოგებისა (2:1 "ეშმაკების" სასარგებლოდ), მანჩესტერელებს 3 ქულა ძალიან ძვირი დაუჯდათ. ნანის გარდა მათ 10-12 დღით დაკარგეს ფილ ჯონსი. მიკროტრავმა მიიღო უეინ რუნიმაც.

პირველი შეხვედრა, რომელსაც "იუნაიტედი" ნანის გარეშე ჩაატარებს, 28 იანვარს "ენფილდზე" შედგება. მანკუნიანელებს მერსისაიდში როგორც ყოველთვის მძიმე ბრძოლა ელით. ასოციაციამ მატჩის გაძღოლა 23 იანვარს 40 წლის მარტინ ატკინსონს ანდო, მაგრამ სერიოზულმა ვირუსულმა დაავადებამ ის საწოლს მიაჯაჭვა. ატკინსონის ნაცვლად შეხვედრას მასზე გამოცდილი მსაჯი, 50 წლის მარკ ჰალსი გაუძღვება.

"იუნაიტედმა" 21 წლის დენი უელბეკს ორიოდე კვირის წინ ახალი 4-წლიანი კონტრაქტი და კვირაში 45 ათასი გირვანქა შესთავაზა.

ფეხბურთელი კმაყოფილი დარჩა ხელშეკრულების ხანგრლივობით, მაგრამ ხელფასის 60 ათასამდე გაზრდა მოითხოვა. მანჩესტერში დაბადებული და გაზრდილი ყმაწვილი ლამის ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. მისი ამბიციებიც აქედან მოდის.

როგორც ჩანს, მიუხედავად თავდაპირველი უარყოფითი რეაქციისა, "ეშმაკები" თანახმანი არიან, ფეხბურთელის მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

უელბეკის მოქმედ პირველ პროფესიულ კონტრაქტს ვადა 2013 წლის ივნისში ეწურება. ამჟამად დენი კვირაში 15 ათას ფუნტს იღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე